როზი ჰანტინგტონ-უაითლი და ჯეისონ სტეტჰემი ათ წელზე მეტია ერთად არიან: ამ ხნის განმავლობაში მათ რამდენჯერმე მოახერხეს დაშორება და შერიგება, ნიშნობა და მშობლებიც გახდნენ.
გარედან 37 წლის როზი ჰანტინგტონ-უაითლის და 57 წლის ჯეისონ სტეტჰემის კავშირი წარმოუდგენლად ჰარმონიულად გამოიყურება. ცნობილი სახეები, პრინციპში, არ საუბრობენ ურთიერთობის დეტალებზე და ბევრი კოლეგისგან განსხვავებით, არ ცდილობენ, როზი ჰანტინგტონ-უაიტლის გლამურული სტილი ან პირადი ცხოვრება მომგებიან შოუდ აქციონ. ისინი მშვიდად ცხოვრობენ ბევერლი ჰილზის მდიდრულ სასახლეში შვილთან და ორ ძაღლთან ერთად.
2003 წელს, სამოდელო დებიუტის შემდეგ, როზი მოდის სამყაროს ერთ-ერთ ულამაზეს ქალად იქცა. წლებთან ერთად მისი პოპულარობაც იზრდება. მაგრამ ერთი რამ შეუცვლელი დარჩა: მისი მარტივი სტილი.






