"მარწყვი" - ნატა ბერეჟიანი უსაყვარლესი თინას ახალ კადრებს გვიზიარებს - Marao

"მარწყვი" - ნატა ბერეჟიანი უსაყვარლესი თინას ახალ კადრებს გვიზიარებს

2024-06-09 14:02:39+04:00

მსახიობი ნატა ბერეჟიანი ფართო საზოგადოებამ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, სადაც ერთ-ერთ სახასიათო და დასამახსოვრებელ როლს ასრულებდა. მას შემდეგ ის არაერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში, განსაკუთრებული ინტერესის საგანი კი მისი ოჯახი და პირადი ცხოვრებაა.

  • "ბედნიერება" - ნატა ბერეჟიანი ოჯახურ კადრებს გვიზიარებს 
  • "უსაყვარლესი" - ნატა ბერეჟიანი პატარა თინას ახალ კადრებს გვიზიარებს 

ნატა ბერეჟიანს ერთი ვაჟი, დათუნა ჰყავს: „დათუნა 22 წლის ასაკში გამიჩნდა. დედობა ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი მოვლენაა, რომელსაც არ ვნანობ და დარწმუნებული ვარ, რომ არ შევცდი. ადამიანს ყველაფერში შეიძლება ეჭვი შეგეპაროს - პროფესიის არჩევაში, სახლის შეძენაში, თუნდაც შენი მეორე ნახევრის არჩევაში... დედობა ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა, ჩემთვის დანარჩენი უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანია“ - ამბობდა ის ერთ-ერთ ინტერვიუში.პირ­ვე­ლი შვი­ლის გაზ­რდა­ში ნა­ტას ოჯა­ხის წევ­რე­ბი ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, ახლა კი გეგ­მავს, რომ გო­გო­ნა თა­ვად გა­ზარ­დოს და სა­დაც სა­შუ­ა­ლე­ბა იქ­ნე­ბა, ყველ­გან თან ატა­როს, უნდა, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად დიდი დრო და­უთ­მოს შვილს, ისე, რომ სა­კუ­თარ საქ­მე­საც არ მო­წყდეს. "ბევ­რი მო­ვი­მა­ტე. სამ­შო­ბი­ა­რო­ში რომ მი­ვე­დი, 100 კილო ვი­ყა­ვი. იმ პე­რი­ოდ­ში სარ­კე­ში რომ ვი­ხე­დე­ბო­დი, სულ მე­ტი­რე­ბო­და. ბავ­შვის გა­ჩე­ნის დღი­დან ინ­ტენ­სი­უ­რად და­ვი­წყე ვარ­ჯი­შებ­ზე სი­ა­რუ­ლი. ჩვი­ლი­ან დე­დებს შე­დე­დე­ბულ რძეს და ორ­ცხო­ბი­ლებს ურ­ჩე­ვენ, თით­ქოს რძეს უმა­ტებს მკერ­დში. სი­სუ­ლე­ლეა! თუ რძე აქვს დე­დას, აქვს, თუ არა­და - არა! მე­ნი­უ­დან კა­ლო­რი­უ­ლი საკ­ვე­ბი ამო­ვი­ღე. და­თუ­ნა 3 თვი­საც არ იყო, ორ­სუ­ლო­ბამ­დე რა წო­ნი­საც ვი­ყა­ვი, იმა­ზე ნაკ­ლებს რომ ვი­წო­ნი­დი" - ამბობდა ნატა.

 ცოტა ხნის წინ მსახიობი მეორე შვილის დედა გახდა - მას გოგონა შეეძინა. ამჯერად ნატა ოჯახურ კადრებს გვიზიარებს: