მამები და შვილები: ცნობილი ადამიანების შვილები, რომლებიც ე.წ. აგენტების კანონს არ ეთანხმებიან - Marao

მამები და შვილები: ცნობილი ადამიანების შვილები, რომლებიც ე.წ. აგენტების კანონს არ ეთანხმებიან

2024-05-15 13:39:52+04:00

სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი და­ძა­ბუ­ლო­ბის ფონ­ზე პე­რი­ო­დუ­ლად მე­დი­ა­ში ჩნდე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შვი­ლე­ბი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ებს მხარ­და­ჭე­რას უცხა­დე­ბენ ან სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ქმე­დე­ბებს აპ­რო­ტეს­ტე­ბენ.

შეგ­ვიძ­ლია გა­ვიხ­სე­ნოთ კომ­პა­ნია "ვი­სო­ლის" მე­წი­ლის, ლე­ვან ფხა­კა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლის, ანი ფხა­კა­ძის გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ გული სწყდე­ბო­და მისი ოჯა­ხის მი­მართ ნე­გა­ტი­ურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო.

"დღეს მე ძა­ლი­ან გული მწყდე­ბა, რომ ვხე­დავ ამ ბოლო დღე­ებ­ში ჩემი ოჯა­ხის მი­მართ ნე­გა­ტი­ურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას.

  • ლეონის პირველი საჯარო გამოჩენა - მილიონერი ანი ფხაკაძე შვილის პირველ კადრებს დომინიკის რესპუბლიკიდან აქვეყნებს 

ჩვენ გა­ვი­ზარ­დეთ და­სავ­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით და ყვე­ლა, ვინც იც­ნობს ჩემს ოჯახს ან ჰქო­ნია მათ­თან მცი­რე­ო­დე­ნი შე­ხე­ბა, ძა­ლი­ან კარ­გად იცის, რომ ისი­ნი ყო­ველ­თვის გვერ­დში უდ­გა­ნან ქარ­თველ ხალ­ხს და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ოჯახ­სა თუ მის გა­რეთ ამ­კვიდ­რე­ბენ სწო­რედ რომ და­სავ­ლურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს და ფა­სე­უ­ლო­ბებს.

მე ყო­ველ­თვის გვერ­დში ვუდ­გა­ვარ და ვედ­გე­ბი ჩემს სა­ქარ­თვე­ლოს, ჩემს ოჯახ­სა და ჩემს მე­გობ­რებს! არა რუ­სულ კა­ნონს!"

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მა­ნამ­დე ლე­ვან ფხა­კა­ძემ მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ "გამჭვირ­ვა­ლო­ბის და ღია პრო­ცე­დუ­რე­ბის/რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის და დე­მოკ­რა­ტი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა".

ვინ არის ანი ფხაკაძე?  კომპანია "ვისოლის" მეწილის, ლევან ფხაკაძის უმშვენიერეს ქალიშვილს, 30 წლის ანი ფხაკაძეს, სოციალური ქსელის მომხმარებლები კარგად იცნობენ. მან მენეჯმენტი Glion Institute of Higher Education-ში შეისწავლა, ბიზნესი და მარკეტინგი - George town University-ში. ასევე სწავლობდა Bentley University-სა და ბარსელონას უნივერსიტეტში. ანის ძალიან უყვარს მოგზაურობა და 30 ათასზე მეტ გამომწერს ხშირად უზიარებს ულამაზეს კადრებს. ანი ფხაკაძის მეუღლე შვეიცარიელი ამურ დე სადელიერია. ანი და ამური 2021 წელს დაინიშნენ, „დიახ! ერთი სული მაქვს, როდის ვიქორწინებ შენზე“ - წერდა მაშინ ანი, როცა საქმროსგან გულის ფორმის ბრილიანტის ბეჭედი მიიღო.  2022 წელს კი ანიმ და ამურმა ქორწილი შვედეთში გადაიხადეს. გრანდიოზულ ქორწილს მათი ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრნენ, კადრები კი სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. სულ ცოტა ხნის წინ ანი ფხაკაძე და მისი მეუღლე პირველი შვილის მშობლები გახდნენ. ბავშვს ლეონ სტანისლას დე სედლერი დაარქვეს.

  • მილიონ ნახვაზე მეტი - "ჩვენ მოვიგებთ ომს" - ცნობილი ინფლუენსერის ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება 

ანი წლების განმავლობაში ლონდონში ცხოვრობდა. მოგვიანებით ნიუ-იორკში გადავიდა. ამჯერად კი მეუღლესთან ერთად მონაკოში ცხოვრობს. ანამ ცოტა ხნის წინ ამ გადაწყვეტილების შესახებ ვრცლად დაწერა: "არ არის კოკრეტული მიზეზი, რატომაც გადავწყვიტეთ მონაკოში ცხოვრება. დიდი ხნის მანძილზე ვფიქრობდით, სად გვინდოდა დაფუძნება პატარასთან ერთად და გადავწყვიტეთ მონაკო ცხოვრების ხარისხის გამო. თან სულ მზეა და სულ კარგი ამინდია და ამ არეულ მსოფლიოში ძალიან დაცულად ვგრძნობთ თავს" - აღნიშნა ანიმ.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი გა­ო­ცე­ბუ­ლი და­ტო­ვა რამ­დე­ნი­მე დღის წინ გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძის (უც­ნო­ბის) ქა­ლიშ­ვი­ლის, ირი­ნა გა­ჩე­ჩი­ლა­ძის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა პოსტმა. ირი­ნამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ინ­სტაგ­რა­მის" პი­რად გვერ­დზე, "სთო­რი­ში“ აქ­ცი­ის დროს გა­და­ღე­ბუ­ლი ერთ-ერთი ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც ჩანს, რომ პო­ლი­ცია ხალ­ხს ურტყამს.

ცოტა რამ ირინა გაჩეჩილაძის შესახებ: ირინა გაჩეჩილაძე პროფესიით დიზაინერია და ძვი­რა­დღი­რე­ბულ სამ­კა­უ­ლებს ამ­ზა­დებს. გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძის ქა­ლიშ­ვილ­მა ირი­ნამ გი­გი­შა შა­რა­ში­ძე­ზე რამ­დე­ნი­მე წლის წინ იქორ­წი­ნა. წყვილს ერთი ვაჟი, ილია ჰყავს, რო­მე­ლიც ბა­ბუ­ას­თან, გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს­თან, დიდ დროს ატა­რებს.

წაიკითხეთ სრულად