"21 აპრილი - კიდევ ერთი თარიღი ჩაიწერება ჩემი კარიერის ისტორიაში ოქროს ასოებით. ჩემი პირველი სოლო-კონცერტი დუბლინში, სავსე დარბაზი და საოცრად თბილი მსმენელი. 2-საათნახევარს გაგრძელდა კონცერტი და აღარ გვინდოდა დასრულება.
ჩამოსვლის წამიდან ზეიმად აქციეს და დაუვიწყარი გახადეს ჩემი დუბლინში ჩამოსვლა ჩემმა მასპინძლებმა, მაკა ბუჯიაშვილმა და ოთო ლევერაშვილმა! მასპინძლობაცაა და მასპინძლობაც! უმაღლეს დონეზე დაგეგმილი საღამო, საოცრად ორგანიზებული. მადლობა, მეგობრებო! მადლობა! მადლობა, რომ სიკეთის ირგვლივ გავერთიანდით. მადლობა ჩვენს კონსულს და ქართულ დიასპორას ირლანდიაში! დიდი მადლობა პატარა ბრილიანტებს, უმაგრეს მოცეკვავეებს, რომლებმაც საოცარი ცეცხლი დაანთეს კონცერტის მსვლელობისას!
კონცერტიდან შემოსული თანხა გადაერიცხება დათუნა ბიბილაშვილს და ძეგვის მიუსაფართა პანსიონატს. ოთო და მაკა, არ ვიცი, რანაირად გამოვხატო მადლიერება და პატივისცემა! იცოდეთ, რომ ძალიან მიყვარხართ და სულ თქვენ გვერდით ვარ“, – წერს ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში.
მომღერალი ნინი შერმადინი უკვე წლებია, რაც აშშ-ში ცხოვრობს და იქ საქმიანობს. ის უცხო ქვეყანაში თავდაპირველად მარტო წავიდა, მოგვიანებით კი ქალიშვილი, მარიამ ციცაგიც წაიყვანა. ცოტა ხნის წინ კი ნინი დროებით სამშობლოში დაბრუნდა და მონატრებული სახე არაერთი გადაცემისა თუ შოუს სტუმარიც იყო.
ნინი შერმადინი
"ჩემზე არ იცით, რომ სამედიცინო კოლეჯში ვსწვალობდი. დედის და მამის მხრიდანაც ყველა ექიმია. ჩემი არც ერთი ძმა, არც ჩემი და ექიმი არ გამოვიდა და ამიტომ ყველას უნდოდა, ეს გზა გამეგრძელებინა. როგორც კი მორგში წამიყვანეს, იქ დამთავრდა ჩემი სამედიცინო კარიერა. გადავწყვიტე, რომ ისევ სიმღერა იყო ჩემი ძლიერი მხარე.
ბოლო დროს აღმოვაჩინე, რომ კარგი მასწავლებლობა შემძლებია. ერთია, იყო კარგი მომღერალი და კიდევ სხვაა, გადმოცემის უნარი გქონდეს. თურმე კარგი ვოკალის მასწავლებელი ვყოფილვარ.
შეყვარებული იმდენი ხანია არ ვყოფილვარ, რომ არ მახსოვს, როგორია შეყვარებული ნინი, მაგრამ, ალბათ, მაშინ ხარ ყველაზე ბედნიერი და გიხარია ყველაფერი. ერთი სული მაქვს, როდის დაბრუნდება ყველა ემიგრანტი თავის ქვეყანაში, მეც, მათ შორის" - ამბობდა ნინი.
ნინი შერმადინის ბიოგრაფია
მომღერალი ნინი შერმადინი საზოგადოებისთვის ცნობილი წლების წინ გახდა, როცა ის მონაწილეობას არაერთ პოპულარულ მუსიკალურ შოუში იღებდა. მას შემდეგ ნინის კარიერა თუ პირადი ცხოვრება მუდმივად ინტერესის საგანს წარმოადგენს.
განსაკუთრებული პოპულარობა ნინიმ 2003 წელს მოიპოვა, როცა მონაწილეობა მიიღო პროექტში "ნუცას სკოლა". იურმალაში „ახალ ტალღაში“ მონაწილეობის შემდეგ პირველი ქართველი გახდა, რომელმაც ამ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. იგი ბერძნულ X Factor-შიც მონაწილეობდა, სადაც მე-2 ადგილი დაიკავა და საბერძნეთში საკმაოდ პოპულარული გახდა.