ფრანგი მსახიობი, მომღერალი, სცენარისტი, რეჟისორი და სოციალისტი ჟანა მორო 1928 წლის 23 იანვარს, ლუდის რესტორნის მმართველისა და კაბარეს მოცეკვავის ოჯახში დაიბადა.
როდესაც ჟანა ახალგაზრდა გოგონა იყო, ოჯახი საცხოვრებლად სამხრეთით ვიშიში გადავიდა - "იქ მშვენიერი იყო", - იხსენებდა მოგვიანებით მსახიობი. მეორე მსოფლიო ომის დროს, დედასთან ერთად ცხოვრობდა პარიზში. 16 წლის ასაკში, ჟან ანუილის სპექტაკლს დაესწრო და სწორედ მაშინ გადაწყვიტა მსახიობობა.

კარიერა
მისი პირველი სამსახიობო დებიუტი თეატრში შედგა. 20 წლის ასაკში უკვე თეატრის ჯგუფის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი ქალი იყო. თუმცა, მას პოპულარობა კინოროლებმა მოუტანეს. იგი იყო ვენეციის, კანის და ბერლინის კინოფესტივალების ლაურეატი.მისი ყველაზე პოპულარული კინოფილმებია "ლიფტი ეშაფოტზე", "საყვარლები", "ჟული და ჯიმი", "პატარძალი იყო შავებში" და "მოახლის დღიური".

მორომ განაგრძო მუშაობა ახალი ტალღის და ავანგარდიზმის ბევრ ცნობილ რეჟისორთან. ფრანსუა ტრიუფოს ფილმი Jules et Jim (1962), მას უდიდესი წარმატება მოუტანა საერთაშორისო დონეზე. იგი ასევე მუშაობდა სხვა ცნობილ რეჟისორებთან, როგორებიცაა მიქელანჯელო ანტონიონი ( La notte და Beyond the Clouds ), ორსონ უელსი ( The Trial , Chimes at Midnight and The Immortal Story ), ლუის ბუნიუელი ( Diary of a Chambermaid ), ელია კაზანი ( უკანასკნელი მაგნატი ), რაინერ ვერნერ ფასბინდერი ( Qerelle ), ვიმ ვენდერსი ( მსოფლიოს დასასრულამდე ), კარლ ფორმენი ( ჩემპიონი და გამარჯვებულები ) და მანოელ დე ოლივეირა ( Gebo et l'Ombre ).

1983 წელს იყო ბერლინის 33-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის ხელმძღვანელი . 2005 წელს მას მიენიჭა სტანისლავსკის პრემია მოსკოვის 27-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე.
მორო მუსიკითაც იყო გატაცებული და არაჩვეულებრივად მღერდა. მისი ნიჭი შეუმჩნეველი არ დარჩენილა და ფრენკ სინატრასთან ერთად ალბომი გამოუშვა. მსახიობობის გარდა, მორო მუშაობდა კამერის მიღმა, როგორც სცენარისტი, რეჟისორი და პროდიუსერი.

პირადი ცხოვრება
მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში მორო მეგობრობდა ისეთ გამოჩენილ მწერლებთან, როგორებიცაა ჟან კოკტო , ჟან ჟენე , ჰენრი მილერი და მარგარიტ დიურასი.

დაქორწინებული ჟან-ლუი რიჩარდზე, რომელთანაც ერთი ვაჟი შეეძინა. შემდეგ კი ამერიკელ კინორეჟისორ უილიამ ფრიდკინზე. ცნობილია, რომ რეჟისორმა ტონი რიჩარდსონმა ცოლი ვანესა რედგრეივი ჟანას გამო დატოვა, მაგრამ ისინი არასოდეს დაქორწინდნენ. მას ასევე ჰქონდა ურთიერთობა რეჟისორებთან ლუი მალთან და ფრანსუა ტრიუფოსთან და დიზაინერ პიერ კარდენთან.

მორო გარდაიცვალა 2017 წლის 31 ივლისს, პარიზში, საკუთარ სახლში, 89 წლის ასაკში. მისი ცხედარი აღმოაჩინა დამლაგებელმა. მსახიობმა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე განაცხადა, რომ თავს „მიტოვებულად“ გრძნობდა, რადგან მოქმედება აღარ შეეძლო.