55 წლის ჯენიფერ ენისტონის მარადიული სილამაზის საიდუმლო - Marao

55 წლის ჯენიფერ ენისტონის მარადიული სილამაზის საიდუმლო

2024-04-19 14:58:09+04:00

ჯენიფერ ენისტონი ამერიკელი მსახიობი, კინორეჟისორი და პროდიუსერია. პოპულარული გახდა სერიალით „მეგობრები“, რომელიც გადიოდა 1994-2004 წლებში, თუმცა მას ახლაც სიამოვნებით უყურებენ. მსახიობი 55 წლისაა და სიცოცხლით ტკბება. ახლა ის საუკეთესო ფიზიკურ და მენტალურ მდგომარეობაშია და ეს იმ ადამიანებიც დამსახურებაცაა, ვინც მის გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე უკვე არაერთი წელია, ზრუნავენ. 

  • „ალბათ, ოდესმე დედა გავხდები, მაგრამ ახლა ნამდვილად არა; გაიგეთ, ამისკენ არ ვისწრაფვი" - ჯენიფერ ენისტონი 
  • "ეს ფაქტი ძალიან მტკივა და მაწუხებს" - ჯენიფერ ენისტონი 20 წლის განმავლობაში დუმდა იმის შესახებ, თუ რატომ არ ჰყავდა შვილი 

ჯენიფერ ენისტონის ახალგაზრდობის საიდუმლო 

სახის კანი

ჯენიფერ ენისტონისთვის სახის კანის მოვლის მთავარი წესი წყლის საჭირო რაოდენობით მიღებაა. ვარსკვლავი ყოველდღიურად იყენებს მზისგან დამცავ კრემს და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ძილს. ჯენიფერ ენისტონი ამ ყველაფერთან ერთად, სახის მოვლის სხვადასხვა საშუალებას და სილამაზის პროცედურას აღმერთებს. ჯენის საყვარელი ნაჭრის ნიღაბი ბრენდ 111Skin-ისგან გახლავთ, ენისტონის ერთ-ერთ საყვარელ სილამაზის ხელსაწყოს კი Jillian Dempsey-ის Beauty Wand წარმოადგენს.

თმა

ჯენიფერ ენისტონი მას შემდეგ, რაც რეიჩელის როლის მოირგო, ცხოვრების ორ უმნიშვნელოვან კაცს დაუმეგობრდა და ისინი მისი სტილისტები არიან -  სტილისტი კრის მაკმილანი და ქოლორისტი მაიკლ კანალე არიან. მაკმილანი 29 წლის წინანდელი საკულტო ვარცხნილობის უკან დგას და ჯენის თითოეულ ვარცხნილობას დღემდე საკუთარი ხელით ქმნის, კანალემ კი ზუსტად იცის რა ფერის თმა უსვამს ხაზს ენისტონის ნაკვთებსა და თვალებს.

მაკიაჟი

ანჯელა ლევინი არის დამინი, რომელიც პასუხისმგებელია ჯენიფერის ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიების მაკიაჟზე. მან კარგად იცის, თუ რომელი ტონები, როგორი ჩრდილები და აქცენტებია საჭირო უმშვენიერესი მსახიობის კიდევ უფრო ბრწყინვალედ წარმოსაჩენად. 

  • ჯენიფერ ენისტონის სილამაზის მარტივი ხრიკი, რომელიც ერთ წუთში 10 წლით გაგაახალგაზრდავებთ 

სხეული 

მეტაბოლიზმის შენელების, ჰორმონალური თუ სხვა სახის ცვლილებების გამო, ქალები 45-50 წლის ზემოთ უფრო მეტ ძალისხმევას საჭიროებენ, რათა სხეულის ფორმები შეინარჩჩუნონ. ჯენიფერს ეს ყველაფერი კარგად აქვს გააზრებული და ფიზიკურ დატვირთვასა და ვარჯიშს დიდ დროს უთმობს. ვარჯიშობს კრივს, იოგას და, რაც მთავარია, უფრთხილდება მენტალურ მდგომარეობას.