„ვიდრე ჰხვალ?“ - ჰენრიკ სენკევიჩის ისტორიული რომანი, რომელიც ერთხელ მაინც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ - Marao

„ვიდრე ჰხვალ?“ - ჰენრიკ სენკევიჩის ისტორიული რომანი, რომელიც ერთხელ მაინც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ

2024-06-27 16:11:16+04:00

ისტორიული რომანები არასდროს კარგავს პოპულარობას. გვიყვარს მხატვრულად გაცოცხლებული დიდი ისტორიული ფიგურების ცხოვრების შესახებ კითხვა, თუნდაც მათი დიალოგები და ქმედებები გამოგონილი იყოს. ამით თითქოს მათ შესახებ არსებულ კითხვებს ვცემთ პასუხებს, ისტორიაში არსებულ ბუნდოვანებებს ვხდით ფარდას, არსებულ სიცარიელეებს ვავსებთ. 

ისტორიული მოვლენებისა და ფიგურების გაცოცხლების ერთ-ერთი საუკეთესო ოსტატი კი პოლონელი მწერალი, ნობელიანტი ჰენრიკ სენკევიჩია, რომლის რომანი - „ვიდრე ჰხვალ?“ მსოფლიო კლასიკად არის მიჩნეული. 1882 წელს, რო­დე­საც პო­ლო­ნეთ­ში რევო­ლუ­ცი­უ­რი გან­წყო­ბის აღ­მავ­ლო­ბა იგ­რძნო­ბო­და, სენკევი­ჩი ის­ტო­რი­ულ წარ­სულს მიუბრუნ­და. მისი აზ­რით, უბად­რუ­კი თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა ვერ უძ­ლებ­და ძლე­ვა­მო­სილ წარსულთან შე­და­რე­ბას. ამ გან­წყო­ბი­ლე­ბის შე­დე­გია ის­ტო­რი­უ­ლი რომა­ნე­ბი „ცე­ცხლი­თა და მახ­ვი­ლი­თა“ (1883), „წარ­ღვნა“ (1886), „პან ვო­ლო­დი­ევ­სკი“ და ნერონის ეპო­ქი­სად­მი მი­ძღვნი­ლი რო­მა­ნი „ვიდ­რე ჰხვალ?“ (1896). 1893 წელს მან იტა­ლი­ა­ში იმოგ­ზა­უ­რა. 1894 წლი­დან უკვე სერიოზ­უ­ლად სწავ­ლობ­და ძველ რო­მელ ის­ტო­რი­კო­სებს, განსაკუთ­რე­ბით, ტა­ცი­ტუსს. ამ ნაწარმო­ე­ბის აშ­კა­რა კა­თო­ლი­კურ­მა ტენდენციამ სენ­კე­ვიჩს ვერ მო­უ­პო­ვა პროგ­რე­სუ­ლი კრიტიკის მხარ­და­ჭე­რა, მაგ­რამ ვერც კლერი­კალურ-არისტოკრატიული წრე­ე­ბის გული მო­ი­გო.

რო­მან­ში „ვიდ­რე ჰხვალ?“ მოქ­მე­დე­ბა იმ­პე­რა­ტორ ნე­რო­ნის ეპო­ქა­ში ვი­თარ­დე­ბა. ეს არის დიდი ის­ტო­რი­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის დრო, როცა რომ­ში პირ­ვე­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბი ჩნდე­ბი­ან და, მიუხედა­ვად სას­ტი­კი ან­გა­რიშს­წო­რე­ბი­სა წარ­მარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან, მა­ინც ახერხებენ ქრის­ტეს რწმე­ნის არა მხო­ლოდ გა­დარ­ჩე­ნას, არა­მედ გავ­რცე­ლე­ბა­საც.

სენ­კე­ვი­ჩი იშ­ვი­ა­თი ოს­ტა­ტო­ბით აღ­წერს რო­მის იმ­პე­რი­ის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას - შე­სა­ნიშ­ნა­ვა­დაა გად­მო­ცე­მუ­ლი, ერთი მხრივ, სა­იმ­პე­რა­ტო­რო კა­რის ცხოვ­რე­ბა, კე­ის­რის თა­ვაშ­ვე­ბუ­ლი ორგიები, ფუ­ფუ­ნე­ბა, და­უს­რუ­ლე­ბე­ლი ნა­დი­მე­ბი, გარ­ყვნი­ლე­ბა, სა­ცირ­კო სა­ნა­ხა­ო­ბე­ბი და მეორე მხრივ - ქრის­ტი­ან­თა უბ­რა­ლო, რწმე­ნი­თა და იმე­დით სავ­სე ყოფა, მათი თავ­გან­წირ­ვა და სიყ­ვა­რუ­ლი. რო­მან­ში ჩა­ნან ქრის­ტეს მო­წა­ფე­ე­ბი, პეტ­რე და პავ­ლე, და სა­ხა­რე­ბის ცნო­ბილ სიუჟეტებს სწორედ მათი ნაამბობით ეცნობა მკითხველი. 

 რო­მა­ნის მთა­ვა­რი გმი­რი ახალ­გაზ­რდა ტრი­ბუ­ნი, მარ­კუს ვი­ნი­ცი­უ­სია, რო­მელ­საც ქრის­ტი­ა­ნი ქალი უყვარს და მის გადასარჩენად შეუძლებლის გაკეთებას ცდილობს. 

გარ­და იმი­სა, რომ გა­ტა­ცე­ბით სა­კი­თხა­ვია, რო­მანს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მნიშ­ვნე­ლო­ბაც აქვს - როცა მის კი­თხვას და­ას­რუ­ლებთ, გა­ცი­ლე­ბით მეტი გე­ცო­დი­ნე­ბათ რო­მის იმ­პე­რი­ი­სა და ქრისტი­ა­ნო­ბის წარ­მო­შო­ბა­ზე, ვიდ­რე ახლა იცით.

„ვიდ­რე ჰხვალ?“ კი­დევ ერთხელ გა­მო­ი­ცა ამჯერად „პა­ლიტ­რა L-ის“ სე­რი­ის ფარ­გლებ­ში „კი­დევ 15 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ“.

წიგ­ნი პო­ლო­ნუ­რი ენი­დან ნიკო ავა­ლიშ­ვილ­მა თარ­გმნა და 8 ივლისიდან გა­მოჩ­ნდე­ბა „ბიბლუსის“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­სა და პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის ჯი­ხუ­რებ­ში. გამოსვლიდან ერთი კვირის განმავლობაში მისი სპეციალური ფასი 10 ლარი იქნება. 

შეგახსენებთ, რომ სერიის სპეციალურ ფასად გამოწერა „პალიტრა L-ის ვებგვერდიდან შეგიძლიათ: https://www.palitral.ge

R