"ბავშვობაში მიჭირდა უფროსების სამყაროს გაგება. მშობლებთან მიახლოება არ შემეძლო... დის საფლავზე არასდროს ვყოფილვარ" - შარლოტ რემპლინგი - Marao

"ბავშვობაში მიჭირდა უფროსების სამყაროს გაგება. მშობლებთან მიახლოება არ შემეძლო... დის საფლავზე არასდროს ვყოფილვარ" - შარლოტ რემპლინგი

2024-06-24 15:20:30+04:00

”მე ყოველთვის მომწონდა საფრთხე. მიყვარს რისკი. სიმარტივეს ვერიდები" - ცნობილი ბრიტანელი მსახიობი შარლოტ რემპლინგი არასოდეს ერიდებოდა რთულ როლებს, ის გამოჩნდა ფილმებში "ღამის პორტიე" და "45 წელი", თამაშობდა ფრანგულ, ინგლისურ და იტალიურ ფილმებში. ცოტა ხნის წინ კი გამოსცა მემუარები „ვინ ვარ მე“, რომელიც მოგვითხრობს მისი ბავშვობის, მოზარდობისა და საყვარელი დის, სარას დაკარგვის შესახებ.

ადრეული ცხოვრება

შარლოტა რემპლინგი დაიბადა სტურმერში ინგლისი, ენ იზაბელ გურტინისა და გოდფრი რემპლინგის ოჯახში, მამა ბრიტანეთის არმიის ოფიცერი და ოლიმპიური ოქროს მედალოსანი იყო. ადრეული წლები მამის სამხედრო კარიერის გამო სხვადასხვა ქვეყანაში გაატარა. მისი უფროსი და, სარა თვითმკვლელობით გარდაიცვალა, ამ ფაქტმა ახალგაზრდა შარლოტაც ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა. 

რამპლინგი ვერსალის Jeanne d'Arc Académie pour Jeunes Filles-ში სწავლობდა. მოგვიანებით ის ლონდონის სამეფო თეატრში გავიდა, სამსახიობო უნარების დასახვეწად. 

მშობლები

  • ბავშვობაში მიჭირდა უფროსების სამყაროს გაგება. მშობლებთან მიახლოება ნამდვილად არ შემეძლო. ჩემთვის მოუწვდომლები იყვნენ. დედაჩემი მხატვარი იყო, თავისი უდარდელი ახალგაზრდობა 1920-იან წლებში გაატარა. მამას სრულიად განსხვავებული ბავშვობა ჰქონდა -  მამამისი ბრძოლაში დაიღუპა. დედამისი, რომელიც უსახსროდ აღმოჩნდა, სწრაფად დაქორწინდა. მის ახალ ქმარს არ სურდა სხვისი შვილის გაზრდა, ამიტომ მამაჩემი საცხოვრებლად ბებიასთან გაგზავნეს, მან კი შვიდი წლის ბავშვი სკოლა-ინეტერნატში გაუშვა. მამა სპორტსმენი იყო და 1936 წლის ბერლინის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა. 

  • ფრანგი ქალების საყვარელი ვარცხნილობა და სოფი მარსოს სტილის გაკვეთილი 
  • „გამოვიყურებოდე ასაკზე ახალგაზრდულად, ჩემთვის დამამცირებელია" - 71 წლის იზაბელა როსელინი "ვოგის" გარეკანზე ბრწყინავს 

ჩემი ყველაზე დიდი მეგობარი უფროსი და, სარა იყო. ის ლამაზ თოჯინას ჰგავდა ფერმკრთალი, ფაიფურის კანით, დიდი თვალებით და ქერა თმით.

21 წლის ასაკში ამერიკაში გაემგზავრა, სადაც მდიდარი არგენტინელი, კარლოსი გაიცნო და მალე ცოლად გაჰყვა. დედამ ეს ამბავი ცუდად გადაიტანა. ვერ ეგუებოდა, რომ სარა ასე შორს იყო მისგან. სამი წლის შემდეგ დაგვირეკეს და გვითხრეს, ომ სარა გარდაიცვალა - ნაადრევად იმშობიარა, შვილი დაეღუპა და თავი მოიკლა. ამ ამბის შემდეგ, დედაჩემის ცხოვრებიდან თითქოს ყველა კარგი მოგონება გაქრა - ინსულტი გადაიტანა. მასთან მინდოდა დარჩენა, მაგრამ მამამ მითხრა: "იცხოვრე შენი ცხოვრებით, ჯერ ახალგაზრდა ხარ. დედაშენს მივხედავ“. მივხვდი, რომ ცხოვრება და კარიერა რომ გამეგრძელებინა, მწუხარება უნდა შემეკავებინა. სიმართლე გითხრათ, სარას საფლავზე არასდროს ვყოფილვარ".

კარიერა

რემპლინგის პოპულარობა 1960-იან წლებში მოვიდა. ადრეულმა როლებმა მაყურებლისა და კრიტიკოსების ყურადღება მიიპყრო. ყველაზე გამორჩეული ფილმებია:  "Georgy Girl" (1966), "The Damned" (1969), "Stardust Memories" (1980), "The Verdict" (1982), "Swimming Pool" (2003), და "45 წელი" (2015). მისმა როლმა ფილმში "45 წელი"  ოსკარის, BAFTA-ს და ოქროს გლობუსის ნომინაცია მოუპოვა. 

პირადი ცხოვრება

რემპლინგის პირადი ცხოვრება აღინიშნა ტრიუმფებითა და ტრაგედიებით. ის ორჯერ იყო დაქორწინებული და ჰყავს ორი შვილი მსახიობ ბრაიან საუთკომბთან. მისი მეორე ქმარი, ჟან-მიშელ ჟარი 2015 წელს გარდაიცვალა.

"ჩვენ შევხვდით 1976 წელს ფრანგი მწერლის ფლორენს აბულკერის მიერ გამართულ წვეულებაზე სენტ-ტროპეში და მაშინვე მოვიხიბლეთ ერთმანეთით.  მახსოვს, ვფიქრობდი, რომ რეალობაში ნაკლებად დახვეწილი ჩანდა, ვიდრე ეკრანზე.

ის იმ დროს სამხრეთ საფრანგეთში ცხოვრობდა და ჩვენ ორივეს რთული პირადი ცხოვრება გვქონდა: შარლოტა დაქორწინებული იყო და ჰყავდა ვაჟი, ბარნაბი, მე კი განქორწინებას ვაპირებდი. ჩემი განქორწინების ფაქტი შარლოტასთან შეხვედრას არ უკავშირდებოდა, ეს მაინც მოხდებოდა.

ზოგიერთი მსახიობი ფანატიკოსია მათი გარეგნობის მიმართ - შარლოტას არასოდეს აინტერესებდა ეს და არც სჭირდებოდა. მას აქვს უნიკალური თვისება ეკრანზე, რომელიც კინოს ისტორიაში ძალიან ცოტა ადამიანს ჰქონია – ეს კომპლიმენტი კი არა, ფაქტია" - ამბობდა შარლოტას შესახებ ჟან-მიშელ ჟარი.