"ოჯახი" - ნიცა თავაძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს - Marao

საოჯახო ფოტოალბომი - ნიცა თავაძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

2024-07-01 10:12:09+04:00

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მერ­ვე­დფი­ნალ­ში სა­ქარ­თვე­ლო ეს­პა­ნეთს და­უ­პი­რის­პირ­და და ან­გა­რი­შით 4-1 და­მარ­ცხდა.

პირ­ვე­ლი ტა­ი­მი ფრედ, 1:1 დას­რულ­და. მე­ო­რე ტა­იმ­ში ეს­პა­ნეთ­მა წნე­ხი გა­აძ­ლი­ე­რა და კი­დევ უფრო დიდი უპი­რა­ტე­სო­ბის მო­პო­ვე­ბა შეძ­ლო. სწრაფ კონ­ტრშე­ტე­ვა­ზე ან­გა­რი­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა გახ­სნა, გოლი სა­კუ­თარ კარ­ში მეთ­ვრა­მე­ტე წუთ­ზე ლე ნორ­მან­დმა შე­აგ­დო.

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე პირ­ვე­ლი მატ­ჩი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა 18 ივ­ნისს, თურ­ქეთ­თან გა­მარ­თა და 1:3 და­მარ­ცხდა, ხოლო 22 ივ­ნისს ჩე­ხე­თის ნაკ­რებ­თან შეხ­ვედ­რა ფრედ, 1:1 და­ას­რუ­ლა და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე პირ­ვე­ლი ქულა მო­ი­პო­ვა. 26 ივ­ნისს კი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის მე­სა­მე მატჩში პორ­ტუ­გა­ლია 2:0 და­ა­მარ­ცხა და პლეი-ოფში გა­ვი­და.

  • "ქართველებო, თქვენ მოგმართავთ" - “ნაპოლის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ 
  • "ყოველდღე მენატრება ჩემი სახლი, მაგრამ ახლა ვგრძნობ, რომ ჩემი სახლი იტალიაშიც არის" - ხვიჩა კვარაცხელია 

ამჯერად ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლე ნიცა თავაძე ოჯახურ ფოტოს გვიზიარებს: 

ხვიჩა კვარაცხელია  

წარმატებული ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა, ამის მიზეზი კი, მისი სპორტული წარმატების გარდა, პირადი ცხოვრებაცაა. ფეხბურთელის რჩეული უმშვენიერესი ნიცა თავაძეა, რომელიც მომავალი ექიმია და ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე გულშემატკივარი.

15 ოქტომბერს ხვიჩა იტალიიდან საქართველოში კვიპროსთან მატჩისთვის ჩამოვიდა, 16 ოქტომბერს კი მან და ნიცამ იქორწინეს. წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, რომლის სტუმრები მანამდეც ხშირად იყვნენ. საქორწინო წვეულებას სულ 60 ადამიანი, ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები დაესწრნენ.

საღამო არ გამოირჩეოდა პომპეზურობით, წყვილმა პატარა ზომის ტორტი გაჭრა, ტრადიციული ქართული ცეკვა შეასრულა და სტუმრებთან ერთად იმხიარულა.

მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მოკრძალებული ქორწილი გადაიხადა, იტალიური მედია ვარსკვლავური წყვილის შესახებ მაინც ბევრს წერს:  „ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოში იქორწინა. მისი რჩეული 21 წლის სამედიცინოს სტუდენტი ნიცა თავაძეა. წყვილმა ჯვარი დაიწერა… კვარაცხელიამ თავისი ყველაზე დიდი ოცნება აიხდინა, დაქორწინდა თავის სიყვარულზე, რომელსაც გოლებს უძღვნის, სიმბოლოთი N“. – წერდა იტალიური მედია.

გავრცელდა კადრები იმის შესახებაც, თუ როგორ გამოიყურება სახლი, სადაც ნიცა და ხვიჩა იცხოვრებენ. როგორც ცნობილია, ქორწილის მეორე დღეს ისინი იტალიაში გაემგზავრნენ და ნეაპოლში დაბინავდნენ. მათი სახლი მყუდროა, ზღვის ხედით.