ნოდარ დუმბაძეს ჰკითხეს, ბავშვობაში არაფერი არ მოგიპარავთო?
“როგორ არა, მომიპარავს და ასეთ ქურდობას კარგი შედეგი მოჰყვა. მახსოვს, თხილი მოვიპარე კოლმეურნეობის ბაღში და მეველემ დამინახა და გამომეკიდა, რას დამიჭერდა, მოხუცი იყო და მე ახალგაზრდა.
საღამოს კანტორაზე დამიბარეს და მითხრეს, თხილს რატომ იპარავდიო. მეველეც იქ იყო. სასტიკი უარი ვუთხარი, რომ არ მომიპარავს-მეთქი. მეველე განცვიფრებული მიყურებდა და მე ვუთხარი, ეს მოხუცია ალბათ და მოეჩვენა,რომ მე ვიყავი-მეთქი. გამომიშვეს…
გზაში დამეწია მეველე და მითხრა, რომ შვილო, ნოდარო, ადამიანს აქვსო შუბლის ძარღვიო, ის რომ გაუწყდებაო, მერე იოლია ძალიან ცხოვრებაო და ნუ გაიწყვიტავ მაგ შუბლის ძარღვს და ნუ გაიიოლებ ცხოვრებასო, მთხოვა. ეს, როგორც ერთ-ერთი მცნება სახარების, ისე დარჩა ჩემს ცხოვრებაში და ვცდილობ, რომ ეს ნამუსის ძარღვი, შუბლის ძარღვი აღარ გავიწყვიტო არასდროს.”
გააკეთე ტესტი და გაიგე, რამდენად კარგად გახსოვს მწერლის შემოქმედება:
<div class="palettepq_container" data-href="https://myquiz.ge/quiz/view/GvwUJKAzjifUFg/" data-palettepq="GvwUJKAzjifUFg"><span style="display: none;">myquiz</span></div>