"ყოველთვის ლამაზი" - "სუხიშვილების" მოცეკვავე თამარ ხურცილავა კულისებიდან კადრებს აზიარებს - Marao

"ყოველთვის ლამაზი" - "სუხიშვილების" მოცეკვავე თამარ ხურცილავა კულისებიდან კადრებს აზიარებს

2024-04-18 14:32:10+04:00

"სუხიშვილების" მოცეკვავე თამარ ხურცილავა "ინსტაგრამზე" ახალ ვიდეოს აქვეყნებს. თამარ ხურცილავა ფართო მაყურებელმა გაიცნო სერიალიდან "ჟამი ყვავილობისა", რომელიც 2009 წელს გადიოდა ეთერში. ამჟამად, როგორც მსახიობი, არცერთ პროექტში არ არის დაკავებული და სცენის დანაკლისსაც ცეკვით ინაზღაურებს. 

"ასეთი ადამიანები ვართ ქალები, ყველაფერი ერთად გვინდა, ოცნებებიც, შვილებიც, საქმეც და როდესაც ამ ყველაფერს ათავსებ, მაშინ ხარ ბედნიერი... ამიტომ “ვერ” არ არსებობს" 

„შენ საქართველოს დედოფლობა დაგმშვენდებოდა“ - ლატავრა ფოჩიანი, ქალი, რომელსაც იოსებ ნონეშვილმა ცნობილი ლექსი მიუძღვნა 

"ბავ­შვო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე პრო­ფე­სი­ა­ზე ვფიქ­რობ­დი, თუმ­ცა ყო­ვე­ლი მათ­გა­ნი ხე­ლოვ­ნე­ბას­თან იყო ახ­ლოს. მინ­დო­და მსა­ხი­ო­ბო­ბა, მო­დე­ლო­ბა, მხატ­ვრო­ბა, თუმ­ცა ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი ოც­ნე­ბა "სუ­ხიშ­ვი­ლებ­ში" მოხ­ვედ­რა იყო. პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის" ფანი ვი­ყა­ვი და ამ ან­სამ­ბლში მოხ­ვედ­რა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი. ბავ­შვო­ბა­ში ბავ­შვთა ან­სამ­ბლში ვცეკ­ვავ­დი. ორი წელი ცეკ­ვის­თვის თავი მქონ­და და­ნე­ბე­ბუ­ლი, როცა ბა­თუმ­ში, ბულ­ვარ­ში, "ასა ფარ­თის" და­ვეს­წა­რი. კონ­ცერ­ტის შემ­დეგ პუს­კა გამ­სა­ხურ­დი­ას­თან ავ­ტოგ­რა­ფის­თვის მი­ვე­დი და ჩემი ოც­ნე­ბის შე­სა­ხებ ვუ­თხა­რი. რო­გორც მა­შინ­ვე მი­თხრა, ძა­ლი­ან მო­ვე­წო­ნე, ხელი ჩამ­ჭი­და და ილი­კო­სა და ნი­ნოს­თან მი­მიყ­ვა­ნა. რა­ტომ­ღაც ყვე­ლას მო­ვე­წო­ნე, ყვე­ლა თავ­ზე დამ­ტრი­ა­ლებ­და და ეს ჩემ­თვის შო­კის­მომ­გვრე­ლი სი­ტუ­ა­ცია იყო. ნინო სუ­ხიშ­ვილ­მა მი­თხრა, რომ სექ­ტემ­ბერ­ში სტუ­დი­ის გახ­სნას აპი­რებ­და, სა­დაც ერთი წელი მომ­ზა­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მექ­ნე­ბო­და და შემ­დეგ გა­და­მიყ­ვან­დნენ ან­სამ­ბლში" - ამბობდა თამარ ხურცილავა.