" ჩვენ­მა სიყ­ვა­რულ­მა ყვე­ლა­ფერს აჯო­ბა. ერ­თმა­ნე­თი დიდი სიყ­ვა­რუ­ლით მი­ვი­ღეთ და დღემ­დე ასე გრძელ­დე­ბა. 30 წლის შვი­ლი გვყავს" - გიორგი ნაკაშიძე ეკა ანდრონიკაშვილის შესახებ - Marao

" ჩვენ­მა სიყ­ვა­რულ­მა ყვე­ლა­ფერს აჯო­ბა. ერ­თმა­ნე­თი დიდი სიყ­ვა­რუ­ლით მი­ვი­ღეთ და დღემ­დე ასე გრძელ­დე­ბა. 30 წლის შვი­ლი გვყავს" - გიორგი ნაკაშიძე ეკა ანდრონიკაშვილის შესახებ

2024-05-30 16:31:54+04:00

გი­ორ­გი ნა­კა­ში­ძე გა­და­ცე­მა "ნი­კო­ლო­ზის კი­თხვებს" სტუმ­რობ­და. მსა­ხი­ობ­მა ისა­უბ­რა ყო­ფილ მე­უღ­ლე ეკა ან­დრო­ნი­კაშ­ვილ­თან მე­გობ­რო­ბა­ზე, რო­მელ­თა­ნაც 30 წლის სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავს. ოჯა­ხი 21 წლის ასაკ­ში შექ­მნა. ამ­ბობს, რომ ორი მსა­ხი­ო­ბი ოჯახ­ში რთუ­ლია...

  • "გვერდით ვეჯექი და ვტიროდი, ის კი მარიგებდა" - ეკა მჟავანაძე პირადსა და კარიერაზე 

- 21 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც და­ვო­ჯახ­დი. მე და ეკა ერ­თად ვსწავ­ლობ­დით, მაგ­რამ ერთი ჯგუ­ფით ქვე­ვით იყო. სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვიც­ნობ­დი ადა­მი­ანს, მაგ­რამ გრძნო­ბა მის მი­მართ არ მქონ­და. დღემ­დე ულა­მა­ზე­სია ეს ადა­მი­ა­ნი, ჩვენს შო­რის გრძნო­ბა მე­ო­თხე კურ­სზე გაჩ­ნდა… კუ­პი­დონ­მა მა­შინ ჩა­იქ­რო­ლა და ისა­რი მეს­რო­ლა.

სა­ნამ ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა ადა­მი­ა­ნი რთუ­ლია იმა­ზე ფიქ­რი, რომ ცოლი უნდა მო­იყ­ვა­ნო, ამას თა­ვი­სი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვს. მი­თუ­მე­ტეს 90-იან წლებ­ში, მაგ­რამ ჩვენ­მა სიყ­ვა­რულ­მა ყვე­ლა­ფერს აჯო­ბა. ერ­თმა­ნე­თი დიდი სიყ­ვა­რუ­ლით მი­ვი­ღეთ და დღემ­დე ასე გრძელ­დე­ბა. 30 წლის შვი­ლი გვყავს, ლე­ვან ნა­კა­ში­ძე, ამი­ტომ ის ოჯა­ხი ჩემ­თვის დღემ­დე ფა­სე­უ­ლია, ურ­თი­ერ­თო­ბაც მაქვს და სხვა­თა შო­რის, კო­ლე­გე­ბი ვართ და დღემ­დე ერთ თე­ატ­რში ვმუ­შა­ობთ…

  • „მე-8 კლასში ნიკო გომელაურმა სიყვარული ამიხსნა, მეც ვუთხარი "კი"... სიმპათიურიც იყო და ჩემზე უფროსიც” - ეკა ანდრონიკაშვილი ნიკო გომელაურის შესახებ 

ხელი რი­ტუ­ა­ლე­ბის სა­სახ­ლე­ში მო­ვა­წე­რეთ. ხალ­ხი მო­ვი­და, უნდა შე­ვი­დეთ და ხელი მო­ვა­წე­როთ და გა­მახ­სენ­და ბე­ჭე­დი დამ­რჩა სახ­ლში, რო­მე­ლიც ეკას უნდა გა­ვუ­კე­თო. დე­და­ჩე­მის ძმა ცო­ცხა­ლი იყო და თა­ვი­სი მან­ქა­ნით არე­ულ თბი­ლის­ში გა­იქ­ცა და სახ­ლი­დან წა­მო­ი­ღო ბე­ჭე­დი. ეს ის პე­რი­ო­დია, რო­დე­საც სა­მო­ქა­ლა­ქო ომი იყო, და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია თბი­ლის­ში…

ოჯახ­ში პრო­ფე­სი­ას მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, მსა­ხი­ო­ბო­ბა რთუ­ლია თა­ვი­სი ემო­ცი­ე­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლო­ბით, ხა­სი­ა­თით. ორი მსა­ხი­ო­ბი მარ­თლა რთუ­ლია. ალ­ბათ, ამ ხა­სი­ა­თებ­მა შეგ­ვი­შა­ლა ხელი, რომ სრულ­ფა­სო­ვა­ნი ყო­ფი­ლი­ყო ყვე­ლა­ფე­რი.

წაიკითხეთ სრულად