ჟურნალისტი მშობლები, ბიზნესმენი ქმარი და წარმატებული კარიერა - ელისო ბოლქვაძე - Marao

ჟურნალისტი მშობლები, ბიზნესმენი ქმარი და წარმატებული კარიერა - ელისო ბოლქვაძე

2024-05-31 16:28:08+04:00

ცნობილი პიანისტი ელისო ბოლქვაძე, რომელიც ახლა პარლამენტში დეპუტატის სავარძელში აგრძელებს კარიერას, ჟურნალისტების ოჯახში დაიბადა. დედა ნანა დარჩია-ბოლქვაძე ჟურნალ "საუნჯის" რედაქტორი გახლდათ, მამა ზაურ ბოლქვაძე, სატირული ჟურნალ "ნიანგის" მთავარი რედაქტორი. ელისო წყვილის ერთადერთი შვილი იყო, ამიტომ მშობლებისგან ყურადღება არ აკლდა. 2 წლის იყო, როდესაც მუსიკალური ნიჭი აღმოუჩინეს და როგორც მოგვიანებით იხსენებდა, ამ ასაკშიც კი ტაში და ოვაცია არ აკლდა. ფორტეპიანოს შესწავლა რომ დაიწყო, სულ რაღაც სამწლინახევრის იყო, 7 წლის ასაკში კი პირველი სოლო-კონცერტი ჰქონდა. შემდეგ იყო მნიშვნელოვანი მუსიკალური წარმატებები კარიერის გზაზე...

90-იან წლებ­ში, რო­დე­საც სე­რი­ო­ზუ­ლი კა­რი­ე­რის და­სა­წყე­ბად ამე­რი­კა­ში უნდა წა­სუ­ლი­ყო, თბი­ლის­ში ომი და­ი­წყო. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შეც­ვა­ლა და პა­რიზ­ში მარ­გა­რი­ტა ლონ­გის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სზე გა­ემ­გზავ­რა. კონ­კურ­სზე ცნო­ბი­ლი მუ­სი­კო­სი მი­შელ სონი, ელი­სოს ნი­ჭით აღ­ფრთო­ვან­და და ავ­სტრი­ა­ში თა­ვის სას­წავ­ლე­ბელ­ში მი­იწ­ვია. პა­რი­ზი მა­ინც საყ­ვა­რელ ქა­ლა­ქად დარ­ჩა და მუ­სი­კო­სი სამი წლის შემ­დეგ უკან, ბედ­ნი­ე­რე­ბის ქა­ლაქ­ში დაბ­რუნ­და.

"საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან მომ­წონს. მგო­ნია, რომ პა­რი­ზი ყვე­ლას ქა­ლა­ქია. ის სა­ო­ცა­რია, და­უს­რუ­ლებ­ლად შე­იძ­ლე­ბა მისი აღ­მო­ჩე­ნა. ისე­თი მაგ­ნი­ტუ­რი ველი აქვს, გგო­ნია, მთე­ლი მსოფ­ლიო იქ არის. ელი­სეს მინ­დვ­რებ­ზე რომ გავ­დი­ვარ, ვფიქ­რობ, რა ბედ­ნი­ე­რე­ბაა ცხოვ­რე­ბა. შე­გიძ­ლია უზო­მოდ იარო ფე­ხით. თუმ­ცა სა­მე­ცა­დი­ნოდ ძა­ლი­ან ცუდი ქა­ლა­ქია – სულ გას­ვლა­ზე გი­ჭი­რავს თვა­ლი.

  • ამბები, ისტორიები და მოგონებები "შესანიშნავი ოთხეულის" შესახებ 
  • ყველაზე ახალგაზრდა პარლამენტარის დღევანდელი ცხოვრება - სად არის დღეს მარიამ საჯაია 

ყო­ველ­თვის ეჩ­ვე­ვი რა­ღა­ცებს. პა­რი­ზი კი სა­ო­ცა­რია, ყვე­ლა გას­ვლა­ზე თა­ვი­დან იწყებ მის გაც­ნო­ბას. ყვე­ლა­ზე მე­ტად აქ პა­ტა­რა, ძვე­ლი ქუ­ჩე­ბი მოს­წონს, ლა­თი­ნურ კვარ­ტალ­სა და ძველ უბ­ნებ­ში, რომ­ლე­ბიც ფე­ხით არის გა­სავ­ლე­ლი და არ თავ­დე­ბა. უკ­ვირს, ფრან­გებ­მა ამ­დე­ნი ლა­მა­ზი სახ­ლი რო­გორ აა­შე­ნეს და მერე მათი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა მო­ა­ხერ­ხეს..." - ამ­ბობ­და წლე­ბის წინ "ტა­ბუ­ლას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში.

პირადი ცხოვრება

„ძალიან მაქვს განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა. ოჯახის შემთხვევაში სხვა პრიორიტეტები გიჩნდება და ვგრძნობ, რომ ამისთვის ჯერ არ ვარ მზად. მეტსაც გეტყვით, მე არ მეშინია მარტოდ დარჩენის. მე არ მესმის, როგორ შეიძლება ადამიანი დარჩეს მარტო, როცა ის ცოცხალია, როგორ შეიძლება მოიწყინო მარტო ყოფნით, როცა იმდენი რამ არის გასაკეთებელი, იმდენი რამ ხდება შენ გარშემო“… - ამბობდა ადრე ერთ-ერთი ინტერვიუში.