ქალაქიდან გასვლისა და გარემოს შეცვლის სურვილი ადამიანებს ხშირად უჩნდებათ და ამისთვის რამდენიმედღიანი შვებულების მოწყობა საუკეთესო გამოსავალია.
თუ დასვენებას დედაქალაქთან ახლოს, გორში მდებარე კომფორტულ სასტუმრო “გორი ინნ”-ში გადაწყვეტთ, იქ უამრავი საინტერესო დეტალი დაგხვდებათ, რომლებიც განტვირთვასა და ახალი ენერგიით ავსებაში დაგეხმარებათ.
მათთვის, ვისაც ზაფხულის მოწყობა ყველა სეზონზე უყვარს, იდეალური ვარიანტი აუზსა და ჯაკუზში განტვირთვაა, ხოლო, ვისაც რუჯის მიღება წინასწარ სურს, სოლარიუმი ელოდება.
ბუნებრივია, მენტალური ჯანმრთელობა არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან სულიერი სიმშვიდე ყოველდღიურ ცხოვრებაში პროდუქტიულობის შენარჩუნებაში გვეხმარება. სწორედ იმისთვის, რომ სრულად განდევნოთ უარყოფითი ენერგია და იზრუნოთ თქვენს სულსა და სხეულზე, “გორი ინნ”-ი სპა პროცედურებს გთავაზობთ.
სპა ცენტრი მრავალფეროვან შესაძლებლობებს გაძლევთ, როგორც სხეულის, ისე სახის მოსავლელად.
შეგიძლიათ ჩაიტაროთ სახის პილინგი, რაც სიმშრალეს, ლაქებსა და ნაოჭებს დაგავიწყებთ. ასევე, პრობლემების, კანის სტრუქტურის მიხედვით, სცადოთ ნიღაბი ექსპრეს დატენიანებისა, თუ დეტოქსისთვის. დაგხვდებათ ასევე კოლაგენისა და ვარდის ნიღბები. “გორი ინნ”-ის სპა ცენტრში შემოგთავაზებენ ისეთ პროცედურებსაც, რომლებიც თქვენი სახის კანის სიჯანსაღესა და სილამაზეზე იზრუნებს.
სასტუმროს სპა ცენტრში მამაკაცებსაც ელიან, სპეციალურად მათთვის შექმნილი პროგრამით.
“გორი ინნ”-ი იდეალური სივრცეა მათთვის, ვისაც ყოველდღიურმა პრობლემებმა, დედაქალაქის ხმაურმა, დატვირთულმა გრაფიკმა თავი მოაბეზრა.
სასტუმრო “გორი ინნ”-ში ყველაზე მოთხოვნადი ლავანდის, რძისა და ღვინის თერაპიებია, რომლებსაც პროფესიონალები უწევენ რეკომენდაციას. თითოეული მათგანი ისეთივე არაჩვეულებრივია, როგორც ჟღერს.
ის მოგიხსნით თავის ტკივილსა და კუნთების დაძაბულობას, დაღლილობის შეგრძნებასა და სიმძიმეს. სარელაქსაციო მასაჟი ლავანდის აბაზანაში, ამასთან, პილინგი ლავანდის სკრაბით დროებით დაგავიწყებთ პრობლემებს.
ლავანდის გარდა, “გორი ინნ”-ი რძის თერაპიასაც გთავაზობთ, რომელიც სახის ღრმა დატენიანებისთვის იდეალურია.
რძე შეიცავს ცხიმებს, ცილებსა და ვიტამინებს, რომლებიც ხელს უწყობს ტენიანობის სწრაფად აღდგენასა და კანის გაჯანსაღებას. პროცედურის შედეგად კანი რბილდება და ხდება ელასტიკური, თანაც რძის ცხიმებს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს.
მესამე თერაპია, რომელიც სასტუმროში ყველასთვის საინტერესოდ ჟღერს, ღვინის თერაპიაა. ის საფერავის აბაზანას, ყურძნის წიპწის სკრაბით პილინგსა და მასაჟს მოიცავს.
ყურძენი ანტიოქსიდანტებით მდიდარი პროდუქტია, კანს აახალგაზრდავებს და იცავს გარემო ფაქტორებით გამოწვეული სტრესისგან. ღვინის ექსტრაქტებს, განსაკუთრებით კი, ყურძნის თესლის ექსტრაქტებს, ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. ასევე, ხელს უწყობს წვრილი ხაზების შემცირებასა და ბზინვარე კანის შენარჩუნებას.
სამივე ჩამოთვლილი არომათერაპიაა, რომელიც სტრესის მოხსნისა და მოდუნებისთვის საუკეთესო არჩევანია. გარდა ამისა, თითოეული მათგანი ესთეტიკურად საინტერესო და ლამაზი პროცედურაა, რომელიც სასიამოვნო შეგრძნებებით აგავსებთ.
სპა პროცედურების გარდა, "გორი ინნ"-ში სხვადასხვა ტიპის მასაჟსაც გთავაზობენ. მას შემდეგ, რაც სპა პროცედურებს დაასრულებთ, შეგიძლიათ საუნაში გადაინაცვლოთ. "გორი ინნ"-ში სამი ტიპის საუნაა: მშრალი, ორთქლის და ჰამამი, რომელიც ერთადერთი თურქული საუნაა გორში. ჰამამი გთავაზობთ სხეულის ქისით გაწმენდასა და ქაფით მასაჟს, ან თიხის ნიღაბს.
სპა პროცედურები და მასაჟი უკვე უამრავი წელია განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა ქალბატონებისთვის. სასტუმრო “გორი ინნ”-ი კომფორტულ ნომრებთან ერთად სწორედ ამ სიამოვნებას გპირდებათ.
R