ნამზეური, რომელიც ქალების ასე ძალიან უყვართ, რეალურად ორგანიზმის დამცველობითი რეაქციაა მზის დასხივებაზე. ამ პროცესში აქტიურდება მელანინის გამოყოფა, რომელიც ორგანიზმს გრძელტალღიანი ულტრაიისფერი სხივებისგან იცავს. სწორედ ის აძლევს კანს ოქროსფერ შეფერილობას.
რუჯის მიღებას თავისი წესები აქვს, რომელსაც ხშირად სათანადო ყურადღებას არ ან ვერ აქცევენ. სწორედ ამიტომ ხდება კანის დამწვრობა და სხვა პრობლემები, რომლებსაც ავტომატურად ნამზეურს უკავშირებენ. ეს კი არასწორი მიდგომაა. კანის პრობლემები იმ შეცდომების ბრალია, რომლებსაც ქალების დიდი ნაწილი გარუჯვის დროს უშვებს. ამჯერად სწორედ ამ შეცდომებზე გესაუბრებით.
მზისგან დამცავის გამოყენებაზე უარის თქმა - თანამედროვე კვლევებით დადასტურებულია, რომ მზისგან დამცავი ადამიანებს არა მხოლოდ ზღვასა და აუზზე, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებასა და ზამთარშიც კი სჭირდებათ. მისი უარყოფა კი უდიდესი შეცდომაა, რომლის შედეგსაც გარკვეული პერიოდის შემდეგ საკუთარ კანზე დაინახავთ. მზისგან დამცავი საშუალებების გამოტოვება არა მხოლოდ ზრდის მტკივნეული დამწვრობის რისკს, არამედ აჩქარებს კანის დაბერებას, ხელს უწყობს პიგმენტური ლაქების გაჩენას და ახდენს კანის კიბოს პროვოცირებას. აუცილებელია, გამოიყენოთ ფართო სპექტრის დამცავი, რომელიც უზრუნველყოფს როგორც UVA, ასევე UVB სხივებისგან დაცვას.
ყურადღება უნდა მიაქციოთ მზისგან დამცავი საშუალების გამოყენების წესებსაც. ის უნდა გაიახლოთ ყოველ 2 საათში, განსაკუთრებით კი, ცურვისა და ჭარბი ოფლიანობის დროს. მზისგან დამცავი კრემი სახესა და სხეულზე უნდა გადაინაწილოთ საკმაოდ სქელ ფენად, რომ მან ფუნქცია სათანადოდ შეასრულოს.
მზისგან დამცავის შეძენამდე დააკვირდით მის შემადგენლობას. Missha-ს მზისგან დამცავი Aqua SPF50+ კრემის ფორმულა შექმნილია 75%-ით წყლისგან, რაც ეხმარება კანს დატენიანებასა და სირბილეში. დამცავს აქვს ფართო სპექტრის SPF, რაც იცავს კანს საზიანო UVA/UVB სხივებისაგან, ხელს უშლის კანის დაწვასა და პიგმენტური ლაქების წარმოქმნას. დერმატოლოგების მიერ შემოწმებული ფორმულა არის არაკომედოგენური, არ შეიცავს PABA მჟავას, რის გამოც, არ იწვევს ფორების ბლოკირებას. სწრაფად შეიწოვება, არ პრიალებს და ტოვებს ნაზ, ხავერდოვან ეფექტს კანზე. მზისგან დამცავი საშუალება შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც სახის კანზე, ასევე ტანზე. გამოყენებისთანავე პროდუქტი მომენტალურად აგრილებს კანს.
გარუჯვის კანის მოუმზადებლად დაწყება - თუ გსურთ თქვენი რუჯი თანაბარი და მბზინავი იყოს, მაშინ კანის წინასწარ მომზადება აუცილებელი ეტაპია. კანი უამრავი შრისგან შედგება და ზედაპირული შრეების აქერცვლა ბუნებრივი პროცესია. კანის ზედაპირზე არსებული მკვდარი უჯრედები კი მოქმედებენ, როგორც ბარიერი და ხელს უშლის თანაბარი, გლუვი შეფერილობის მიღებას. მხოლოდ წინასწარ კარგად მომზადებული კანით მიიღებთ უნაკლო რუჯს. ამისთვის უნდა გამოიყენოთ სკრაბი, რომელსაც საკმაოდ ძლიერი მოქმედება ექნება. თუმცა მისი შერჩევისას აუცილებლად გაითვალისწინეთ თქვენი კანის ტიპიც. მაგალითად, Martiderm-ის სახის ექსფოლიანტი სკრაბი განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის. მისი ფორმულა, რომელიც დაფუძნებულია ალუმინის ოქსიდისა და სილიციუმის გრანულების საფუძველზე, უზრუნველყოფს პილინგის ეფექტს, ხელს უწყობს ფორების გახსნასა და ცხიმის გამოდევნას. სახის სკრაბი განსაკუთრებული ტექსტურითა და გრანულებით, ღრმად წმენდს კანს. აქრობს ლაქებს, აცილებს კანის მკვდარ უჯრედებს და აკნეს შემდგომ ნაწიბურებს. გამოყენების შემდგომ კანი რბილი და ერთგვაროვანია. დაიტანეთ საშუალება, მასაჟური მოძრაობით გადაინაწილეთ სახეზე, გაიჩერეთ 20-30 წამი და შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით. სასურველია რუჯამდე კანის მომზადება 1 კვირით ადრე მაინც დაიწყოთ.
გარუჯვის შემდეგ კანის არასაკმარისად დატენიანება - გარუჯვა კანისთვის არასტანდარტული მდგომარეობაა. შესაბამისად, რუჯის დროს კანს გაძლიერებული დატენიანება სჭირდება. მზისგან დამცავი დამწვრობისა და კანის სხვა პრობლემებისგან გიცავთ, მაგრამ არა მისი გამოშრობისგან. სწორედ ამიტომ დიდი ყურადღებით უნდა შეარჩიოთ ის დამატენიანებელი, რომელსაც ინტენსიური გარუჯვის ან რუჯის შემდგომ პერიოდში გამოიყენებთ. Ziaja-ს SUN გარუჯვის გამახანგრძლივებელი გელი (After Sun Tan Prolonger) გამოიყენება ყველა ტიპის კანისთვის მზეზე ყოფნის შემდეგ. ახანგრძლივებს რუჯს და ანიჭებს კანს აბრეშუმისებრ სირბილეს. შესანიშნავად კვებავს და ატენიანებს კანს. ამშვიდებს გაღიზიანებას. უზრუნველყოფს კანის კვებას, აჩქარებს უჯრედების რეგენერაციის პროცესს, აქვს სასიამოვნო გამაგრილებელი ეფექტი. შეიცავს პროვიტამინ B5 (D-პანთენოლი) , შიის კარაქს. ასევე, არ დაგავიწყდეთ დიდი რაოდენობით წყლის მიღებაც, რაც კანის შინაგან დატენიანებას უზრუნველყოფს.
ამ მარტივი წესების გათვალისწინებით, თქვენი ნამზეური დიდხანს მოგანიჭებთ სიამოვნებას.
R