პირველი ქართველი ქალი მებრძოლი, რომელიც PFL-ში იბრძოლებს! - 21 წლის მარიამ ტორჩინავა - Marao

პირველი ქართველი ქალი მებრძოლი, რომელიც PFL-ში იბრძოლებს! - 21 წლის მარიამ ტორჩინავა

2024-05-04 15:50:51+04:00

მარიამ ტორჩინავა პირველი ქართველი ქალი მებრძოლი – რომელიც PFL-ში იბრძოლებს! 21 წლის სპორტსმენი პირველ შეხვედრას 8 ივნისს ინგლისელი შანელ დაიერის წინააღმდეგ გამართავს.

PFL (Professional Fighters League) სწრაფად მზარდი ამერიკული ორგანიზაციაა, რომელიც რესურსებს არ იშურებს რომ კიდევ უფრო გაფართოვდეს.

  • ლეგენდარული მამა, მძიმე დიაგნოზი და ცხოვრების თავიდან დაწყება - თამუნა ქორქია 
  • სიმსივნისგან სასწაულებრივად განკურნებული კახი კავსაძე და სიკეთის ძალა 

თავად ტორჩინავა, აქამდე ქართულ ორგანიზაცია GFC-ში ასპარეზობდა. 21 წლის ასაკში მარიამს საკმაოდ შთამბეჭდავი რეკორდი აქვს - მან უკვე მოახერხა 11 პროფესიონალური ბრძოლის ჩატარება, აქედან 9-ში გაიმარჯვა. ტორჩინავას დებიუტი PFL ევროპის ფარგლებში 8 ივნისს, ნიუ კალში გაიმართება. მეტოქის ვინაობა ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.