"ზღაპრის გმირი - დათი" - ზურიკო დავითაშვილი მამის ამპლუაში და ოჯახური კადრები - Marao

"ზღაპრის გმირი - დათი" - ზურიკო დავითაშვილი მამის ამპლუაში და ოჯახური კადრები

2024-07-03 12:36:17+04:00

წარმატებული ქართველი ფეხბურთელის, ზურიკო დავითაშვილის მეუღლე მია გზირიშვილი სოციალურ ქსელში ოჯახურ კადრებს აქვეყნებს. ისინი პატარა დათისთან ერთად ბორდოს ზღვისპირა კურორტს, Arcanchon-ს სტუმრობდნენ. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ფრანგულ გუნდ "ბორდოში" 2022 წლიდან თამაშობს, მასთან ერთად კი საფრანგეთში მისი მეუღლე და შვილი ცხოვრობენ. 

მია გზირიშვილსა და ზურიკო დავითაშვილს პირველი შვილი, დათი, სულ ცოტა ხნის წინ შეეძინათ. დათი უკვე გახდა მამის გულშემატკივარი და ზოგჯერ თამაშებსაც ესწრება. ამჯერად კი მშობლები მის ახალ ფოტოებს გვიზიარებენ: 

ზურიკო დავითაშვილის ოჯახი 

კითხვაზე, როგორ გაიცნო მომავალი მეუღლე, ზურიკო იხსენებდა: „რუბინში“ დავბრუნდი, ვიცოდი, რომ ერთი თვე ვრჩებოდი იქ და მერე სხვა გუნდში უნდა წავსულიყავი. მე და კვარა ერთ ოთახში ვიყავით. იმ პერიოდში მას უკვე ჰყავდა შეყვარებული. სულ ვუყურებდი, რომ ლაპარაკობდა და ჩვენ ისე აღარ ვკონტაქტობდით, როგორც ადრე, შეიძლება ითქვას, რომ ნიცამ „წამართვა“ კვარა. ნიცას ჰყავდა დაქალი მია. ფოტოები ვნახე და მომეწონა, მოვილაპარაკეთ, რომ უნდა გამეცნო. მაგრამ დაგეგმილად ხომ ვერაფერი მოხდებოდა. კვარას და ნიცას დახმარებით გავიცანი მია და პირველივე დღიდან ისე წავიდა ყველაფერი, რომ უკვე ეტყობოდა, როგორ განვითარდებოდა სიტუაცია. მია ბევრ რამეში დამეხმარა. ეგ პერიოდი მქონდა რთული“. – ამბობდა ზურიკო დავითაშვილი.

  • „სამი წელი ერთად, მიყვარხარ“ - ზურიკო დავითაშვილის მეუღლე ახალ კადრებს გვიზიარებს 

 ზურიკოს და მიას პატარა დათი 2023 წლის ნოემბერში შეეძინათ. მამობა კი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ბევრი ცვლილების მომტანო აღმოჩნდა: 

"იმ დრო­ის­თვის, რო­დე­საც ბავ­შვი ჩნდე­ბო­და, არ ვი­ყა­ვი ოჯახ­თან ერ­თად. ვი­ყა­ვი შეკ­რე­ბა­ზე, ბი­ჭებ­თან ერ­თად. მე­უღ­ლე­მაც მი­თხრა, წა­დიო... მა­მო­ბა სა­ოც­რე­ბაა, ეს ყვე­ლამ იცის, მაგ­რამ ჩვე­ნი სპორ­ტი ასე­თია, პა­ტა­რა მსხვერ­პლის გა­ღე­ბაც გი­წევს. შე­მეძ­ლო, რომ დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი კი­დეც, მაგ­რამ ზუს­ტა­დაც არ ვი­ცო­დით, რო­დის და­ი­ბა­დე­ბო­და. არა­ნა­ი­რი რთუ­ლი მო­მენ­ტი არ გვქო­ნია, რო­გორც გი­თხა­რით, მე­უღ­ლემ მირ­ჩია, რომ წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. მად­ლო­ბა მას, თო­რემ მე შე­იძ­ლე­ბა დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი...

  • "იტალიური არდადეგები" - ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი მეუღლეებთან ერთად მოგზაურობენ 

ბავშვები ძალიან მიყვარს, ამიტომ მამობას მარტივად შევეგუე... მეუღლეს ყველაფერში ვეხმარები", - ამბობდა ზურიკო. დათი დავითაშვილი საქართველოს ისტორიული გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის მეორე დღეს მოინათლა, მისი ერთ-ერთი ნათლია კი ზურიკოს მეგობარი, ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა. 

  • არამხოლოდ მოედანზე, პირად ცხოვრებაშიც წარმატებულები - ვინ არიან ქართველი ვარსკვლავების უმშვენიერესი მეორე ნახევრები