საიზოლაციო ლენტი პირველი კატეგორიის მკერდისთვის (+ფოტო) - Marao

საიზოლაციო ლენტი პირველი კატეგორიის მკერდისთვის (+ფოტო)

2013-03-14 12:30:27+04:00

მინიმალიზმის სტილში შესრულებული ნიკი მინაჟის კოსტიუმი ბოლო დროის ჰიტად იქცა. ბლუზის მაგივრად ცნობილ რეპერ ქალს მიმაგრებული ჰქონდა ლენტები, რომლებიც ასე თუ ისე "იცავდა მის მოკრძალებულობას".

იხილეთ ფოტოგალერეა

ნიკი – ერთადერთი ცნობილი ქალი არ არის, რომელსაც საკანცელარიო ნივთები შთააგონებს ჩაცმულობისას.

მაგალითად, ლედი გაგას არაერთხელ მიუმართავს წებოვანი ლენტისთვის იმისათვის, რომ მკერდის თავები დაეფარა. ალბათ, საკანცელარიო ნივთების მწარმოებლები უნდა დაფიქრდნენ თავიანთ სარეკლამო კამპანიაში მომღერლის მიწვევაზე.

რიანა რომ არ ერიდება სხეულის შიშველი ნაწილების დემონსტრირებას, ეს ყველამ იცის. ვარსკვლავმა კუნძულ ბარბადოსიდან თავისი მრგვალი ფორმების დასაფარავად "პირატის" შავი ლენტები გამოიყენა.

ლენტის ოთხი ნაჭერი სიმბოლურად ფარავდა მსახიობ ემი სმარტის შიშველ სხეულს. ტეილორ მომსენმა კი მოახერხა, თავისი ჩაცმულობით ერთდროულად ორი ტენდენცია წარმოედგინა – გამოეჩინა მკერდი გვერდიდან მაისურის ჭრილში და დაეფარა მკერდის თავები წებოვანი ლენტით.

რომ არა ქაღალდის მისაკრავები, აშკარად მოპარული ვიღაცის ოფისიდან, კელი ოსბორნი ამ ჩაცმულობით მკაცრ ბიბლიოთეკარს დაემსგავსებოდა.

ნაომი კემპბელი – წითელი ხალიჩის პროფესიონალია. და მაინც, სუპერმოდელს გაეპარა ლაფსუსი, როცა მკერდის ნაწილი დასაკრავი ლენტებით დაიფარა.

რაც შეეხება პინკს, ის არასოდეს ეძებს: პირდაპირ მიემართება ელექტრომონტიორის ინსტრუმენტების ყუთისკენ, სადაც შიშველი მკერდის დასაფარავად აუცილებლად აღმოაჩენს საიზოლაციო ლენტს.