წელიწადის ეს დრო სავსეა სილამაზით, სინათლით და სითბოთი. გასაკვირი არ არის, რომ ჩვენ ძალიან გვინდა ცვლილებები, განსაკუთრებით, ჩვენს გარეგნობაში. გირჩევთ, არ შეეწინააღმდეგოთ ასეთ სურვილს და მალე დაიწყოთ ტრანსფორმაცია.
"ეს ვარცხნილობა ძალიან მიყვარს - ერთდროულად თავს ფემინურად და მასკულინურად ვგრძნობ" - მატილდა გვარლიანის განუმეორებელი სტილი
2024 წლის 5 ყველაზე მოდური ვარცხნილობა
თუ არჩევანის გაკეთება გაგიჭირდებათ, გირჩევთ აირჩიოთ ყველაზე მოდური ვარცხნილობა, რომელსაც ინფლუენსერები უკვე "ბროკოლის" ვარცხნილობას უწოდებენ. იგი მათთვისაა შესაფერისი, ვინც მოკლე თმაზე ოცნებობს. მიუხედავად ასეთი სასაცილო სახელისა, თავად ვარცხნილობა უფრო მოდური პიქსის ოდნავ შეცვლილ ფორმას ჰგავს. ის ასოცირდება გაბედულ, თავდაჯერებულ გოგონებთან, მაგრამ, რა თქმა უნდა, უფრო რეალური უპირატესობებიც აქვს: ის ხაზს უსვამს ლოყებს, კისრის ლამაზ ხაზს და მფლობელს ანიჭებს თანამედროვე "მეამბოხის" ხიბლს.
ტრანსფორმაციის დაწყებამდე სთხოვეთ სტილისტს, შექმნას მოძრავი ტექსტურა, რათა შეძლოთ თმის მოდელირება თქვენი გემოვნებით. თუ უკვე გაქვთ ტალღოვანი ან ხვეული თმა, ნუ შეგეშინდებათ დამოკლების.