ჰარპერ სევენი მშობლებსაც და ძმებსაც ძალიან უყვართ და მის განებივრებას ყოველთვის ცდილობენ. როგორც ცნობილია, ჰარპერს ფეხბურთი განსაკუთრებით აინტერესებს და მამასთან ერთად ხშირად ესწრება მატჩებს. დევიდ ბექჰემი კი სულ ცდილობს, ერთადერთ გოგონას ყურადღება მიაქციოს და გაანებივროს. ამჯერად დევიდი და ვიქტორია ერთადერთი ქალიშვილის დაბადების დღეს აღნიშნავენ.
დევიდ და ვიქტორია ბექჰემები
"ეს იმას არ ნიშნავს, რომ არავინ მისმენდა, უბრალოდ, ყოველთვის ყურადღებას ვაქცევდი მის საჭიროებებს", - ამბობდა ვიქტორია. მისივე თქმით, ღალატზე აქამდე არასდროს უსაუბრია, რადგან დევიდის საფეხბურთო კარიერას უფრთხილდებოდა.
"ეს ურთულესი პერიოდი იყო და ისეთი გრძნობა მქონდა, რომ მთელი სამყარო ჩვენ წინააღმდეგ იყო გაერთიანებული. გულწრფელად რომ ვთქვა, მე და დევიდიც ერთმანეთის წინააღმდეგ ვიყავით. მადრიდამდე ერთიანი გუნდი ვიყავით. მართალია, ყველა ჩვენ წინააღმდეგ იყო, მაგრამ მთავარია, რომ ერთად ვიყავით და ერთმანეთის იმედი გვქონდა. ესპანეთში ჩასვლის შემდეგ კი, თითქოს ერთმანეთს დავშორდით და გვერდში არავინ გვყავდა. ეს ძალიან სევდიანია, ვერც კი აღვწერ, რა რთული იყო და როგორ იმოქმედა ამან ჩემზე".
პროდიუსერები ვიქტორიას შესახებ ახალი სერიალის გადაღებას გეგმავენ. „ეს იქნება დოკუმენტური ქრონიკა იმის შესახებ, თუ როგორ ააშენა ვიქტორიამ მოდის და სილამაზის იმპერია.
„შესაძლებელი იქნება იმის დანახვა, თუ რამხელა ძალისხმევა დახარჯა მან საკუთარი თავის ხელახლა შექმნაში“ - ნათქვამია პროდიუსერების განცხადებაში.
ვიქტორიას და დევიდს რომ შეხმატკბილებული ურთიერთობა აქვთ, ამაზე დევიდის ბოლოდროინდელი ინტერვიუებიც მეტყველებს: "ვიქტორიათი ძალიან ვამაყობ. მან, Spice Girls-ი, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი გოგონების ჯგუფი დატოვა, რომ დიზაინერი გამხდარიყო და წარმატებას მართლაც მიაღწია. ვფიქრობ, ეს წარმოუდგენელია."