სულ ცოტა ხნის წინ მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი 42 წლის გახდა. მან კადრები წვეულებიდან მეგობრებსაც გაუზიარა, მოგვიანებით კი კანში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. შორენა ზაფხულს ოჯახის წევრებთან ერთად ატარებს. მასთან ერთადაა მისი და, ლელა ბეგაშვილიც.
შორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილი მსახიობი, ტელეწამყვანი და ფოტომოდელია, რომელიც ქართველმა მაყურებელმა წლების წინ გაიცნო და შეიყვარა. თამამი ფოტოებით, სკანდალური განცხადებებითა და ხმაურიანი პირადი ცხოვრებით ის არაერთხელ გამხდარა განხილვის ობიექტი, თუმცა გავრცელებულ ჭორებს თავად ყოველთვის სიმშვიდით ხვდებოდა.
შორენა ბეგაშვილმა დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. მუშაობდა ვაკის თეატრალურ სარდაფში, რუსთაველის თეატრალურ სარდაფში, თეატრ „გლობუსში“.
შორენას კარიერა პრაქტიკულად დაიწყო 2008 წლიდან, როდესაც ის „ფლეიბოისთვის“ გადაიღეს. 2009–2010 წლებში ჰქონდა საავტორო ხასიათის გადაცემა „ღამე შორენასთან“ (იმედი TV). გადაცემას ბევრი კრიტიკა მოჰყვა და მალევე დაიხურა კიდეც. „რუსთავი 2“-ის ეთერში ვანიკო თარხნიშვილთან ერთად მიჰყავდა გადაცემა „იღბლიანი ბორბალი“. 2020 წლის სექტემბრიდან "რუსთავი 2"-ზე მიჰყავს გადაცემა „შორენას ეფექტი“.
შორენა ბეგაშვილის ოჯახი
შორენა ბეგაშვილს ჰყავს ერთი ქალიშვილი, ევა ბარბაქაძე, რომელიც ზურაბ ბარბაქაძესთან ქორწინებაში 2001 წელს შეეძინა. რამდენიმე წლის წინ, უბედური შემთხვევის დროს, როცა ევა მაღალი სართულიდან გადავარდა და სიკვდილს სასაწაულებრივად გადაურჩა, შორენა ბეგაშვილს რთული პერიოდის გავლა მოუწია, თუმცა დღეს დედა-შვილი ერთად და ბედნიერად ცხოვრობს. ევა უკვე სტუდენტია და აგრძელებს სრულფასოვან ცხოვრებას.
რთული პერიოდის დროს შორენას გვერდით იყო მისი და, ლელა ბეგაშვილი, რომელიც სამკურნალოდ თირქეთში წასულ დედა-შვილს თან ახლდა. ლელა დის გვერდითაა ბედნიერ მომენტებშიც - ის შორენასთან ერთად კანში იმყოფება და დაბადების დღის წვეულებასაც ესწრებოდა. ლელა ბეგაშვილი იურისტია და რუსთავში ცხოვრობს. ხშირად აღნიშნავენ, რომ ლელა და შორენა ძალიან ჰგვანან ერთმანეთს.