გაიცანით ნუცა ბეჟიაშვილი - წარმატებული ქართველი ახალგაზრდა, რომელიც Harvard Business School-ის კურსდამთავრებული გახდა - Marao

გაიცანით ნუცა ბეჟიაშვილი - წარმატებული ქართველი ახალგაზრდა, რომელიც Harvard Business School-ის კურსდამთავრებული გახდა

2024-06-17 11:24:34+04:00

„ნუცა ბეჟიაშვილი Harvard Business School-ის კურსდამთავრებული გახდა“ – ინფორმაციას ამის შესახებ Entrepreneur Georgia ავრცელებს.

ნუცა ბეჟიაშვილი

ნუცას 5 წელზე მეტი გამოცდილება აქვს ციფრული პროექტების მართვასა და დეველოპმენტ გუნდების სკრამ ტრანსფორმაციაში. ის ერთ-ერთი საერთაშორისო კომპანია Sportion-ის სკრამ მასტერია და მუშაობს დეველოპერებთან 10 სხვადასხვა ქვეყნიდან.

  • ვინ არიან კომაროვის მოსწავლეები, რომლებიც სწავლას სრული დაფინანსებით მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში (MIT) გააგრძელებენ 

„რადგან ეს როლი რამდენიმე კროსფუნქციონალური გუნდის მართვას მოიაზრებს, მნიშვნელოვანია მუდმივი პიროვნული და პროფესიული განვითარება. ჰარვარდ ბიზნეს სკოლის Leadership Principles-ის პროგრამა სწორედ ემოციური ინტელექტის ამაღლების მეთოდებს, კომპლექსური გუნდებისა და პროექტების მენეჯმენტს და კონფლიქტების მართვას მოიაზრებს“, - ამბობს ნუცა ბეჟიაშვილი.

  • „ინტელექტუალურად უტიფარი თავისუფლება” - აღფრთოვანებული მაყურებელი და შესანიშნავი შესრულება: გიორგი გიგაშვილისა და კატო კვარაცხელიას კონცერტმა დიდი მოწონება დაიმსახურა 

რაც შეეხება ამ დროისთვის მის საქმიანობას, ამჟამად ნუცა აქტიურად არის დაკავებული პროექტების მართვისა და ეჯაილ ლიდერშიფის საგნის სწავლებითა და პერსონალური მენტორობით.

  • TOP 10 წარმატებული ქართველი ახალგაზრდა