ჩვენს დროში, ინტერნეტის დამსახურებით, ძვირად ღირებული მოდური ჟურნალების შეძენა სულაც აღარაა საჭირო შესაფერისი სტილის აღმოსაჩენად, ისინი დღესდღეობით უკვე სოციალურმა ქსელმა ჩაანაცვლა. თუ "ინსტაგრამზე" გემოვნებიან და დახვეწილ მოდის მიმდევარ გოგონებს „გამოიწერთ“, ტრენდული სამოსის განსხვავება არ გაგიჭირდებათ.
ჩაინიშნეთ ტოპ 10 გემოვნებიანი და მოდური ქალი, რომლებსაც თვალი უნდა ადევნოთ.
ანუკი გამორჩეული სტილის გამო მოდურად ჩაცმის მოყვარულების ინსპირაციის წყაროდ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ იტალიაში, საფრანგეთსა და უკრაინაშიც იქცა.
სალომე ღვინიაშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებს და გამომწერების მხრიდან ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. იგი უკვე არაერთი წელია, საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი სახეა.
ჟურნალისტი და მოდელი ნინუცა ორჯონიკიძე წლების მანძილზე ცხოვრობდა რუსეთში და იქ მოდის ბლოგერი იყო. იქვე დაქორწინდა რუსეთში ცნობილი მილიარდერის, სოსო ორჯონიკიძის ვაჟზე, ნიკა ორჯონიკიძეზე. ის ცნობილი ქართველი ოჯახის რძალია. დედამთილი, ქეთევან ორჯონიკიძე, ჯერ კიდევ წლების წინ მუშაობდა „პირველ არხზე“; მამამთილი, სოსო ორჯონიკიძე კი წლების განმავლობაში რუსეთის დედაქალაქის ვიცე-მერი იყო. ის რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მდიდარი ადამიანია.
ლელა მებურიშვილს საზოგადოება კარგად იცნობს. ლელას სხვადასხვა დროს მონაწილეობა არაერთ ტელესერიალსა და სპექტაკლში აქვს მიღებული. მსახიობმა 2013 წელს ბაჩო საგანელიძეზე იქორწინა და მათ ორი შვილი, ლილიკო და ალექსანდრე ჰყავთ. რამდენიმე თვის წინ ლელამ ხალხს აცნობა, რომ ის და მისი მეუღლე, შვილებთან ერთად, ბრიტანეთში აპირებდნენ საცხოვრებლად გადასვლას.
რეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე უვე 29 წელია, ერთად არიან.
„ჯერ კიდევ ერთი სასწავლო წელი მქონდა დარჩენილი, როცა გავთხოვდი. მე და რეზი ძალიან დიდი ხანი ვიცნობდით ერთმანეთს, ვმეგობრობდით და როგორ გადაიზარდა ურთიერთობა სიყვარულში, ვერ მივხვდით. როცა აღმოვაჩინეთ, რომ გვიყვარდა ერთმანეთი, დავქორწინდით.
გამორჩეული სილამაზის მქონე ქართველი დიზაინერი მაკა ასათიანი, რომელიც უკვე წლებია საზღვარგარეთ მოღვაწეობს, პირად ცხოვრებაზე მედიასთან ბევრს არ საუბრობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისი ოჯახი მაინც მუდმივად ყურადღების ცენტრშია. ცნობილი დიზაინერის შვილები პოპულარულები არიან და მიუხედავად მათი ასაკისა, წარმატებულად ცხოვრობენ.
ჯანეტ ქერდიყოშვილი ფართო საზოგადოებამ 2011 წელს გაიცნო, როცა "მის საქართველო 2011"-ის ტიტული მოიპოვა. უმშვენიერეს ჯანეტს ხშირად იწვევდნენ გადაცემებში და მისი განცხადებები ოჯახისა და ოჯახში ცოლ-ქმრის როლების შესახებ არაერთხელ გახდა კრიტიკისა და გნხილვის საგანი.
თაკო ნაცვლიშვილი ერთ-ერთი პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან ითანამშრომლა. მოდელობა 14 წლის ასაკში დაიწყო ქართულ სამოდელო სააგენტო „ლუქმოდელს მენეჯმენტში“. მისი ბრწყინვალე სამოდელო კარიერა ბევრი გოგონასთვის საოცნებო და იმედისმომცემია.
მოდელი და ტელეწამყვანი დღემდე იდეალურ ფორმაშია. რუსა მუდამ თავს უვლის და ფორმაში ყოფნასთან ერთად, სხვა უამრავ საქმეს ასწრებს. რუსა ტელეეკრანებზე უკვე იშვიათად ჩნდება, თუმცა სოციალური ქსელიდან ჩანს, რომ ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობას არ წყვეტს და დღემდე რამდენიმე ქართული ბრენდის სახეა.
ლიკუნა მეტრეველი
ლიკუნა მეტრეველი პროფესიით იურისტია, თუმცა ოჯახური ცხოვრებისა და კარიერის გარდა, ის მოდელის პროფესიასაც წარმატებით ითავსებს და სხვადასხვა დიზაინერის ჩვენებებსა და გადაღებებშიც იღებს მონაწილეობას.