"იტალიური არდადეგები" - ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი მეუღლეებთან ერთად მოგზაურობენ - Marao

"იტალიური არდადეგები" - ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი მეუღლეებთან ერთად მოგზაურობენ

2024-05-30 09:59:09+04:00

ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე, ზურიკო დავითაშვილთან და მის მეუღლესთან, მია გზირიშვილთან ერთად მოგზაურობენ.

კადრებს სოციალურ ქსელში მია გზირიშვილი გვიზიარებს.

ხვიჩა კვარაცხელია

 წარმატებული ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა, ამის მიზეზი კი, მისი სპორტული წარმატების გარდა, პირადი ცხოვრებაცაა. ფეხბურთელის რჩეული უმშვენიერესი ნიცა თავაძეა, რომელიც მომავალი ექიმია და ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე გულშემატკივარი.

15 ოქტომბერს ხვიჩა იტალიიდან საქართველოში კვიპროსთან მატჩისთვის ჩამოვიდა, 16 ოქტომბერს კი მან და ნიცამ იქორწინეს. წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, რომლის სტუმრები მანამდეც ხშირად იყვნენ. საქორწინო წვეულებას სულ 60 ადამიანი, ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები დაესწრნენ.

  • პატარა დათი პირველად მამის საგულშემატკივროდ - ზურიკო დავითაშვილისა და მია გზირიშვილის ოჯახი და ცხოვრება დათისთან ერთად 
  • ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე პოზიტანოში ისვენებენ 

საღამო არ გამოირჩეოდა პომპეზურობით, წყვილმა პატარა ზომის ტორტი გაჭრა, ტრადიციული ქართული ცეკვა შეასრულა და სტუმრებთან ერთად იმხიარულა.

მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მოკრძალებული ქორწილი გადაიხადა, იტალიური მედია ვარსკვლავური წყვილის შესახებ მაინც ბევრს წერს:  „ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოში იქორწინა. მისი რჩეული 21 წლის სამედიცინოს სტუდენტი ნიცა თავაძეა. წყვილმა ჯვარი დაიწერა… კვარაცხელიამ თავისი ყველაზე დიდი ოცნება აიხდინა, დაქორწინდა თავის სიყვარულზე, რომელსაც გოლებს უძღვნის, სიმბოლოთი N“. – წერდა იტალიური მედია.

გავრცელდა კადრები იმის შესახებაც, თუ როგორ გამოიყურება სახლი, სადაც ნიცა და ხვიჩა იცხოვრებენ. როგორც ცნობილია, ქორწილის მეორე დღეს ისინი იტალიაში გაემგზავრნენ და ნეაპოლში დაბინავდნენ. მათი სახლი მყუდროა, ზღვის ხედით. 

ზურიკო დავითაშვილი

წარმატებული ქართველი ფეხბურთელის, ზურიკო დავითაშვილის, მეუღლე მია გზირიშვილი სოციალურ ქსელში ოჯახურ კადრებს აქვეყნებს. ისინი პატარა დათისთან ერთად ბორდოს ზღვისპირა კურორტს, Arcanchon-ს სტუმრობდნენ. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ფრანგულ გუნდ "ბორდოში" 2022 წლიდან თამაშობს, მასთან ერთად კი საფრანგეთში მისი მეუღლე და შვილი ცხოვრობენ. 

კითხვაზე, როგორ გაიცნო მომავალი მეუღლე, ზურიკო იხსენებდა:„რუბინში“ დავბრუნდი, ვიცოდი, რომ ერთი თვე ვრჩებოდი იქ და მერე სხვა გუნდში უნდა წავსულიყავი. მე და კვარა ერთ ოთახში ვიყავით. იმ პერიოდში მას უკვე ჰყავდა შეყვარებული. სულ ვუყურებდი, რომ ლაპარაკობდა და ჩვენ ისე აღარ ვკონტაქტობდით, როგორც ადრე, შეიძლება ითქვას, რომ ნიცამ „წამართვა“ კვარა. ნიცას ჰყავდა დაქალი მია. ფოტოები ვნახე და მომეწონა, მოვილაპარაკეთ, რომ უნდა გამეცნო. მაგრამ დაგეგმილად ხომ ვერაფერი მოხდებოდა. კვარას და ნიცას დახმარებით გავიცანი მია და პირველივე დღიდან ისე წავიდა ყველაფერი, რომ უკვე ეტყობოდა, როგორ განვითარდებოდა სიტუაცია. მია ბევრ რამეში დამეხმარა. ეგ პერიოდი მქონდა რთული“. – ამბობდა ზურიკო დავითაშვილი.

ზურიკოს და მიას პატარა დათი 2023 წლის ნოემბერში შეეძინათ. მამობა კი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ბევრი ცვლილების მომტანი აღმოჩნდა: 

"იმ დრო­ის­თვის, რო­დე­საც ბავ­შვი ჩნდე­ბო­და, არ ვი­ყა­ვი ოჯახ­თან ერ­თად. ვი­ყა­ვი შეკ­რე­ბა­ზე, ბი­ჭებ­თან ერ­თად. მე­უღ­ლე­მაც მი­თხრა, წა­დიო... მა­მო­ბა სა­ოც­რე­ბაა, ეს ყვე­ლამ იცის, მაგ­რამ ჩვე­ნი სპორ­ტი ასე­თია, პა­ტა­რა მსხვერ­პლის გა­ღე­ბაც გი­წევს. შე­მეძ­ლო, რომ დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი კი­დეც, მაგ­რამ ზუს­ტა­დაც არ ვი­ცო­დით, რო­დის და­ი­ბა­დე­ბო­და. არა­ნა­ი­რი რთუ­ლი მო­მენ­ტი არ გვქო­ნია, რო­გორც გი­თხა­რით, მე­უღ­ლემ მირ­ჩია, რომ წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. მად­ლო­ბა მას, თო­რემ მე შე­იძ­ლე­ბა დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი...

ბავშვები ძალიან მიყვარს, ამიტომ მამობას მარტივად შევეგუე... მეუღლეს ყველაფერში ვეხმარები", - ამბობდა ზურიკო. დათი დავითაშვილი საქართველოს ისტორიული გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის მეორე დღეს მოინათლა, მისი ერთ-ერთი ნათლია კი ზურიკოს მეგობარი, ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა.