”მე ყოველთვის მომწონდა საფრთხე. მიყვარს რისკი. სიმარტივეს ვერიდები" - ცნობილი ბრიტანელი მსახიობი შარლოტ რემპლინგი არასოდეს ერიდებოდა რთულ როლებს, ის გამოჩნდა ფილმებში "ღამის პორტიე" და "45 წელი", თამაშობდა ფრანგულ, ინგლისურ და იტალიურ ფილმებში. ცოტა ხნის წინ კი გამოსცა მემუარები „ვინ ვარ მე“, რომელიც მოგვითხრობს მისი ბავშვობის, მოზარდობისა და საყვარელი დის, სარას დაკარგვის შესახებ.
შარლოტა რემპლინგი დაიბადა სტურმერში ინგლისი, ენ იზაბელ გურტინისა და გოდფრი რემპლინგის ოჯახში, მამა ბრიტანეთის არმიის ოფიცერი და ოლიმპიური ოქროს მედალოსანი იყო. ადრეული წლები მამის სამხედრო კარიერის გამო სხვადასხვა ქვეყანაში გაატარა. მისი უფროსი და, სარა თვითმკვლელობით გარდაიცვალა, ამ ფაქტმა ახალგაზრდა შარლოტაც ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა.
რამპლინგი ვერსალის Jeanne d'Arc Académie pour Jeunes Filles-ში სწავლობდა. მოგვიანებით ის ლონდონის სამეფო თეატრში გავიდა, სამსახიობო უნარების დასახვეწად.
ჩემი ყველაზე დიდი მეგობარი უფროსი და, სარა იყო. ის ლამაზ თოჯინას ჰგავდა ფერმკრთალი, ფაიფურის კანით, დიდი თვალებით და ქერა თმით.
21 წლის ასაკში ამერიკაში გაემგზავრა, სადაც მდიდარი არგენტინელი, კარლოსი გაიცნო და მალე ცოლად გაჰყვა. დედამ ეს ამბავი ცუდად გადაიტანა. ვერ ეგუებოდა, რომ სარა ასე შორს იყო მისგან. სამი წლის შემდეგ დაგვირეკეს და გვითხრეს, ომ სარა გარდაიცვალა - ნაადრევად იმშობიარა, შვილი დაეღუპა და თავი მოიკლა. ამ ამბის შემდეგ, დედაჩემის ცხოვრებიდან თითქოს ყველა კარგი მოგონება გაქრა - ინსულტი გადაიტანა. მასთან მინდოდა დარჩენა, მაგრამ მამამ მითხრა: "იცხოვრე შენი ცხოვრებით, ჯერ ახალგაზრდა ხარ. დედაშენს მივხედავ“. მივხვდი, რომ ცხოვრება და კარიერა რომ გამეგრძელებინა, მწუხარება უნდა შემეკავებინა. სიმართლე გითხრათ, სარას საფლავზე არასდროს ვყოფილვარ".
რემპლინგის პოპულარობა 1960-იან წლებში მოვიდა. ადრეულმა როლებმა მაყურებლისა და კრიტიკოსების ყურადღება მიიპყრო. ყველაზე გამორჩეული ფილმებია: "Georgy Girl" (1966), "The Damned" (1969), "Stardust Memories" (1980), "The Verdict" (1982), "Swimming Pool" (2003), და "45 წელი" (2015). მისმა როლმა ფილმში "45 წელი" ოსკარის, BAFTA-ს და ოქროს გლობუსის ნომინაცია მოუპოვა.
რემპლინგის პირადი ცხოვრება აღინიშნა ტრიუმფებითა და ტრაგედიებით. ის ორჯერ იყო დაქორწინებული და ჰყავს ორი შვილი მსახიობ ბრაიან საუთკომბთან. მისი მეორე ქმარი, ჟან-მიშელ ჟარი 2015 წელს გარდაიცვალა.
"ჩვენ შევხვდით 1976 წელს ფრანგი მწერლის ფლორენს აბულკერის მიერ გამართულ წვეულებაზე სენტ-ტროპეში და მაშინვე მოვიხიბლეთ ერთმანეთით. მახსოვს, ვფიქრობდი, რომ რეალობაში ნაკლებად დახვეწილი ჩანდა, ვიდრე ეკრანზე.
ის იმ დროს სამხრეთ საფრანგეთში ცხოვრობდა და ჩვენ ორივეს რთული პირადი ცხოვრება გვქონდა: შარლოტა დაქორწინებული იყო და ჰყავდა ვაჟი, ბარნაბი, მე კი განქორწინებას ვაპირებდი. ჩემი განქორწინების ფაქტი შარლოტასთან შეხვედრას არ უკავშირდებოდა, ეს მაინც მოხდებოდა.
ზოგიერთი მსახიობი ფანატიკოსია მათი გარეგნობის მიმართ - შარლოტას არასოდეს აინტერესებდა ეს და არც სჭირდებოდა. მას აქვს უნიკალური თვისება ეკრანზე, რომელიც კინოს ისტორიაში ძალიან ცოტა ადამიანს ჰქონია – ეს კომპლიმენტი კი არა, ფაქტია" - ამბობდა შარლოტას შესახებ ჟან-მიშელ ჟარი.