ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ხშირად აზიარებს პირად ფოტოებსა თუ ვიდეოებს, ტელეწამყვანი გამომწერებს სასარგებლო რჩევებსაც აძლევს. ცნობილია, რომ ნანუკას აბდომინოპლასტიკა და ტანის ლიპოსკულპტურა აქვს გაკეთებული. თუმცა, მისივე თქმით, წონა და ფორმები არ ხდის ქალს მიმზიდველს, მთავარია საკუთარ თავთან ჰარმონია, რაც ქალს აბედნიერებს და ალამაზებს.
ამჯერად ნანუკა ახალ ფოტოს აქვეყნებს: "წყვილების საერთაშორისო დღე" - წერს ტელეწამყვანი.
ნანუკა ჟორჟოლიანის პირველი ქმარი
ნანუკა ჟორჟოლიანი ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის ამპლუაში საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო. 1999 წელს დაიწყო მუშაობა გადაცემა „ალიონში“, „პირველ არხზე“. 2001 წელს გადავიდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე. მუშაობდა პოლიტიკური სიახლეების მიმართულებით. 2008 წელს იყო რეპორტიორი რუსეთ-საქართველოს ომში. 2009 წლიდან 2019 წლამდე ჰქონდა საავტორო გადაცემა „ნანუკას შოუ“, რომელიც 2009-2012 წლებში "იმედზე", ხოლო 2013-2019 წლებში "რუსთავი 2"-ზე გადიოდა. 2019 წლიდან გადავიდა „მთავარ არხზე“, სადაც მიჰყავს გადაცემა „სხვა ნანუკა“.
პირველად ნანუკამ ადრეულ ასაკში, 16 წლისამ იქორწინა. მისი მეუღლე მასზე რამდენიმე წლით უფროსი ნიკოლოზ გეგუჩაძე იყო. მას საკმაოდ პერსპექტიული მომავალი ჰქონდა, მუშაობდა ბანკში და დიდ დროს სწორედ კარიერას უთმობდა. ნანუკა კი მაშინ დიასახლისის ამპლუაში აღმოჩნდა. როგორც მედია წერდა, წყვილს შორის მესამე პირის გამოჩენამ და აზრთა სხვადასხვაობამ ოჯახის დანგრევა გამოიწვია. 18 წლის ორსული ნანუკა ჟორჟოლიანი მარტო დარჩა. მას ქალიშვილი, მარიამ გეგუჩაძე შეეძინა.
ყოფილ მეუღლესთან მეგობრული დამოკიდებულება შეინარჩუნა თავად ნანუკამაც და მის მიმართ მადლიერებაც არაერთხელ გამოხატა:
"კოკა - მარიამის მამა, რომ არ ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში, არ ვიქნებოდი საერთოდ არაფერი. კოკასთან თანაცხოვრებამ დამაწყებინა ტელევიზიაში მუშაობა და შექმნა ის ნანუკა... ჩემი შვილებით ვამაყობ, მარიამით და საბათი" - ამბობდა ის.
ნანუკა ჟორჟოლიანი და ერეკლე კოდუა
მეორედ ნანუკა ჟორჟოლიანმა ბიზნესმენ ერეკლე კოდუაზე იქორწინა. მათ ერთი ვაჟი შეეძინათ, თუმცა წყვილის ურთიერთობა სკანდალურად დამთავრდა. ერეკლე კოდუა საზღვარგარეთ წავიდა და ახალ რჩეულთან ერთად, უკრაინელ კატალინა დიდასთან ერთად ცხოვრობს. ნანუკას ოჯახი აღარ შეუქმნია, თუმცა დაშორება რთულად გადაიტანა. დეპრესიისა და კრიტიკული მომენტების შესახებ მას საჯაროდაც არაერთხელ ისაუბრა, თუმცა თავს ახლა კარგად გრძნობს და მისი გარეგნობა, ცხოვრების სტილი და ყოველდღიურობა ბევრი ქალისთვის მოტივაციაა.