"საქართველოს და ქართველი ხალხის უმრავლესობის მიზანი და სულისკვეთება იყო, არის და იქნება ევროპა. მოგზავნილო ბოტებო, ტყუილად იხარჯებით კლავიატურის წკაპუნით კომენტარებში" - წერს თაკო ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტს" ეხმაურება.
თაკო ნაცვლიშვილი აქამდეც ღიად აფიქსირებდა საკუთარ აზრს და მტკიცედ გამოხატავდა, რომ საქართველოს კურსი მხოლოდ დასავლეთისკენაა. მოდელი საკუთარ გვერდზე ევროკავშირისა და საქართველოს დროშებსა და კადრებს საპროტესტო აქციიდანაც აქვეყნებს.
ვრცლად ცნობილი სახეების პოზიციის შესახებ წაიკითხეთ აქ