მომღერალმა ეკა კახიანმა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ რუბრიკაში „დედას“ საკუთარ ბავშვობასა და ოჯახის მთავარ საყრდენზე, დედაზე ისაუბრა.
„სულ ვუყურებ და მისგან ვსწავლობ ადამიანებთან ურთიერთობას, ოჯახში მეუღლესთან ურთიერთობას, ისეთი დიპლომატია და ისე მიჰყავს ჩვენი ოჯახი, როგორც თვითონ უნდა…
ბევრჯერ ვიტყვი, რომ დღეს თუ რამეს ვაკეთებთ, მე და ჩემი შვილები, მამაჩემის ჩათვლით, ეს ნამდვილად დედაჩემის დამსახურებაა…
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ტრავმირებული ადამიანია, 14 წლის შვილი დაკარგა, პირველივე დღიდან იცოდა, რომ განწირული იყო, მაგრამ მთელი წელი უვლიდა უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ შვილს…
ალბათ, მის გულში საშინელება ტრიალებდა, მაგრამ არ იმჩნევდა.
მაშინ 18 წლის ვიყავი და უბედური მშობელი არ მინახავს. ამისთვის მადლიერი ვარ, რადგან ჩემზე ზრუნავდა.
სულ მასზე ვფიქრობ და თუ რაიმე კითხვა მაქვს, რა თქმა უნდა, დედას ვეკითხები რჩევას.
ყველაფერი, რაც შეიძლება საუკეთესო ითქვას, ეს დედაჩემია“.
ეკა კახიანი
ეკა კახიანს საზოგადოება კარგად იცნობს. ის ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და მუსიკოსია, თუმცა, გარდა კარიერისა, ეკა ხშირად იქცევს საზოგადოების ყურადღებას პირადი ცხოვრების გამოც. მიუხედავად არაერთი კითხვისა, ის საკუთარ ურთიერთობებზე ხმამაღლა არასდროს საუბრობს.
ეკა კახიანს საზოგადოება კარგად იცნობს. ის ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და მუსიკოსია, თუმცა, გარდა კარიერისა, ეკა ხშირად იქცევს საზოგადოების ყურადღებას პირადი ცხოვრების გამოც. მიუხედავად არაერთი კითხვისა, ის საკუთარ ურთიერთობებზე ხმამაღლა არასდროს საუბრობს.
როგორც ცნობილია, ეკა ნაადრევ ასაკში რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილზე დაქორწინდა, რომელთანაც ქალიშვილი, ყველასთვის ცნობილი მომღერალი ნინი ბადურაშვილი ჰყავს. პირველი ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა და ერეკლესთან დაშორების შემდეგ ეკამ ნიკო თოფურიძეზე იქორწინა. მათ ორი შვილი, ანასტასია და ქეთო შეეძინათ.
ეკა კახიანი 59 წლისაა, თუმცა შვილების გვერდით თინეიჯერივით გამოიყურება. ხშირად აღნიშნავენ, რომ ის შესანიშნავად გამოიყურება, რაც, თავის მოვლასთან ერთად, გენეტიკის დამსახურებაცაა.