ნანუკა სტამბოლიშვილი სოციალურ ქსელში ფოტოსესიიდან კადრებს გვიზიარებს.
ქართველი მსახიობი მართლაც ულამაზესია და საზოგადოების მხრიდან დადებით შეფასებებს იმსახურებს.
ნანა სტამბოლიშვილი
ქართველი მსახიობი ნანა სტამბოლიშვილი თურქულ სერიალ Emanet-ში მთავარ როლს ასრულებს. ნანუკა სოციალური ქსელების თურქულ, ასევე, ქართულ სივრცეში ახალი ვარსკვლავია, რომლის შესახებაც ბევრს საუბრობენ. სერიალი უკვე რამდენიმე წელია, რაც ერთ-ერთ ქართულ არხზე გადის. მას უამრავი ადამიანი უყურებს და სეჰერისა და იამანის სიყვარულს გულშემატკივრობენ. მთავარ როლებს სერიალში ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანი და სილა თურქოღლუ ასრულებდნენ, თუმცა სილას მოულოდნელად წასვლის შემდეგ მისი როლი ნანამ დაიკავა.
სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პროექტს ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანიც დაემშვიდობა. ჯეიჰანს სერიალ "დაკარგული ქალაქის“ ერთ-ერთი მთავარი გმირი ნიკ ჯელილაი შეცვლის.
"ხაზი მინდა გავუსვა, რომ მთავარ როლს ვასრულებთ ორი უცხოელი და ეს თურქულ სერიალებში პირველი შემთხვევაა. ძალიან გვიხარია, რომ პირველები ჩვენ ვართ. ნიკი თურქულის გასაუმჯობესებლად დათანხმდა ამ პროექტს. მეც ამის მოლოდინი მქონდა, რომ უფრო და უფრო გავაუმჯობესებდი [თურქულს]. ნიკი უფრო კარგად საუბრობს…" - ამბობდა ნანუკა.
მიუხედავად ცვლილებებისა, ნანა საკუთარ საქმიანობას აგრძელებს და კვლავ სარგებლობს მაყურებელთა დიდი სიყვარულით.