ნიკოლოზ რაჭველი 45 წლის გახდა: "დღეს ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი არის განცდა, სიამაყის და მომავლის იმედის განცდა" - Marao

ნიკოლოზ რაჭველი 45 წლის გახდა: "დღეს ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი არის განცდა, სიამაყის და მომავლის იმედის განცდა"

2024-05-15 12:25:30+04:00

ნიკოლოზ რაჭველი, ნამდვილი სახელი - ნიკოლოზ მემანიშვილი, ქართველი მუსიკოსი, ევგენი მიქელაძის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ეროვნული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი, კომპოზიტორი და პიანისტია.

ნიკოლოზ რაჭველი 45 წლის გახდა და მეგობრებისა და გულშემატკირებისგან უამრავი მილოცვა მიიღო. 

  • "დავუშვით შეცდომა, მასწავლებელმა ცუდად მოიხსენია დედაჩემი..." - რას იხსენებს ნიკოლოზ რაჭველი დედაზე 

საიუბილეო თარიღს ნიკოლოზი სოციალურ ქსელშიც ეხმაურება: „დღეს 45 წლის გავხდი! მაგრამ ახლა, სწორედ დღეს, ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი არის ის განცდა, სიამაყის და მომავლის იმედის განცდა, რაც ამ საოცარმა ახალმა თაობამ მომანიჭა." – წერს ნიკოლოზ რაჭველი.

ნიკა მემანიშვილი - ნიკოლოზ რაჭველი 

რაჭველმა 1996 წელს დაამთავრა ევგენი მიქელაძის სახელობის საკრავიერი ხელოვნების კოლეჯი ფორტეპიანოსა და კომპოზიციის სპეციალობებით, ხოლო 2005 წელს - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია კომპოზიციის განხრით. 1999–2003 წლებში ეუფლებოდა დირიჟორობის კომპოზიციისა და მუსიკის თეორიის სპეციალობებს ვენის მუსიკისა და სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტში. სტუდენტობის პერიოდიდან მოყოლებული, ეწევა მრავალმხრივსა და აქტიურ შემოქმედებით, საშემსრულებლო და საორგანიზაციო საქმიანობას. 2011 წელს გადაეცა საქართველოს კულტურის სამინისტროს პრემია, 2012 წელს მიიღო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. 2017 წლის 26 მაისს ნიკოლოზ რაჭველს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) ელჩის წოდება მიენიჭა.

როგორც ცნობილია, ნიკოლოზ რაჭველს ახლო და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა მშობლებთან, განსაკუთრებით კი, დედასთან. ამბობდა, რომ მის წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი სწორედ დედას მიუძღოდა.

  • "მეც გაგიზიარებთ ფოტოს, სადაც 21 წლის ვარ" - ნიკოლოზ რაჭველი ძველ ფოტოებს აქვეყნებს 

„მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ, 13 წლიდან ვცხოვრობდი დედასა და ბებიასთან ერთად. მერე ბებია გარდაიცვალა და დავრჩით ჩვენ ორნი. ჩემი ცხოვრების მთავარ ადამიანად რჩება ლამარა, დედაჩემი… მის ფენომენს, არა დედის, არამედ უშუალოდ დედაჩემის ფენომენს, ვერაფერი შეცვლის. ეს არ იყო მხოლოდ დედაშვილობა. ეს იყო მთელი პროცესი მუსიკასთან ჩემი მიყვანის, დიდი ენერგიის. ჩემთან ერთად მეცადინეობდა. მეტრონომი არ გვქონდა, რაც ეტიუდების სამეცადინოდ ძალიან მნიშვნელოვანია. დედაჩემი თავად მეტრონომობდა, ტაშს უკრავდა, საათობით მეჯდა… ერთხელ, მახსოვს, იწვა ჰორიზონტალურად და ხელით რიტმს აყოლებდა. მახსოვს, რაღაც მომენტში ოდნავ შენელდა რიტმი… გავიხედე, ჩაძინებული იყო, მაგრამ მაინც აგრძელებდა ტაშის დაკვრას…“ - იხსენებდა ნიკოლოზ რაჭველი. 

"ერთადერთი მახსოვს, დედაჩემს სულ ჰქონდა განცდა, რომ არ მეფიქრა, რომ მე არ ვარ მისი ბიოლოგიური შვილი, რომ მე შეიძლება ნაშვილები ვიყო, რადგან ასეთი ასაკობრივი სხვაობა თვალში საცემი იყო. ბებიას ეძახდნენ სკოლაში. 40 წელს იყო გადაცილებული დედაჩემი, მე რომ გამაჩინა. სულ ჰქონდა ეს, რომ, აი, ვინმემ რამე არ უთხრას მსგავსი და ამის გამო რაღაც ფსიქოლოგიური პრობლემა არ შემქმნოდა.

ეს ცოტა მერე გავაანალიზე იმიტომ, რომ მისი მოქმედებების გარკვეული რიგი სულ ყოველთვის იყო პრევენცია და იმის განცდა, რომ ამხელა ასაკობრივი სხვაობა ჩემთვის პრობლემური არ ყოფილიყო.

ზოგადად ამ თემას არ განვიცდიდი, ერთადერთხელ განვიცადე მწარედ, როდესაც მასწავლებელმა რაღაც დავალება მოგვცა, რომელშიც მშობლებსაც უნდა მიეღოთ მონაწილეობა. ეტყობა, სწორედ ვერ მივუტანე დედაჩემს ამბავი და ვერ გავაგებინე ზუსტად, როგორ უნდა გაეკეთებინა. ამ დავალების შესრულებისას დავუშვით შეცდომა და რომ მივიტანე სკოლაში, ცუდად მოიხსენია მასწავლებელმა დედაჩემი. მაშინ ძალიან ბევრი ვინერვიულე და სადღაც თვითონაც, რომ ეგებ მისი ასაკია მიზეზი, რომ რაღაცაში ვერ გაერკვა და ახალგაზრდა მშობლები უფრო ადვილად უღებდნენ ალღოს“, - იხსენებდა ნიკოლოზ რაჭველი. 

  • "მეგობრობაც ასეთი უნდა" - ნიკოლოზ რაჭველისა და ნატო მეტონიძის ბრწყინვალე შესრულება 

ნიკოლოზ რაჭველი წლების წინ განსხვავებულად გამოიყურებოდა და განსხვავებულ გვარსაც ატარებდა. მოგვიანებით მუსიკოსმა  ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა და წონაში საგრძნობლად დაიკლო. „არასდროს ვუფრთხილდებოდი ჯანმრთელობას და ამიტომ 11 ოპერაცია მაქვს გამოვლილი, საკმაოდ რთული, კლინიკური სიკვდილის ჩათვლით“ - წერდა მაესტრო. 

ნიკა მემანიშვილი ნიკოლოზ რაჭველი წლების წინ გახდა, ამის შესახებ ის სოციალურ ქსელშიც ვრცლად წერდა: 

"ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო, გა­ტყო­ბი­ნებთ ჩემს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას: ამი­ე­რი­დან სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრებს გა­რეთ აფი­შებ­ზე, აუ­დი­ო­-ვი­დეოალ­ბო­მებ­სა და სა­ჯა­რო გა­მოს­ვლებ­ზე, ჩემი სა­ხე­ლი გა­ნი­სა­ზღვრე­ბა შემ­დეგ­ნა­ი­რად: ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი (NIKOLOZ RACHVELLY). ეს არის ჩემი უსა­ზღვრო სიყ­ვა­რუ­ლის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა ჩემი მშობ­ლი­უ­რი კუ­თხის მი­მართ. მე მინ­და, ყვე­ლა ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნა­ბი­ჯი (წარ­მა­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში) ასო­ცირ­დე­ბო­დეს სა­ქარ­თვე­ლოს ულა­მა­ზეს კუ­თხეს­თან - რა­ჭას­თან!

იმე­დია, არ დამძრა­ხავთ (გან­სა­კუთ­რე­ბით, მე­მა­ნიშ­ვი­ლე­ბი), მე ყო­ველ­თვის ვრჩე­ბი ჩემი საგ­ვა­რე­უ­ლოს ერ­თგულ წარ­მო­მად­გენ­ლად და ჩემი ღირ­სე­უ­ლი წი­ნაპ­რე­ბის დიდ პა­ტი­ვის­მცემ­ლად", - ამბობდა ის.