"მის საქართველო“ ნია წივწივაძემ და ფეხბურთელმა ნიკუშა ჭანტურიამ ტყუპები მონათლეს. სასიხარულო ოჯახური ამბავი წყვილმა გამომწერებს გაუზიარა.
ნია წივწივაძე 1993 წელს დაიბადა. ის ნინო ცქიტიშვილის look models-ის მოდელი გახლდათ, რა დროსაც ჩინეთში სამოდელო კარიერის დიდი გამოცდილება მიიღო. ნინას ბიზნესადმინისტრირების და მენეჯმენტის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. უყვარს მოგზაურობა და ცურვა.
ამჟამად ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ სამოდელო საქმიანობაში იმდენად აქტიური არ არის, ნია სპორტის დიდი გულშემატკივარია, რაც იმითაც აიხსნება, რომ ის ცნობილი კალათბურთელის, ბექა წივწივაძის, მანიკა ასათიანის მეუღლის დაა."ფეხბურთის ფედერაციაში ვმუშაობ და მთელი ეს პერიოდი აქტიურად ვსაქმიანობ – უამრავ ადამიანთან მიწევს კომუნიკაცია საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. რაც შეეხება სამოდელო ბიზნესს, ამ პერიოდში აქ თითქმის არაფერი ხდებოდა. ახლა ცოტა გააქტიურდა, მაგრამ მე იმდენად ვარ გადართული სპორტზე, რომ მოდას თითქმის ჩამოვშორდი. ჩემს თავს პროფესიონალ მოდელად არც ვთვლიდი, უფრო მოყვარული ვიყავი. „მის საქართველოს“ ტიტული არ ნიშნავს, რომ მოდელი ხარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ტიტული ჩემს საქმეში კარგად გამოვიყენე" - ამბობდა ნია.
ნიას მეუღლე ფეხბურთელი ნიკუშა ჭანტურიაა - თბილისის „დინამოს“ მცველი, ასევე - საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების კაპიტანი. წყვილმა რამდენიმეწლიანი ურთიერთობის შემდეგ ოჯახი შექმნა. ისინი ტყუპის, ანოს და ალექსანდრეს მშობლები არიან.
"სანამ გამიცნობდა, მანამდე იცოდა ჩემ შესახებ. მოვწონდი და მერე, მეგობრების წრეში რომ გავიცანი, აქტიურობა დაიწყო. ნელ-ნელა განვითარდა ჩვენი ურთიერთობა: საერთო ინტერესები გვქონდა, გავუგეთ, ჩემთვის საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა. კონკურსზე რომ ვაპირებდი გასვლას, მას ვკითხე აზრი და ძალიან გაუხარდა. უნდა, რომ ძალიან დაკავებული ვიყო - არ ვიჯდე სახლში და ყველგან ვიყო. რომ გავიმარჯვე, მითხრა: ძალიან მეამაყებიო. ფეხბურთელია და ჩემი ოჯახიდან გამომდინარე, არასდროს მინდოდა, სპორტსმენი შეყვარებული მყოლოდა, მაგრამ ასე გამოვიდა.
მგონია, რომ ქალი უფრო რომანტიკოსია. მე რომ გავიცანი, თვითონ იმდენად შორს იყო რომანტიზმისგან, ისიც კი არ იცოდა, სად იყიდებოდა ყვავილები. გოგოსთვის ყვავილი არასდროს მიჩუქებია, არ მქონია ეგეთი ურთიერთობაო. ადამიანი რომ გიყვარდება და ხედავ, რა სიამოვნებს, მერე ბუნებრივად გიჩნდება სურვილი, შესაბამისი სიურპრიზი გაუკეთო, მე ასე მგონია. მატერიალურ და ძვირფას საჩუქრებზე არ მაქვს საუბარი, ყურადღება ძალიან ელემენტარულ დეტალებში გამოიხატება. ცოტა ხნის წინ შეკრებაზე იყო წასული ქალაქგარეთ. მე თბილისში ვიყავი და ნახევარი საათით გაითავისუფლა თავი იმისთვის, რომ ლამის 12 საათზე ჩემთვის ყვავილები მოეტანა. ზუსტად ათი წუთით მოვიდა სახლში და მერე უკან დაბრუნდა" - ამბობდა ნია ერთ-ერთ ინტერვიუში.