"ვამაყობ, რომ ასეთი საოცარი ადამიანი ხარ, ყველაზე ლამაზი ღიმილით" - დევიდ და ვიქტორია ბექჰემების ქალიშვილი იუბილარია - Marao

"ვამაყობ, რომ ასეთი საოცარი ადამიანი ხარ, ყველაზე ლამაზი ღიმილით" - დევიდ და ვიქტორია ბექჰემების ქალიშვილი იუბილარია

2024-07-11 16:33:23+04:00

ჰარ­პერ სე­ვე­ნი მშობ­ლებ­საც და ძმებ­საც ძა­ლი­ან უყ­ვართ და მის გა­ნე­ბივ­რე­ბას ყო­ველ­თვის ცდი­ლო­ბენ. როგორც ცნობილია, ჰარპერს ფეხბურთი განსაკუთრებით აინტერესებს და მამასთან ერთად ხშირად ესწრება მატჩებს. დევიდ ბექჰემი კი სულ ცდილობს, ერთადერთ გოგონას ყურადღება მიაქციოს და გაანებივროს. ამჯერად დევიდი და ვიქტორია ერთადერთი ქალიშვილის დაბადების დღეს აღნიშნავენ. 

  • "25 წელი... არ მჯერა, რომ ეს კაბა ისევ მეტევა" - დევიდ და ვიქტორია ბექჰემების საკულტო ფოტოსესია წლების შემდეგ 
  • "ძალიან იღბლიანი ვარ, რომ ამ ასაკს მივაღწიე" - ვიქტორია ბექჰემი იუბილარია 

დევიდ და ვიქტორია ბექჰემები 

"ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ არა­ვინ მის­მენ­და, უბ­რა­ლოდ, ყო­ველ­თვის ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევ­დი მის სა­ჭი­რო­ე­ბებს", - ამბობდა ვიქტორია. მისივე თქმით, ღალატზე აქამდე არასდროს უსაუბრია, რადგან დევიდის საფეხბურთო კარიერას უფრთხილდებოდა.

"ეს ურ­თუ­ლე­სი პე­რი­ო­დი იყო და ისე­თი გრძნო­ბა მქონ­და, რომ მთე­ლი სამ­ყა­რო ჩვენ წი­ნა­აღ­მდეგ იყო გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი. გულ­წრფე­ლად რომ ვთქვა, მე და დე­ვი­დიც ერ­თმა­ნე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ვი­ყა­ვით. მად­რი­დამ­დე ერ­თი­ა­ნი გუნ­დი ვი­ყა­ვით. მარ­თა­ლია, ყვე­ლა ჩვენ წი­ნა­აღ­მდეგ იყო, მაგ­რამ მთა­ვა­რია, რომ ერ­თად ვი­ყა­ვით და ერ­თმა­ნე­თის იმე­დი გვქონ­და. ეს­პა­ნეთ­ში ჩას­ვლის შემ­დეგ კი, თით­ქოს ერ­თმა­ნეთს დავ­შორ­დით და გვერ­დში არა­ვინ გვყავ­და. ეს ძა­ლი­ან სევ­დი­ა­ნია, ვერც კი აღვწერ, რა რთუ­ლი იყო და რო­გორ იმოქ­მე­და ამან ჩემ­ზე".

პროდიუსერები ვიქტორიას შესახებ ახალი სერიალის გადაღებას გეგმავენ. „ეს იქნება დოკუმენტური ქრონიკა იმის შესახებ, თუ როგორ ააშენა ვიქტორიამ მოდის და სილამაზის იმპერია.

„შესაძლებელი იქნება იმის დანახვა, თუ რამხელა ძალისხმევა დახარჯა მან საკუთარი თავის ხელახლა შექმნაში“ - ნათქვამია პროდიუსერების განცხადებაში.

ვიქტორიას და დევიდს რომ შეხმატკბილებული ურთიერთობა აქვთ, ამაზე დევიდის ბოლოდროინდელი ინტერვიუებიც მეტყველებს: "ვიქტორიათი ძალიან ვამაყობ. მან, Spice Girls-ი, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი გოგონების ჯგუფი დატოვა, რომ დიზაინერი გამხდარიყო და წარმატებას მართლაც მიაღწია. ვფიქრობ, ეს წარმოუდგენელია."