ქართული საზოგადოებისთვის ნინო კირთაძის სახელი საკმაოდ ცნობილია. იგი 1992–1996 წლებში Agense France presse-სა და APAssociated Press -ის კორესპონდენტი იყო კავკასიაში. 1992-94 წლებში - საქართველოს პრეზიდენტის კონსულტანტი, ხოლო 1997 წლიდან საფრანგეთში ცხოვრობს.
ამჯერად ნინო კირთაძე "სარაჯიშვილის" შესახებ საუბრობს:
"იმისთვის, რომ ადამიანმა გაიგო, რა შესაძლებლობები დევს შენში, უნდა გეყოს ძალა, რომ კომფორტის ზონიდან გამოხვიდე. ნოე ჟორდანია თავის მოგონებებში წერს, რომ პირველი ქართველი ევროპელი ყაიდის მრეწველი დავით სარაჯიშვილი იყოო.
შეძლებული ოჯახის შვილმა დატოვა თავისი ქვეყანა... ჯერ გერმანიაში წავიდა, შემდეგ - საფრანგეთში, ისწავლა და მიხვდა, რა შეიძლებოდა საქართველოში ევროპიდან ჩამოეტანა" - ამბობს ნინო კირთაძე.
Top 10 ყველაზე ლამაზი ქართველი მსახიობი ქალი: ნაწილი I
ჟურნალისტური საქმიანობის გარდა, მას ფილმებიდანაც იცნობენ. სხვადასხვა დროს არაერთი ცნობილი რეჟისორის ფილმში მიუღია მონაწილეობა და არაერთ გამორჩეულ მსახიობთან ერთად უთამაშია.
„უკვე 16 წელია საფრანგეთში ვცხოვრობ. აქ 1997 წელს ჩამოვედი. პირველი სამი თვე მეგობრებთან ერთად ვცხოვრობდი, სამი თვის შემდეგ ჩემი შვილიც ჩამოვიყვანე, ამიტომ წყნარი უბნის ძებნა დავიწყე.
ძალიან დიდხანს ვმუშაობდი ხალხურ ზღაპრებზე. ერთი საინტერესო რაღაც ვისწავლე ხალხური ზღაპრებიდან - რომ მიხვდე, ვინ ხარ, უნდა წახვიდე. ყველაფერი უნდა დატოვო, კომფორტის ზონა მიატოვო და მერე იწყება გზა, რომელიც არ არის მარტივი - სწორედ ეს გზა ავლენს ზღაპრის გმირს, ადამიანის ხასიათს, ვინ არის, რა შეუძლია და რა არ შეუძლია.
პარიზში რომ პირველად ჩამოვედი, საოცარი კონტრასტი შევნიშნე - საქართველოში სამოქალაქო ომი იყო, აქ კი სრულიად „აწყობილ“ ქვეყანაში მოვხვდი.
აქაც ხშირად მახსენდება თბილისი, თუნდაც მაშინ, როცა რაღაცის ნაცნობ სუნს ვგრძნობ. ძნელია იმის თქმა, რა არის სახლი - ამდენი წელი გავიდა და ჩემთვის სახლად პარიზი იქცა.
ვიღაცამ თქვა, რომ ჩვენი ცხოვრება ილუზიებია და როცა რამდენიმე ილუზია ერთმანეთს ემთხვევა, ამას ვეძახით რეალობას" - ამბობდა ნინო კირთაძე.