ბოლო პერიოდში კანის მოვლის ინდუსტრია „შეთანხმდა“, რომ დაბერების საწინააღმდეგო პროდუქტების რეკლამირებისას უარი თქვას დაპირებებზე, როგორებიცაა „მარადიულად ახალგაზრდა კანი“, „უნაკლო კანი“ და სხვა, რათა მომხმარებლებმა პროდუქტებისგან რეალურად შესაძლებელი ეფექტი მიიღონ. მეორე მნიშვნელოვანი მიზეზი კი არის ის, რომ დღეს იმაზე გაცილებით მეტად ინფორმირებულები ვართ თავის მოვლის შესახებ, ვიდრე ოდესმე, ვიცით თითოეული ინგრედიენტის შესახებ და მათი სწორად შერჩევაც შეგვიძლია.
ცნობიერების ამგვარად ამაღლებამ გამოიწვია ის, რომ მომხმარებელი აღარ ენდობა არარეალურ დაპირებებს და კანის მოვლის რუტინას მხოლოდ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ფორმულებს ანდობს. ამგვარად გაჩნდა ნელი დაბერების, წვრილი ხაზების პრევენციისა და სხვა ახალი ტერმინები, რაც მომხმარებელს რეალურ შედეგებს ჰპირდება.
შესაძლებელია თუ არა დაბერების პროცესი მცირედით მაინც გადავდოთ და ახალგაზრდობა გავახანგრძლივოთ?
ბიოლოგიური დაბერების პროცესი შეუქცევადია და მას ვერცერთი პროცედურა და თავის მოვლის საშუალება ვერ მოერევა, თუმცა არსებობს მეთოდები და პროდუქტები, რომლებიც ახალგაზრდობის გახანგრძლივებაში დაგვეხმარება.
პირველი, რაც ამაში დაგვეხმარება, ჯანსაღი ცხოვრების წესი და ფიზიკური აქტივობაა. მოწესრიგებული ძილის რეჟიმი, დაბალანსებული კვება და ვარჯიში, მინიმუმ ფეხით სიარული მაინც საშუალებას მოგვცემს, შევინარჩუნოთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობა, თავიდან ავიცილოთ დიაბეტისა და სხვა დაავადებების რისკი. აღნიშნული რუტინა დადებითად აისახება ჩვენს სახის კანზე, რომელიც 25 წლიდან იწყებს დაბერების პროცესს.
მიუხედავად იმისა, რომ დაბერების პროცესის შენელება კომპლექსური პროცესია, ამ სტატიაში ვკონცენტრირდეთ კანზე, რომლის ნაკლოვანებები ასეთი შესამჩნევი ხდება ასაკთან ერთად, სწორი რუტინით კი პიგმენტური ლაქების, დიდი რაოდენობით ნაოჭის წარმოქმნისა და სხვა პროცესების თავიდან აცილება შეგვიძლია. აღნიშნული მიდგომა უმნიშვნელოვანესია იმ შემთხვევაში, თუ ასაკობრივ ნიშნებთან ბრძოლა პლასტიკური ქირურგიითა და ინიექციური პროცედურებით არ გვსურს.
25 წლის ასაკიდან ორგანიზმში მცირდება კოლაგენის გამომუშავების პროცესი, რის გამოც კანი იწყებს ელასტიკურობის დაკარგვას. დაბერების პირველი ნიშნები კი, ძირითადად, 30 წლის ასაკიდან იკვეთება. წვრილი ხაზები, არათანაბარი ტონი და ტექსტურა, სიმშრალე, გაფართოებული ფორები - როდესაც კანი ბუნებრივად დატენიანებული აღარ არის, აღნიშნული პრობლემები იჩენს თავს.
მეცნიერებმა შეიმუშავეს ფორმულები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, აღნიშნული პროცესები შევაფერხოთ. დღეს დერმატოლოგიაში რეტინოლი გახდა ის სუპერინგრედიენტი, რომელიც მრავალი პრობლემის მარტივად გადაწყვეტაში, მათ შორის, დაბერების პროცესის შენელებაში გვეხმარება. ჰიალურონის მჟავა კი კანის ქვედა შრეების სიღრმისეულად დატენიანებას უზრუნველყოფს.
კანის მოვლის ინდუსტრიაში გამოჩნდა სხვა ეფექტური ინგრედიენტებიც: ნიაცინამიდი, რომელიც ფორების ზომის შემცირებაზე, ცხიმიანობის რეგულირებასა და კანის ტონის გათანაბრებაზე ზრუნავს; სალიცილისა და სხვა მჟავები, რომლებიც ექსფოლიაციაზეა პასუხისმგებელი. აქტიურად გამოიყენება C ვიტამინიც, რომელიც კანის ამონათებისთვის არის განკუთვნილი.
დაბერების პროცესის შესანელებლად უპირველესი და საუკეთესო დამხმარე მზისგან დამცავი საშუალებაა, რომელიც კანზე ყოველდღიურად უნდა დავიტანოთ. რუტინულობა საუკეთესო იარაღია ნაოჭებისა და ლაქების წინააღმდეგ. გასათვალისწინებელია, რომ დამატენიანებელი თუ მზისგან დამცავი ფლუიდი მინიმუმ SPF30-ს უნდა შეიცავდეს იმისათვის, რომ მისგან მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ.
მზის UVA/UVB სხივებისგან დაცვის პარალელურად, შემდეგი ინგრედიენტები და პროდუქტები წამყვან ესპანურ ბრენდ „მარტიდერმისგან“ (Martiderm) დაგვეხმარება ახალგაზრდული იერის ხანგრძლივად შენარჩუნებასა და დაბერების პროცესის შენელებაში:
შრატი შექმნილია სპეციალურად გაუწყლოებული კანისთვის და აერთიანებს ორ აქტიურ ინგრედიენტს, რათა ყოველი წვეთით მაქსიმალური ეფექტი მივიღოთ. შეიცავს ჰიალურონის მჟავის მაღალ კონცენტრაციას (2,5%) პროტეუმ 89+-თან ერთად. ჰიალურონის მჟავა რომელშიც ხუთი ზომის ჰიალურონის მოლეკულებია, კანის ყველაზე ღრმა შრეებშიც კი აღწევს. Proteum 89+ მჟავა აძლიერებს დამატენიანებელ და დაბერების საწინააღმდეგო ეფექტს. უმსუბუქესი ტექსტურა მარტივად შეიწოვება კანში.
ფორმულა შექმნილია ნაოჭებისა და გამონაყარის საწინააღმდეგოდ. აერთიანებს ორ აქტიურ ინგრედიენტს: სალიცილის მჟავის მაღალ კონცენტრაციას (2%) ჩაის ხის ექსტრაქტთან ერთად. აღნიშნული ფორმულა რაც ხელს უწყობს ლაქების შემცირებას. სალიცილის მჟავა არეგულირებს ჭარბ ცხიმიანობას, ასევე ხელს უწყობს ნაოჭების შემცირებას კომბინირებულ და ცხიმიან კანზე. ჩაის ხის ექსტრაქტი კი ამშვიდებს კანს.
ანტიოქსიდანტი შეიცავს C ვიტამინს, რომელიც ხელს უწყობს სახის კანის აღდგენას, სახის ტონის გათანაბრებასა და გაღიავებას. საშუალება გვეხმარება დაბერების ნიშნებთან ბრძოლაში, შესანიშნავია მოწიფული ან ფოტოდაბერებული კანისთვის, ასევე შესანიშნავია ახალგაზრდა კანისთვის, რომელსაც სურს გარკვეული ბზინვარება შემატოს თავის კანის ფერს. C ვიტამინის მაღალი კონცენტრაცია ( 15% ) ჯანჯაფილთან ერთად აცოცხლებს, აერთიანებს და ანათებს კანის ტონს. უზრუნველყოფს დამატებით დაცვას თავისუფალი რადიკალებისგან მათთვის ვინც ცხოვრობს დიდ ქალაქებში, სადაც მაღალია დაბინძურების ალბათობა ან მზის ზემოქმედება.
გამოყენების წესი: დაიტანეთ საშუალების მცირე რაოდენობა სუფთა, მშრალ სახეზე დილით.
ლაქების სამკურნალო საშუალება პიგმენტაციისკენ მიდრეკილი კანისთვის ხელს უშლის მუქი ლაქების წარმოქმნას, ანიჭებს კანს სირბილისა და სიგლუვის ეფექტს.
პროდუქტი ეფექტურია მოწიფული და ფოტოდაბერებული კანისთვის, რომელსაც სჭირდება დამატებითი დაცვა თავისუფალი რადიკალებისგან. შეიცავს 5% არბუტინსა და გლიცირეტის მჟავას, რისი მეშვეობითაც თანაბრდება კანის ტონი.
გამოყენების წესი: დაიტანეთ საშუალების მცირე რაოდენობა სუფთა, მშრალ კანზე დილით და/ან საღამოს. დილით ყოველთვის გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი SPF50+.
ბუსტერი ღამით კანს ანიჭებს სიგლუვესა და თანაბარ ფერს. მისი ინგრედიენტების კომბინაცია აძლიერებს განახლების პროცესს, ატენიანებს კანს და ელასტიკურობას ანიჭებს მას.
შემადგენლობა: ალფა ჰიდროქსი მჟავა - ნატურალური, ამქერცლავი ინგრედიენტი კანის განახლებისთვის. ზღვის კოლაგენი და ჰიალურონის მჟავა - ატენიანებს, ასტიმულირებს კოლაგენისა და ელასტინის სინთეზს, ათანაბრებს სახის ტონს, ამცირებს დაბერების ნიშნებს, სახის კანი უფრო მკვრივი, განახლებული და ნათელია. პროდუქტი განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის.
გამოყენების წესი: გამოყენებამდე შეანჯღრიეთ ამპულა. პროდუქტს მოჰყვება მოწყობილობა ამპულის მარტივად გასახსნელად. დღიური დოზაა ამპულის ნახევარი. დაიტანეთ საღამოს გაწმენდილ სახესა და ყელზე ხელის მსუბუქი, მასაჟის მოძრაობით სრულ შეწოვამდე.
ნაოჭსაწინააღმდეგო ფორმულა სხვა ინგრედიენტებთან ერთად აერთიანებს 5% Proteum 89+ და 25% ვიტამინის კომპლექსს. სპეციალურად განკუთვნილია მშრალი და ნორმალური კანისთვის.
გამოყენების წესი: გამოყენებამდე შეანჯღრიეთ ამპულა. აღნიშნულ პროდუქტსაც მარტივად გამოიყენებთ ამპულის გასახსნელი საშუალებით. დღიური დოზაა ამპულის ნახევარი. დაიტანეთ გაწმენდილ სახესა და ყელზე ხელის მსუბუქი, მასაჟის მოძრაობით სრულ შეწოვამდე.
C ვიტამინის, პროტეუმ 89+-სა და ჰიალურონის მჟავის კომბინაცია ატენიანებს და მატებს კანს სინათლეს, ასევე არბილებს კანს, გვეხმარება ნაოჭების პრევენციაში, ანიჭებს კანს სიმკვრივეს. 15% ვიტამინი C-Tech, 3% Proteum 89+, დაბალი მოლეკულური წონის ჰიალურონის მჟავით, ანტირადიკალური კომპლექსით და აღმდგენი კომპლექსით, უზრუნველყოფს შეამციროს ფოტოდაბერების ნიშნები, რომლებიც გამოიხატება სახის კანზე წარმოქმნილი ხაზებით, ნაოჭებით, ლაქებითა და სიმკვრივის შემცირებით.
გამოყენების წესი: გამოყენებამდე შეანჯღრიეთ ამპულა. დღიური დოზაა ამპულის ნახევარი. დაიტანეთ გაწმენდილ სახესა და ყელზე ხელის მსუბუქი, მასაჟის მოძრაობით სრულ შეწოვამდე.
ფორმულა გამდიდრებულია პროტეოგლიკანებით და C ვიტამინით, რომელიც მატებს კანს სიკაშკაშეს და ხელს უწყობს ნაოჭების შემცირებას.
გამოყენების წესი: გამოყენებამდე შეანჯღრიეთ ამპულა. დღიური დოზაა ამპულის ნახევარი. დაიტანეთ გაწმენდილ სახესა და ყელზე ხელის მსუბუქი, მასაჟის მოძრაობით სრულ შეწოვამდე.
„მარტიდერმის“ დერმატოლოგიურად დადასტურებული პროდუქტები საშუალებას გვაძლევს, გავიხანგრძლივოთ ახალგაზრდობა და მაქსიმალურად დავიცვათ ის გარემოს ზემოქმედებისგან.
R