მომღერალი, დუეტ „ჯორჯიის“ წევრი რატი დურგლიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც მის მიერვე საკუთარი სახლის დაპროექტებისა და მშენებლობის დროს გადაღებულ კადრებს აერთიანებს.
„შექმნილია დიდი შრომის, ბევრი ფიქრის, ბევრი ვარიანტის, პერსპექტივისა და არსებული ვითარების საფუძველზე, დიდი დაკვირვების შედეგად, რათა ინდივიდუალურად საინტერესო ყოფილიყო ყოველი კუთხე თუ დეტალი, რათა ხედვის, გონების და შეგრძნების ტანდემი ყოფილიყო“, – წერს რატი დურგლიშვილი.
დუეტი ჯორჯია
ყველასთვის საყვარელმა მომღერალმა რატი დურგლიშვილმა 1999 წელს დაამთავრა ა. ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზიის სახვითი განყოფილება. 1999—2006 წლებში სწავლობდა თბილისის ა. ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა მხატვარ-მოქანდაკის კვალიფიკაციით. 2008 წელს დუეტი „ჯორჯია“ საქართველოს სახელით წარდგა საერთაშორისო მუსიკალურ კონკურს „ახალი ტალღა 2008“-ზე, სადაც დუეტმა მოიპოვა პირველი ადგილი. მაშინ რატის პარტნიორობას მაკა ზამბახიძე უწევდა.
მაკა ზამბახიძე 1983 წლის 16 მარტს, თბილისში დაიბადა. 2005 წელს დაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის (ახლანდელი ი. ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტი), საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი. სიმღერა 7 წლიდან დაიწყო, ჯილდოც დაიმსახურა - „ოქროს მართვე”, რომელიც ცნობილმა მომღერალმა ნუგზარ კვაშალმა გადასცა სიმღერისთვის „ამ პატარას, იმ პატარას“. 2007 წელს გაიმარჯვა პროექტში „იმედის ტალღა“. 2008 წელს წარმატებული აღმოჩნდა მისი მონაწილეობა პროექტში „ნუცას სკოლა“. 2015 წელს წამყვანის ამპლუაშიც მოგვევლინა და ცნობილ ტელესახე და მსახიობ დუტა სხირტლაძესთან ერთად მიჰყავდა შოუ „ორი ვარსკვლავი“. დაწყებული აქვს მზადება სოლო-ალბომისთვის, ასევე ჩამოაყალიბა ბენდი „მაკა ზამბახიძე და ნონსტოპი“. აღსანიშნავია, რომ ბენდში ბექვოკალი მისი ქალიშვილი სალომე ჩიტაძეა. ბენდის პროდიუსერი კახა მამულაშვილია.