რატომ უნდა წაიკითხოთ ჰენრიკ სენკევიჩის ისტორიული რომანი „ვიდრე ჰხვალ“? - Marao

რატომ უნდა წაიკითხოთ ჰენრიკ სენკევიჩის ისტორიული რომანი „ვიდრე ჰხვალ“?

2024-06-27 16:13:41+04:00

ჰენრიკ სენკევიჩი, რომელიც XIX-XX საუკუნეების მნიშვნელოვან მწერლად არის აღიარებული, ისტორიული ჟანრის მკითხველთა წრეებში პოპულარობას არასდროს კარგავს. 

მწერალმა 1905 წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაც მიიღო. მის რომანებს შორის ყველაზე ცნობილია „ვიდრე ჰხვალ?“, რომელმაც სენკევიჩს მსოფლიო აღიარება მოუტანა. 

რატომ არის რომანი პოპულარული და რატომ უნდა წაიკითხოთ ის? - გარ­და იმი­სა, რომ გა­ტა­ცე­ბით სა­კი­თხა­ვია, რო­მანს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მნიშ­ვნე­ლო­ბაც აქვს - როცა მის კი­თხვას და­ას­რუ­ლებთ, გა­ცი­ლე­ბით მეტი გე­ცო­დი­ნე­ბათ რო­მის იმ­პე­რი­ი­სა და ქრის­ტი­ა­ნო­ბის წარ­მო­შო­ბა­ზე, ვიდ­რე ახლა იცით.

სენ­კე­ვი­ჩის რო­მან­ში „ვიდ­რე ჰხვალ?“ მოქ­მე­დე­ბა იმ­პე­რა­ტორ ნე­რო­ნის ეპო­ქა­ში ვი­თარ­დე­ბა. ეს არის დიდი ის­ტო­რი­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის დრო, როცა რომ­ში პირ­ვე­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბი ჩნდე­ბი­ან და, მი­უ­ხე­და­ვად სას­ტი­კი ან­გა­რიშს­წო­რე­ბი­სა წარ­მარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან, მა­ინც ახერ­ხე­ბენ ქრის­ტეს რწმე­ნის არა მხო­ლოდ გა­დარ­ჩე­ნას, არა­მედ გავ­რცე­ლე­ბა­საც.

სენ­კე­ვი­ჩი იშ­ვი­ა­თი ოს­ტა­ტო­ბით აღ­წერს რო­მის იმ­პე­რი­ის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას - შე­სა­ნიშ­ნა­ვა­დაა გად­მო­ცე­მუ­ლი, ერთი მხრივ, სა­იმ­პე­რა­ტო­რო კა­რის ცხოვ­რე­ბა, კე­ის­რის თა­ვაშ­ვე­ბუ­ლი ორგიები, ფუ­ფუ­ნე­ბა, და­უს­რუ­ლე­ბე­ლი ნა­დი­მე­ბი, გარ­ყვნი­ლე­ბა, სა­ცირ­კო სა­ნა­ხა­ო­ბე­ბი და მეორე მხრივ - ქრის­ტი­ან­თა უბ­რა­ლო, რწმე­ნი­თა და იმე­დით სავ­სე ყოფა, მათი თავ­გან­წირ­ვა და სიყ­ვა­რუ­ლი. რო­მან­ში ჩა­ნან ქრის­ტეს მო­წა­ფე­ე­ბი, პეტ­რე და პავ­ლე, და სა­ხა­რე­ბის ცნო­ბილ სიუჟეტებს სწორედ მათი ნაამბობით ეცნობა მკითხველი. 

რო­მა­ნის მთა­ვა­რი გმი­რი ახალ­გაზ­რდა ტრი­ბუ­ნი, მარ­კუს ვი­ნი­ცი­უ­სია, რო­მელ­საც ქრის­ტი­ა­ნი ქალი უყ­ვარს და შე­უძ­ლებ­ლის გა­კე­თე­ბას ცდი­ლობს მის გა­და­სარ­ჩე­ნად.

„ვიდრე ჰხვალ“ პოლონური ენიდან ითარგმნა და კიდევ ერთხელ გამოიცა „პალიტრა L-ის“ პროექტის ფარგლებში - „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“. რომანი წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსსა“ და პრესის გავრცელების ჯიხურებში 8 ივლისიდან იქნება ხელმისაწვდომი. 1 კვირის განმავლობაში მისი სპეციალური ფასი იქნება მხოლოდ 10 ლარი. 

ვინ იყო ჰენრიკ სენკევიჩი და როგორ გახდა ის ერთ-ერთი საუკეთესო ისტორიული რომანების ჟანრში?

სენ­კე­ვი­ჩი და­ი­ბა­და 1846 წელს პო­ლო­ნე­თის სო­ფელ ვო­ლია-ოკ­შე­ის­კა­ი­ა­ში. ამ დროს პოლონეთის ეს ნა­წი­ლი რუ­სე­თის იმ­პე­რი­ას ჰქონ­და და­პყრო­ბი­ლი. სენ­კე­ვი­ჩის ოჯახ­ში პატრიო­ტუ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბა ტრი­ა­ლებ­და. გა­რე­მომ­ცვე­ლი წრე და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო ეროვნულ-გა­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბელ მოძ­რა­ო­ბას­თან. ასე რომ, ის ბავ­შვო­ბი­დან­ვე ეზი­ა­რა პატრიოტიზ­მის იდე­ებს. ამან დიდი გავ­ლე­ნა იქო­ნია მწე­რალ­ზე. მალე მისი ოჯა­ხი ვარ­შა­ვა­ში გა­და­ვი­და. იქ და­ამ­თავ­რა სენ­კე­ვიჩ­მა გიმ­ნა­ზია და შე­ვი­და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ჯერ სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტეტ­ზე მო­ე­წყო, მაგ­რამ მალე ფი­ლო­ლო­გი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ზე გა­და­ვი­და. სენ­კე­ვი­ჩის სამ­წერ­ლო მოღ­ვა­წე­ო­ბა­ზე გავ­ლე­ნა იქო­ნია ე.წ. ვარ­შა­ვის პო­ზი­ტი­ვიზ­მმა. ვარ­შა­ვე­ლი პოზიტივის­ტე­ბი ლი­ბე­რა­ლუ­რი ბურ­ჟუ­ა­ზი­ის იდე­ო­ლო­გე­ბი იყ­ვნენ და ზო­მი­ერ ბურ­ჟუ­ა­ზი­ულ პროგ­რესს უჭერ­დნენ მხარს. ისი­ნი იყ­ვნენ ხალ­ხის მა­სე­ბის გა­ნათ­ლე­ბის მომ­ხრე­ნი, მოითხოვდნენ პი­როვ­ნე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბას, ქალ­თა თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბას, მრეწ­ვე­ლო­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ტექ­ნი­კის გან­ვი­თა­რე­ბას; ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბოდ­ნენ ბრძო­ლის რე­ვო­ლუ­ცი­ურ ფორ­მებს. სენ­კე­ვი­ჩის პირ­ველ ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში სწო­რედ ვარ­შა­ველ პო­ზი­ტი­ვის­ტთა იდე­ე­ბის გამო­ძა­ხი­ლი იგრძნობა. 

1876 წელს მწე­რალ­მა აშშ-ში იმოგ­ზა­უ­რა და იქა­უ­რი ცხოვ­რე­ბა აღ­წე­რა რე­ა­ლის­ტურ, დახვეწილი იუ­მო­რით შე­ზა­ვე­ბულ სა­მოგ­ზა­უ­რო შე­ნიშ­ვნებ­ში, კო­რეს­პონ­დენ­ცი­ებ­სა და ნოველებ­ში. 1879 წელს იგი ვარ­შა­ვა­ში დაბ­რუნ­და და ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მოღ­ვა­წე­ო­ბა გა­ნაგ­რძო. 1875–1882 წლებ­ში და­წე­რილ ნო­ვე­ლებ­ში რე­ა­ლიზ­მის ძლი­ე­რი გავ­ლე­ნა ჩანს. 1882 წელს, როდესაც პო­ლო­ნეთ­ში რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი გან­წყო­ბის აღ­მავ­ლო­ბა იგ­რძნო­ბო­და, სენ­კე­ვი­ჩი ისტორი­ულ წარ­სულს მი­უბ­რუნ­და. მისი აზ­რით, უბად­რუ­კი თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა ვერ უძ­ლებ­და ძლე­ვა­მო­სილ წარ­სულ­თან შე­და­რე­ბას. ამ გან­წყო­ბი­ლე­ბის შე­დე­გია ის­ტო­რი­უ­ლი რო­მა­ნე­ბი „ცეცხლი­თა და მახ­ვი­ლი­თა“ (1883), „წარ­ღვნა“ (1886), „პან ვო­ლო­დი­ევ­სკი“ და ნე­რო­ნის ეპოქისად­მი მი­ძღვნი­ლი რო­მა­ნი „ვიდ­რე ჰხვალ?“ (1896). 1893 წელს მან იტა­ლი­ა­ში იმოგ­ზა­უ­რა. 1894 წლი­დან უკვე სე­რი­ოზ­უ­ლად სწავ­ლობ­და ძველ რო­მელ ის­ტო­რი­კო­სებს, გან­სა­კუთ­რე­ბით, ტა­ცი­ტუსს. ამ ნა­წარ­მო­ე­ბის აშ­კა­რა კა­თო­ლი­კურ­მა ტენ­დენ­ცი­ამ სენ­კე­ვიჩს ვერ მო­უ­პო­ვა პროგრე­სუ­ლი კრი­ტი­კის მხარ­და­ჭე­რა, მაგ­რამ ვერც კლე­რი­კა­ლურ-არის­ტოკ­რა­ტი­უ­ლი წრე­ე­ბის გული მო­ი­გო.

დღეს მისი რომანები მუდმივად ითარგმნება და გამოიცემა სხვადასხვა ენაზე. მწერალი მსოფლიო კლასიკოსად არის აღიარებული. 

 R