მენინგიომები ნერვული სისტემის სიმსივნეების ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს პაციენტის ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხზე. მენინგიომის შესახებ ინფორმაციის ფლობა, დიაგნოზი და მკურნალობა მნიშვნელოვანი გამოწვევაა თანამედროვე მედიცინისთვის. სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ ბრიტანეთში მოღვაწე წამყვან ნეიროქირურგ არჩილ ერისთავთან, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს მენინგიომების დიაგნოსტიკასა და ქირურგიულ მკურნალობაში. ჩვენი ინტერვიუერი შეეცდება გაარკვიოს, როგორ მიმდინარეობს მენინგიომების აღმოჩენა, რა სიახლეები და ინოვაციებია ამ სფეროში და როგორია პაციენტების რეაბილიტაციის პროცესები.
- ბატონო არჩილ, მადლობა, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე. მოდით, დავიწყოთ ზოგადი ინფორმაციით, რა არის მენინგიომა?
- მენინგიომა არის თავის ან ზურგის ტვინის გარსიდან წარმოქმნილი სიმსივნე. მენინგიომა არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ინტრაკრანიალური სიმსივნე. იგი, ჩვეულებრივ, კეთილთვისებიანია და ნელა მზარდი, თუმცა, იშვიათად, მენინგიომა შეიძლება იყოს ატიპიური ან ავთვისებიანი, ამ შემთხვევაში ის უფრო აგრესიულად იზრდება.
- რა არის მენინგიომის სიმპტომები? რას უნდა მიავაქციოთ ყურადღება?
- მენინგიომის სიმპტომები დამოკიდებულია სიმსივნის მდებარეობაზე და/ან ზომაზე. ზოგიერთ შემთხვევებში, მენინგიომამ შეიძლება არ გამოიწვიოს სიმპტომები და აღმოჩენილ იქნეს შემთხვევით, როდესაც პაციენტი სხვა მიზეზით გადის გამოკვლევას. მენინგიომის ხშირ სიმპტომებს მიეკუთვნება:
- როგორ ხდება მენინგიომის დიაგნოსტიკა?
- როგორ ხდება მენინგიომის მკურნალობა დღეს? რა ვარიანტები აქვს პაციენტს, თუ მას დაუდგინდა მენინგიომა?
- მკურნალობა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის, სიმსივნის ზომასა და მდებარეობაზე, ასევე, პაციენტის სიმპტომებსა და საერთო ჯანმრთელობაზე. მკურნალობის საერთო ვარიანტები მოიცავს:
- როგორც წესი, რა პროგნოზი არსებობს პაციენტებისთვის?
- კეთილთვისებიანი მენინგიომის მქონე პაციენტებისთვის პროგნოზი ზოგადად კარგია, მრტ დინამიკაში რეკომენდებულია რეციდივის გამოსარიცხად. ატიპიური ან ავთვისებიანი მენინგიომის მქონე პაციენტებისთვის პროგნოზი განსხვავებულია და ისინი საჭიროებენ შედარებით ხშირ მონიტორინგს.
- ბატონო არჩილ, მადლობას გიხდით გაზიარებული ინფორმაციისთვის მენინგიომების შესახებ. რამეს ხომ არ დაამატებთ ინტერვიუს დასასრულს?
- მენინგიომა საჭიროებს დროულ დიაგნოსტიკას და მკურნალობას. თუ თქვენ ან თქვენს ახლობელს გაქვთ მენინგიომის სიმპტომები, მიმართეთ ექიმს დროულად. თანამედროვე დიაგნოსტიკა და მკურნალობა უზრუნველყოფს წარმატებულ შედეგებს და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
ნეიროქურგ არჩილ ერისთავთან კონსულტაციისთვის დაუკავშირდით:
Tel: +995 599820404
Email: contact@neurosurgeon.ge
არჩილ ერისთავი - ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი ნეიროქირურგი, 22-წლიანი გამოცდილებით; მისი სპეციალიზაცია მოიცავს თავის ტვინის, ზურგის ტვინის, ხერხემლის და პერიფერიული ნერვული სისტემის მკურნალობას, როგორიც არის ცენტრალური ნერვული სისტემის ონკოლოგია, სისხლძარღვოვანი პათოლოგიები, ხერხემლის დეგენერაციული და პერიფერიული ნერვული სისტემის სხვა დაზიანებები. ჩატარებული აქვს 1500-ზე მეტი ოპერაცია, მათ შორის, თავის ტვინის ოპერაცია გაღვიძებულ პაციენტზე ანუ ცნობიერი კრანიოტომია საქართველოში.
NS