დღეს, 18 ივნისს, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღეა. საღამოს, ჩვენი დროით 8 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე თურქეთს დაუპირისპირდება.
ქართველი ქომაგები ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ უკვე გაემგზავრნენ. მათ შორის ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებიც არიან. ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია თვითმფრინავში გადაღებულ კადრებს გვიზიარებს, რომელშიც ლიკა კვარაცხელია, თაკო ჩხეიძე, გვანცა დარასელია და ალექსანდრა პაიჭაძეც არიან. ისინი ნაკრებს შეძახილებით ამხნევებენ, საღამოს კი საქართველოს სტადიონზე, ტრიბუნიდან უგულშემატკივრებენ.
საქართველო ევროპაზე
გაგახსენებთ, რომ 26 მარტს საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები ანგარიშით 4:2 დაამარცხა.
ვილი სანიოლმა დისკვალიფიკაციის შემდეგ დაბრუნებული ხვიჩა კვარაცხელია შემადგენლობაში გიორგი მიქაუტაძის ნაცვლად დააყენა. ბერძნებმა ხვიჩა კვარაცხელიას მარწუხებში მოქცევა და მაღალი პრესინგით თამაში სცადეს. ასეთი თამაშის სტილი ბერძნებისთვის დამახასიათებელია. სწორედ ასეთი თამაშით მოიგეს 2024 წელს ევროპის ჩემპიონატი.
მეორე დამატებულ წუთზე ხვიჩა კვარაცხელია დაშავდა და მოედანი დატოვა, მაგრამ გუნდის განწყობა ისევ საბრძოლო იყო. გიორგი წიტაიშვილმა შესანიშნავი დრიბლინგით სცადა დაცვის გარღვევა და საჯარიმოში შევარდნილმა კარში დაარტყა, მაგრამ მცველი გადაეღობა და ხიფათი განმუხტა. ბოლო წუთზე კი გიორგი მიქაუტაძემ სცადა გოლის გატანა, ისევ ააცილა და პენალტების სერია დაინიშნა.
გიორგი მამარდაშვილმა ერთი მოიგერია, ერთიც ბერძნებმა ააცილეს და ისტორია დაიწერა – საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა.