ნინო ჩხეიძე შვილთან, მარიამ კორახაშვილთან ერთად, "დისნეილენდში" მოგზაურობს და კადრებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„დღევანდელი დღე ულამაზესი და ზღაპრული გამოვიდა!…უდიდესი ბედნიერებით და კარგი ემოციებით დავიმუხტეთ დისნეილენდში მოგზაურობისგან“, – წერს ნინო ჩხეიძე.
ნინო ჩხეიძე
ნინო ჩხეიძე დაიბადა 1981 წლის 6 ივნისს, ქალაქ თბილისში, პროფესიით ეკონომისტის — გია ჩხეიძისა და მათემატიკოსის — ქეთინო ქოჩიაშვილის ოჯახში. ბავშვობიდან დადიოდა პიონერთა სასახლეში. 1999 წელს დაამთავრა მეხუთე მუსიკალური სკოლა. 1999-2002 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტელე-ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, რის შემდეგაც სწავლა გააგრძელა მაგისტრატურაში იგივე განხრით. მისი პირველი სიმღერაა მაცაცო სებისკვერაძის „ჩემი გული შენია“. 2005 წელს ნინო ჩხეიძემ დაიწყო ქალაქური სიმღერების ჩაწერა, სადაც ჩაწერა ძველი ქალაქური სიმღერა „ჩემი გმირი გიწოდე“. შემდეგ ჩაწერა მარეხ გოძიაშვილის „წაღვერი და თბილისი“.
2006 წელს გამოვიდა ნინო ჩხეიძის პირველი ალბომი, სადაც შესული იყო 12 ძველი ქალაქური სიმღერები. 2007 წელს გამოვიდა მეორე ალბომი „უშენოდ“, სწორედ სიმღერა „უშენოდ“-ზე გადაიღო ჩხეიძემ ვიდეო რგოლი, რომლის რეჟისორები იყვნენ ბესო სოლომონაშვილი და ზვიად ალხანაიძე. 2008 წელს გამოვიდა კიდევ ორი ალბომი „ვიცი გიყვარვარ“ და საახალწლოდ ამავე წელს გამოუშვა კიდევ ერთი ალბომი „საუკეთესო სიმღერების კრებული“. 2008 წელს გადაიღო კიდევ ორი ვიდეო რგოლი სიმღერებზე „სანთელივით დავდნები“ და „ვიცი გიყვარვარ“ რამაზ ჩაჩანიძის რეჟისორობით. 2008 წლის 17 დეკემბერს გახსნა თავისი ხმის ჩამწერი სტუდია „ნიო სტუდიო“. 2009 წელს გამოვიდა კიდევ ორი ალბომი: ალბომი „5“ და ასევე „კარაოკე“.
2010 წელს გამოვიდა ალბომი „გამახარე“. 2010 წელს ნინო ჩხეიძე რადიო „აფხაზეთის ხმის“ მუსიკალური ხელმძღვანელი გახდა. 2011 წელს გამოვიდა ალბომი „მიყვარხარ ცამდე“. 2011 წელსვე ნინო ჩხეიძემ გადაიღო კიდევ ერთი ახალი ვიდეორგოლი, დუეტი ნინო ჩხეიძე და კაბუ „მიყვარხარ ცამდე“, რომლის რეჟისორი იყო ზურა მენთეშაშვილი. 2012 წელს ტელეკომპანია „იმედმა“ მიიწვია პირველ მეგა-პროექტ "ახალ ქართულ ხმაში" ერთ-ერთ მწვრთნელად. 2013 წელს გამოვიდა ალბომი „ნინო ჩხეიძე“. 2014-2017 წლებში ნინო ჩხეიძე იყო საავტორო მუსიკალური TV პროექტის — „საქართველოს ფანოღის“ იდეიისა და პროექტის ავტორი. 2015 წელს გამოვიდა კიდევ ერთი ახალი ალბომი „ნინო ჩხეიძე mp3“, სადაც შესულია მისი საუკეთესო სიმღერები. 2015 წელს გამოვიდა ალბომი „ნინო ჩხეიძე დუეტები“, სადაც შესულია დუეტები. 2016 წელს გამოვიდა ახალი ალბომი „ყველაფერი ხდება“. 2016 წელს შექმნა ბრენდი, რომელსაც დაარქვა NIO და აწარმოებს დღემდე ბრენდირებულ ქუდებს. 2017 წელს გამოვიდა ალბომი „ნინო ჩხეიძე“. 2018 წელს მიიღო მონაწილეობა პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“, ხოლო 2018 წელს შექმნა მუსიკალური ბენდი „NIO ბენდი".