"ადრე ხევსური ქალები წვრილ ნაწნავებს ატარებდნენ; რაც მეტი იქნებოდა ნაწნავი, მით უკეთესი იყო" - ნუცა ცისკარიშვილი - Marao

"ადრე ხევსური ქალები წვრილ ნაწნავებს ატარებდნენ; რაც მეტი იქნებოდა ნაწნავი, მით უკეთესი იყო" - ნუცა ცისკარიშვილი

2024-07-11 10:31:05+04:00

ბლოგერი ნუცა ცისკარიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, სადაც ხევსურული თავსამკაული და ვარცხნილობა ამშვენებს.

„პირველად 10 წლის წინ ვცადე შუბლზე ხევსურულად ნაწნავების გაკეთება… დიდად არც მაშინ გამომივიდა და ვერ ახლა დავიბრალებ, რომ შევძელი, მაგრამ მთავარია, რომ ვცადე… რამდენიმე დღის წინ გადაღება გვქონდა და ვჩქარობდი, ბევრი ნაწნავის წვრილად დაწვნა ვერ მოვახერხე, მაგრამ იმედია, შემდეგზე უკეთ გამომივა.

ხევსური ქალის ვარცხნილობა და თავსამკაული.

ადრე ხევსური ქალები წვრილ ნაწნავებს ატარებდნენ. რაც მეტი იქნებოდა ნაწნავი, მით უკეთესი იყო. ნაწნავები წინ, შუბლთან, ისე უნდა შეეკრათ, რომ ჯვარი გამოსახულიყო. თავზე მანდილს იხვევდნენ.

მე-20 ს-ის დასაწყისიდან დაიწყეს თმის მოკლედ შეჭრა და ნაცართვლით გაყვითლება. პირველ ხანებში სათაურაზე ნაწნავები იყო მიმაგრებული, რომელიც ნამდვილი თმის იერს წარმოქმნიდა. გასათხოვარი ქალები მხოლოდ სათაურას ატარებდნენ, გათხოვილები კი სათაურასთან ერთად მანდილსაც იხვევდნენ.

გლოვის დროს ქალებს ჰქონდა მანდილ-სათაურას დახურვის განსხვავებული წესი. გადმოცემით, ძველ დროს თეთრ მანდილს ატარებდნენ სათაურას გარეშე. სათაურა მოგვიანებით შემოიღეს ვარცხნილობის შეცვლასთან დაკავშირებით“, – წერს ნუცა ცისკარიშვილი.

  • "ყველაზე დიდი ძალა და იმედი – ოჯახი" - ნუცა ცისკარიშვილი ოჯახურ კადრებს გვიზიარებს 
  • "დედობა არ ნიშნავს საკუთარ ოცნებებსა და სურვილებზე უარის თქმას; კი, ნამდვილად რთულია, მაგრამ შესაძლებელი" - რა ვიდეოს აქვეყნებს ნუცა ცისკარიშვილი 

ნუცა ცისკარიშვილი

ნუცა ცის­კა­რიშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა ზღა­პარს ჰგავს, ისეთ ზღა­პარს, რო­მელ­ზეც ხში­რად გო­გო­ნე­ბი ბავ­შვო­ბა­ში ოც­ნე­ბო­ბენ. მე­ო­რე კურ­სზე იყო, რო­დე­საც გა­და­წყვი­ტა, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბა თავ­ზე წაკ­რუ­ლი მან­დი­ლით გა­მო­ე­ხა­ტა. თა­ვი­დან ყვე­ლას დრო­ე­ბი­თი გა­ტა­ცე­ბა ეგო­ნა, ოჯა­ხი კი ხალ­ხის არცთუ ისე სა­სი­ა­მოვ­ნო კო­მენ­ტა­რებ­ზე ნერ­ვი­უ­ლობ­და. გო­გო­ნას ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ამ იმი­ჯით და­ო­ჯა­ხე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბო­და. მას შემ­დეგ წლე­ბი გა­ვი­და და გო­გო­ნა მან­დი­ლით ცნო­ბი­ლი მწერ­ლის, ოტია იო­სე­ლი­ა­ნის შვი­ლიშ­ვი­ლის, უმ­ცრო­სი ოტი­ას მე­უღ­ლეა. 

წყვი­ლი ჯერ კი­დევ წლე­ბის წინ და­სახ­ლდა წყალ­ტუ­ბო­ში, მწერ­ლის კარ-მი­და­მო­ში და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას მიჰ­ყო ხელი. თა­ვი­დან ნუცა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გვერ­დით "ოტი­ას ეზო­თი“ გა­იც­ნო, სა­ი­და­ნაც მუ­დამ მოღი­მა­რი მან­დი­ლი­ა­ნი გო­გო­ნა გა­მომ­წე­რებს სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბებს უზი­ა­რებ­და.

მალე მიხ­ვდა, რომ პი­რა­დი სივ­რცეც აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო და ახა­ლი გვერ­დი "ნუ­ცას დღი­უ­რი“ გა­ა­კე­თა, სა­დაც უკვე ასი ათას­ზე მეტი "მეგ­ზუ­რი“ ჰყავს. ასე ეძა­ხის ნუცა თა­ვის გა­მომ­წე­რებს, რო­მელ­თაც ბოლო ორი თვეა შეც­ვლილ როლ­სა და ცხოვ­რე­ბა­ზე უყ­ვე­ბა. ოტი­ას და ნუ­ცას ოთხი წლის შემ­დეგ ნა­ნატ­რი შვი­ლი, დაჩი იო­სე­ლი­ა­ნი შე­ე­ძი­ნათ...