„უგანდის დედა" მარიამ ნაბატანზი ახლა 43 წლისაა, 40 წლის ასაკში მას 44 შვილი ჰყავდა. ქალი მშობიარობის შემდეგ ძირითადად 3 და 4 ტყუპს აჩენდა და მხოლოდ ერთადერთხელ შეეძინა 1 შვილი. ნაბატანზის შემთხვევას ექიმები იშვიათი სამედიცინო მდგომარეობით ხსნიან.
ქალი იმედოვნებს, რომ შეიძენს ყოფილი ქმრის ნათესავებისგან ბინას, 66 ლეიბს და 25 ორსართულიან საწოლს. ასევე, შვილების დასაქმებისთვის გეგმაში რესტორნის და საქორწილო ღონისძიებების მართვის სერვისის გახსნა აქვს.
2023 წლის აპრილის მდგომარეობით, მისი უფროსი შვილები 31 წლის იყვნენ, ხოლო უმცროსი ექვსი წლის. 2015 წელს, მისმა ქმარმა მიატოვა ოჯახი, რადგან ოჯახის რჩენას ვეღარ აუდიოდა.
მარიამი 1980 წელს დაიბადა. ის და მისი 5 ძმა დედამ ბავშვობაში მიატოვა. მამა მეორედ დაქორწინდა. ერთხელაც, როცა მარიამი ნათესავებთან იყო წასული, დედინაცვალმა მისი ძმები მოწამლა. გოგონას ყველა მათგანი გარდაცვლილი დახვდა. როგორც თავად ამბობს, მამამისს სხვადასხვა ქალისგან 45 შვილი ჰყავდა.
1993 წელს, თორმეტი წლის მარიამი დაქორწინდა 40 წლის მამაკაცზე, რომელსაც კიდევ რამდენიმე ცოლი ჰყავდა. 13 წლის ასაკში ტყუპები შეეძინა. 23 წლის ასაკში უვე 25 შვილი ჰყავდა. ჩარლზ კიგუნდუს, მულაგოს ეროვნული სპეციალიზებული საავადმყოფოს გინეკოლოგის თქმით , საკეისრო კვეთის გზით ტყუპების ბოლო ჯგუფის გაჩენის შემდეგ , ქალს ჩაუტარდა მილების ლიგირება, რამაც თავიდან აიცილა შემდგომი ორსულობა.
მარიამი და მისი ოჯახი, რომელიც შედგება სამოცი ადამიანისგან, მათ შორის მისი შვილები, შვილიშვილები და რძლები, ცხოვრობენ სოფელ კასავოში, ისინი დიდწილად დამოკიდებულნი არიან დონორებზე, რომლებიც ჩუქნიან საკვებს, საწოლს და სხვა საჭირო ნივთებს, მაგრამ მარიამი ასევე მუშაობს ნახევარ განაკვეთზე მკერავად.