როზი ჰანტინგტონ-უაიტლის გლამურული სტილი - Marao

როზი ჰანტინგტონ-უაიტლის გლამურული სტილი

2024-07-11 17:00:12+04:00

როზი ჰანტინგტონ-უაითლი და ჯეისონ სტეტჰემი ათ წელზე მეტია ერთად არიან: ამ ხნის განმავლობაში მათ რამდენჯერმე მოახერხეს დაშორება და შერიგება, ნიშნობა და მშობლებიც გახდნენ.

  • რას აკეთებენ დილაობით პლანეტის ყველაზე ლამაზი ქალბატონები? 
  • როგორ აღმოჩნდნენ ჯეისონ სტეტჰემი და როზი ჰანტინგტონ-უაიტლი დაშორების საფრთხის წინაშე 

გარედან 37 წლის როზი ჰანტინგტონ-უაითლის და 57 წლის ჯეისონ სტეტჰემის კავშირი წარმოუდგენლად ჰარმონიულად გამოიყურება. ცნობილი სახეები, პრინციპში, არ საუბრობენ ურთიერთობის დეტალებზე და ბევრი კოლეგისგან განსხვავებით, არ ცდილობენ, როზი ჰანტინგტონ-უაიტლის გლამურული სტილი ან პირადი ცხოვრება მომგებიან შოუდ აქციონ. ისინი მშვიდად ცხოვრობენ ბევერლი ჰილზის მდიდრულ სასახლეში შვილთან და ორ ძაღლთან ერთად.

2003 წელს, სამოდელო დებიუტის შემდეგ, როზი მოდის სამყაროს ერთ-ერთ ულამაზეს ქალად იქცა. წლებთან ერთად მისი პოპულარობაც იზრდება. მაგრამ ერთი რამ შეუცვლელი დარჩა: მისი მარტივი სტილი.