ცოტა ხნის წინ პოპულარული საბავშვო მუსიკალური პროექტის, "რანინას" სცენაზე სანდრო გურგენაძისა ოთო ბაზრეაშვილისგამოსვლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მათმიერ ანსამბლ "შავნაბადასთან" ერთად შესრულებულმა სიმღერამ "ჩაკრულო" უამრავი ადამიანის გულამდე მიაღწია:
- "ეს არის საქართველო, ერთიანი, თავისუფალი და მრავალხმიანი! საოცარი და საამაყო თაობა გვყავს!"
- ",ჩაკრულო,, საოცარი სპეციფიკის მქონე კახური სიმღერაა და ამიტომაც მიუჩინა კაცობრიობამ ამ ულამაზეს სიმღერას ადგილი კოსმოსში, თანამგზავრზე. შესაბამისად, ,,ჩაკრულო,,-ს ისეთი შესრულება, როგორც ამ სიმღერას ეკადრება, რჩეულთა ხვედრია. სანდრო გურგენაძემ დღევანდელი თავისი შესრულებით დაამტკიცა, რომ ის ღირსეული გამგრძელებელია იმ ესტაფეტისა, რომელსაც თავის დროზე ჰამლეტ გონაშვილმა, რამინ მიქაბერიძემ, ანზორ ერქომაიშვილმა და ქართული ფოლკლორის სხვა კორიფეებმა ჩაუყარეს საფუძველი. სანდრო გურგენაძემ დღეს შეუძლებელი შეძლო და თავისი შესრულებით ერთ-ერთი ულამაზესი ვარიანტი და რედაქცია დაუტოვა შთამომავლობას. მე ვამაყობ სანდროთი, ქედს ვიხრი და მქუხარე აპლოდისმენტი. P.S. დაუვიწყარი და შთამბეჭდავი იყო ჟიურის რეაქცია. ისინი ფეხზე წამოუდგნენ ამ შესრულებას".
- "რამხელა იმედი იღვიძებს და როგორი სიამაყით ივსები, ყველა ფრაზაში ჟრუანტელი მივლიდა, ყველა ხელის გაქნევა რაინდობას მანდომებდა, აი, ამ განცდით ვუსმინე და ბოლოს, ღმერთს მადლობა ვუთხარი, რომ გვყავს ასეთი შვილები", - წერენ კომენტარებში.
სანდრო გურგენაძე
სანდროს, ოთოსა და "შავნაბადას" "ჩაკრულომ" 12 საათში 20 ათასზე მეტი რეაქცია და თითქმის 4 ათასი კომენტარი მოაგროვა. ეს საოცარი ნამღერი საკუთარ გვერდზეც უამრავმა ადამიანმა გააზიარა. ოთო ბაზერაშვილი "რანინას" გასული სეზონის მონაწილეა და მის შესახებ არაერთხელ მოგიყევით, დღეს კი უფრო ახლოს ამ ეპიზოდის მთავარ გმირს, სანდრო გურგენაძეს გაგაცნობთ.
"მე ვარ სანდრო გურგენაძე სამტრედიის რაიონის სოფელ ვაზისუბნიდან, ვარ 12 წლის. ძალიან კარგად არ ვსწავლობ, მყავს 10-ებიც, 9-ებიც და 8-ებიც. საყვარელი საგანი ბიოლოგიაა, მიყვარს დედამიწისა და ადამიანის შესწავლა, ბაქტერიებზე დაკვირვება.
ვარ კეთილი, ადამიანების დახმარება მიყვარს. ჩემს ძმასთან ერთად ეზოში ფეხბურთს ხშირად ვთამაშობ. ბავშვობაში ფეხბურთელობაც მინდოდა, მაგრამ სიმღერამ გამიტაცა. 2 წლიდან ვმღერი, თვითნასწავლი ვარ, მასწავლებელი არ მყავს. საღამოს სახლში რომ მოვდივარ, სულ ვმღერი.
ცოტა არ იყოს, რთულია, "რანინაში" მონაწილეობა, მაგრამ თუ მოინდომებ, ყველაფერს გადალახავ", - ამბობდა თავად სანდრო.
სანდროს ყველაზე დიდი გულშემატკივარი მისი დედა, ეკა გეფერიძეა. როგორც ჩანს, სანდროს მსგავსად, მისი უმცროსი ძმაც შესანიშნავად მღერის და ეკა ძმების სასიამოვნო შესრულებას მეგობრებს სოციალურ ქსელშიც ხშირად უზიარებს.