"დიდი მადლობა ამ ღირსეული გამარჯვებისათვის!" - სალომე ზურაბიშვილი ეროვნულ ნაკრებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს - Marao

PHOTO: სალომე ზურაბიშვილი და ქართველი ვარსკვლავები: "დიდი მადლობა ამ ღირსეული გამარჯვებისათვის!"

2024-06-27 09:47:01+04:00

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ბოლო, მე­სა­მე ტურ­ში, F ჯგუფ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი პორ­ტუ­გა­ლი­ას და­უ­პი­რის­პირ­და და და­ა­მარ­ცხა ან­გა­რი­შით 2:0. პირ­ვე­ლი ტა­ი­მი ქარ­თვე­ლე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბით და­ი­წყო, რაც მე-2 წუთ­ზე ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას გოლით გაგ­რძელ­და.

მან პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლე­ბის კარი მი­ქა­უ­ტა­ძის გა­და­ცე­მის შემ­დეგ აიღო. ამის შემ­დეგ პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლე­ბი ინი­ცი­ა­ტი­ვას და­ე­უფლნენ და უპი­რა­ტე­სო­ბაც მათ მხა­რეს იყო, თუმ­ცა ჩვე­ნე­ბი კარ­გად იცავ­დნენ თავს. მე-16 წუთ­ზე თა­მაშ­ში ჩარ­თვა მო­უ­წია გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვილს, რო­მელ­მაც რო­ნალ­დუს უძ­ლი­ე­რე­სი დარ­ტყმა მო­ი­გე­რია. 

57-ე წუთ­ზე კი პორ­ტუ­გა­ლი­ის კარ­ში პე­ნალ­ტი გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძემ გა­ი­ტა­ნა. ეს მისი მე-3 გო­ლია ჯგუ­ფურ ეტაპ­ზე. პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლებ­მა სა­კუ­თარ სა­ჯა­რი­მო­ში ლუკა ლო­ჩოშ­ვი­ლი წა­აქ­ცი­ეს, VAR-ზე გა­და­მოწ­მე­ბის შემ­დეგ მსაჯ­მა თერ­თმეტ­მეტ­რი­ა­ნი და­ნიშ­ნა, რაც ზუს­ტად შე­ას­რუ­ლა მი­ქა­უ­ტა­ძემ.

ისტორიულ მატჩს ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ის ბიჭებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში აზიარებს: 

სალომე ზურაბიშვილის ცხოვრება

 სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე და ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი ქალი პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი თბი­ლის­ში, სა­კუ­თარ სახ­ლში, ქუ­ჩა­ში ნა­პოვნ ძაღლ გომ­ბო­რას­თან ერ­თად ცხოვ­რობს.

მას პირ­ვე­ლი მე­უღ­ლის­გან, ნი­კო­ლოზ გორ­ჯეს­ტა­ნის­გან (გუ­გუშ­ვი­ლი), რო­მე­ლიც 22 წლის ასაკ­ში რომ­ში გა­იც­ნო, ორი შვი­ლი - თე­ი­მუ­რა­ზი და ქე­თე­ვა­ნი ჰყავს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ცხოვ­რო­ბენ.

  • როცა ზღაპრის ბოლო მართლა კეთილია - მთელი საქართველო ერთად! როგორ აღნიშნეს ისტორიული გამარჯვება ქართველებმა 
  • რა ეცვა პრეზიდენტს 26 მაისის ღონისძიებაზე 

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის უფ­რო­სი შვი­ლი თე­ი­მუ­რაზ გორ­ჯეს­ტა­ნი პრო­ფე­სი­ით დიპ­ლო­მა­ტია და დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩო­ში მუ­შა­ობს. თე­ი­მუ­რა­ზი დე­დის გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის შემ­დეგ და­ო­ჯახ­და და ქორ­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ი­ხა­და. ჰყავს ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი ქეთევან გორ­ჯეს­ტა­ნი.

ქე­თე­ვან გორ­ჯეს­ტა­ნი პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტია. ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში საფ­რან­გე­თის ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფრანც 24“-ში სპორ­ტულ ჟურ­ნა­ლის­ტად მუ­შა­ობ­და. ბოლო ხანს ის სა­ცხოვ­რებ­ლად ვა­შინგტონ­ში გა­და­ვი­და, სა­დაც უკვე ამა­ვე ტე­ლე­ვი­ზი­ის სპე­ცი­ა­ლურ კო­რეს­პონ­დენ­ტად მუ­შა­ობს...

სალომე ზურაბიშვილის მეორე ქმარი

ოჯა­ხის დან­გრე­ვის შემ­დეგ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი მე­ო­რედ და­ო­ჯახ­და. არ­ჩე­ვა­ნი ამ­ჯე­რად ის­ტო­რი­კოს ჯან­რი კა­ში­ა­ზე შე­ა­ჩე­რა. პრე­ზი­დენ­ტი 2012 წლის 11 მარტს დაქვრივ­და, ჯან­რი კა­შია კარ­დი­ო­ლო­გი­უ­რი ოპე­რა­ცი­ის დროს, პა­რიზ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სწორედ ჯანრი კაშიასთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს: "წლები! წლები! წლები! ჩვენ კი მოგონებები გვრჩება გარდასულ დღეთა..." - წერს პრეზიდენტი.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბა მარ­ტი­ვი არ არის. საფ­რან­გეთ­ში გაზ­რდი­ლი დიპ­ლო­მა­ტი ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ მუდ­მი­ვად იყო კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი, უწუ­ნებ­დნენ ლა­პა­რაკს, აქ­ცენტს, მის მიერ შეც­დო­მით ნათ­ქვა­მი სი­ტყვე­ბი ხში­რად ხდე­ბო­და იუ­მო­რის­ტუ­ლი გა­და­ცე­მე­ბის სა­მიზ­ნე.

ბო­ლოს ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა 2022 წლის 27 იან­ვარს შე­ავ­სო, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, მის მფლო­ბე­ლო­ბა­შია 60 კვ.მ ფარ­თო­ბის ბინა საფ­რან­გე­თის დე­და­ქა­ლაქ პა­რიზ­ში, რო­მელ­შიც 1989 წელს 150 ათა­სი ევრო გა­და­ი­ხა­და.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ფლობს სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლსა და მი­წის ნაკ­ვეთს თბი­ლის­ში, რო­მელ­შიც 2006 წელს 160 ათა­სი დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და. კუფ­ტი­ნის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე 235 კვ.მ მი­წის ნაკ­ვე­თი­დან, 126.33 კვ.მ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს ეკუთ­ვნის.