"დაუვიწყარი ემოციები" - მანიკა ასათიანი ისტორიული მატჩის კადრებს გვიზიარებს - Marao

"დაუვიწყარი ემოციები" - მანიკა ასათიანი ისტორიული მატჩის კადრებს გვიზიარებს

2024-06-27 10:22:07+04:00

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ბოლო, მე­სა­მე ტურ­ში, F ჯგუფ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი პორ­ტუ­გა­ლი­ას და­უ­პი­რის­პირ­და და და­ა­მარ­ცხა ან­გა­რი­შით 2:0. პირ­ვე­ლი ტა­ი­მი ქარ­თვე­ლე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბით და­ი­წყო, რაც მე-2 წუთ­ზე ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას გოლით გაგ­რძელ­და.

მან პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლე­ბის კარი მი­ქა­უ­ტა­ძის გა­და­ცე­მის შემ­დეგ აიღო. ამის შემ­დეგ პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლე­ბი ინი­ცი­ა­ტი­ვას და­ე­უფლნენ და უპი­რა­ტე­სო­ბაც მათ მხა­რეს იყო, თუმ­ცა ჩვე­ნე­ბი კარ­გად იცავ­დნენ თავს. მე-16 წუთ­ზე თა­მაშ­ში ჩარ­თვა მო­უ­წია გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვილს, რო­მელ­მაც რო­ნალ­დუს უძ­ლი­ე­რე­სი დარ­ტყმა მო­ი­გე­რია. 

57-ე წუთ­ზე კი პორ­ტუ­გა­ლი­ის კარ­ში პე­ნალ­ტი გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძემ გა­ი­ტა­ნა. ეს მისი მე-3 გო­ლია ჯგუ­ფურ ეტაპ­ზე. პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლებ­მა სა­კუ­თარ სა­ჯა­რი­მო­ში ლუკა ლო­ჩოშ­ვი­ლი წა­აქ­ცი­ეს, VAR-ზე გა­და­მოწ­მე­ბის შემ­დეგ მსაჯ­მა თერ­თმეტ­მეტ­რი­ა­ნი და­ნიშ­ნა, რაც ზუს­ტად შე­ას­რუ­ლა მი­ქა­უ­ტა­ძემ.

ამჯერად ისტორიული მატჩის ემოციებს მანიკა ასათიანი გვიზიარებს.

  • "მზეთუნახავი ხარ" - მანიკა ასათიანი ფოტოსესიიდან ულამაზეს კადრებს გვიზიარებს 
  • ნია წივწივაძისა და ნიკუშა ჭანტურიას ტყუპები გაქრისტიანდნენ - უსაყვარლესი ტყუპების ოჯახური კადრები  

მანიკა ასათიანის ოჯახი

 მანიკა უკვე 13 წელია კალათბურთელ ბექა წივწივაძეზეა დაქორწინებული და როგორც ჩანს, მათი შვილი, 10 წლის გიორგიც, მამის კვალს მიჰყვება. "ექვსი წლის ვიყავი, როდესაც კალათბურთის თამაში დავიწყე. თბილისის ვაკის საკალათბურთო აკადემიაში მიმიყვანეს, სადაც ჩემი მწვრთნელი მიხეილ კობეშავიძე იყო. ჩემი ოჯახის წევრები ფეხბურთელები იყვნენ და სპორტის ამ სახეობაზეც დავდიოდი, მაგრამ კალათბურთი უფრო შემიყვარდა და არჩევანი მასზე გავაკეთე. ბაბუა მყავდა კალათბურთელი, ნათლიები მყავდნენ კალათბურთელები და მათი გვერდში დგომით აღმოვჩნდი ამ სპორტში. ბევრმა დეტალმა შეუშალა ხელი იმას, რომ უფრო მეტად წარმატებული ვყოფილიყავი. არ მიყვარს ჩემს თავზე ლაპარაკი, მაგრამ არის განცდა, დარდი, მონატრება და რომ არა ბევრი გაუმართლებლობა, შესაძლებელი იყო, ბევრად მაღალ დონეზე მეთამაშა. ბევრი კარგი თამაში შემეძლო ჩამეტარებინა საქართველოს ნაკრებში. თუმცა წარმატება ჩემთვის ჩემი ოჯახია და ამით ვიმშვიდებ თავს. სპორტიც – თავისთავად, მაგრამ ოჯახი ყველაფერია და ჩემი მეუღლე და შვილი მამშვიდებენ. კარიერის ბოლოს ისეთი ტრავმა მივიღე, რომ გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა და ამიტომაც მომიწია აქტიური სპორტისთვის თავის დანებება. ძალიან გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება. გულის სიღრმეში ვიმედოვნებდი, რომ ბოლომდე არ გადამიწყვეტია დასრულება. ის ემოციები მაკლია, მაგრამ როგორც მწვრთნელი, ვინაზღაურებ. ამ პროცესში საკუთარ თავს ვაკვირდებოდი, რამდენად მომანიჭებდა ეს ამპლუა სიამოვნებას და აღმოჩნდა, რომ ძალიან სასიამოვნოა. ჩემთვის სპორტის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. თუმცა, პარალელურად, სხვა საქმეებითაც ვარ დაკავებული" - ამბობდა ბექა წივწივაძე.