მოდელი და ტელეწამყვანი მარიამ სანოგო სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის აუდიტორიას ხშირად უზიარებს საკუთარ ყოველდღიურობას, ასევე, თავის მოვლასთან დაკავშირებულ სასარგებლო რჩევებს. ამჯერად სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება:
"დღეს ანიტა რაჭველიშვილს სიმღერა დაუწუნეს და გია დვალს IQ გაუზომეს?! დაგუგლეთ მაინც, სანამ რამეს იტყვით! უხერხულია" - წერს მარიამ სანოგო.
მარიამ სანოგო
მარიამის დედა ქართველია, მამა - აფრიკელი. მშობლებმა ერთმანეთი საფრანგეთში გაიცნეს და 2 წლის მარიამი საქართველოში ჩამოიყვანეს. მოგვიანებით მამა საფრანგეთში დაბრუნდა. მარიამი კი დედასთან ერთად თბილისში დარჩა.
"ჩემმა მშობლებმა საფრანგეთში სწავლის დროს გაიცნეს ერთმანეთი და შეუყვარდათ, ერთად ცხოვრობდნენ. შემდეგ დავიბადე მე. როდესაც ორი წლის გავხდი, ჩამომიყვანეს თბილისში. თავიდან მშობლები ერთად ჩამოვიდნენ, შემდეგ მამა საფრანგეთში დაბრუნდა, მე და დედა კი აქ დავრჩით. მამა აფრიკიდან არის, ბურკინა-ფასოდან, მუსლიმანია. მაგრამ, მე მართლმადიდებელი ვარ. საქართველოში რომ ჩამომიყვანეს, მაშინვე მომნათლეს. მთელი სანათესაო იყო ჩემს აღზრდაში ჩართული. დავდიოდი ბაღში. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, ყველა მიცნობს. მეზობლები და ნათესავები ჩემზე გადაყოლილები იყვნენ. მხიარულ გარემოში ვიზრდებოდი. დედა პატარაობაშივე მიყვებოდა მის შესახებ, სად გაიცნო, როგორ დაიწყეს ურთიერთობა და ა.შ. მამა დედას ურეკავდა, ინტერესდებოდა ჩემი სწავლით, საქმიანობით, მოკლედ, ინფორმაციას ჩემ შესახებ დედასგან იღებდა. მე კი ფრანგული კარგად არ ვიცოდი და ვერ ვესაუბრებოდი. ისე, დედა სულ მეუბნებოდა, რომ დავლაპარაკებოდი... რეალურად მამასთან ურთიერთობა ამდენი ხნის შემდეგ ჩემი შეყვარებულის ძალისხმევით დავიწყე - ჩემმა შეყვარებულმა მამაჩემი სოციალურ ქსელში მოძებნა და დამეხმარა, რომ მასთან ურთიერთობა დამეწყო" - ამბობდა მარიამი.
მარიამ სანოგო 2018 წელს დაინიშნა. მან რჩეულთან ერთად გადაღებული ფოტო, წარწერით I said yes გამოაქვეყნა. მარიამის მეუღლე გიორგი ლაშქარაძეა და წყვილს ერთი შვილი, ზუკა ჰყავს.