"ჩემს წინსვლაში რა თქმა უნდა, დიდი როლი ითამაშეს მშობლებმა" - სად ცხოვრობს და რას საქმიანობს თაკო ჩარკვიანის შვილი - Marao

"ჩემს წინსვლაში, რა თქმა უნდა, დიდი როლი ითამაშეს მშობლებმა" - სად ცხოვრობს და რას საქმიანობს თაკო ჩარკვიანის შვილი

2024-07-14 22:22:16+04:00

თაკო ჩარკვიანსა და ჯონი გიგანს ერთი შვილი, ირმა ჰყავთ. ის წარმატებული პიანისტია და მისი წყალობით საქართველოს სახელი არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე გაჟღერებულა. 

როგორც თაკო ჩარკვიანი აღნიშნავს, მას ოჯახში ძალიან გაუმართლა: „ქალს ეტყობა, კარგი მეუღლე ჰყავს თუ არა. ჩემ გვერდით კი მართლაც კარგი კაცია. მთელი ცხოვრება კარგი კაცების გარემოცვაში გავატარე, სამი ვაჟკაცის გვერდით. ესენი არიან: ჯანსუღ ჩარკვიანი, მამუკა ჩარკვიანი და ჯონი გიგანი” - ამბობდა ის.

ირმა გიგანი

ირმა გიგანი 1996 წლის 5 აპრილს პოლიტიკოს თაკო ჩარკვიანისა და ჯონი გიგანის ოჯახში დაიბადა. მისი ბაბუა ცნობილი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანია, ბიძა - მუსიკოსი მამუკა ჩარკვიანი. 5 წლისა შევიდა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის 1-ელ ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში ნიჭიერთა ათწლედში.

2002 წლის 16 ივნისს ქალაქ მინერბიოში, შემსრულებელთა მეორე საერთაშორისო კონკურსზე, ირმა გიგანი გახდა 8-13 წლის ბავშვებს შორის გრან-პრის მფლობელი. 2002 წლის 9 ივლისს თბილისის მწერალთა კავშირის საკონცერტო დარბაზში კამერული ორკესტრის თანხლებით შეასრულა ბახის კონცერტი რევაზ ტაკიძის დირიჟორობით.

  • "ერთს გეტყვი მხოლოდ - უშენოდ ერთი წუთით არ მაცოცხლოს ღმერთმა" - თაკო ჩარკვიანის მილოცვა მეუღლეს, პოლიტიკოსის სიყვარულის ისტორია და წარმატებული შვილი 
  • პიანისტი გიორგი არაბიძე - გაიცანით ქართველი ამომავალი ვარსკვლავი 

"ჩემს წინსვლა­ში რა თქმა უნდა, დიდი როლი ითა­მა­შეს მშობ­ლებ­მა. შე­იძ­ლე­ბა იყო ნი­ჭი­ე­რი, მაგ­რამ მათ რომ ჩემ­თვის ხელი არ შე­ე­წყოთ, ვე­რა­ფერს მი­ვაღ­წევ­დი. მად­ლი­ე­რი ვარ ჩემი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პე­და­გო­გის, თენ­გიზ ამი­რე­ჯი­ბის. ის ფან­ტას­ტი­კუ­რი მუ­სი­კო­სია და ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ თუნ­დაც კვი­რა­ში ორ­ჯერ მი­წევს მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა.

მუ­სი­კა ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რია. რო­დე­საც ვუკ­რავ, უდი­დეს სი­ა­მოვ­ნე­ბას გან­ვიც­დი, ყვე­ლა­ზე კომ­ფორ­ტუ­ლად რო­ი­ალ­თან ვგრძნობ თავს. არ არ­სე­ბობს დღე მის გა­რე­შე, თუ არ ჩავ­თვლი გა­მო­ნაკ­ლისს - კონ­ცერ­ტის მე­ო­რე დღეს" - ამბობდა ირმა.

2002 წლის 25 ივლისს მონაწილეობა მიიღო საკონცერტო მარათონში „ნიჭიერი ბავშვები“ და პირველ საერთაშორისო ფესტივალში „ხელოვნების ზეიმი“. 2003 წლის თებერვალში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გამართა სოლო-კონცერტი, სადაც შეასრულა ბახის კონცერტი ზაალ აზმაიფარაშვილის დირიჟორობით.

2010 წელს ირმა გიგანი ფრედერიკ შოპენის სახელობის პიანისტთა მეორე კონკურსის პირველი პრემიის მფლობელი გახდა. პიანისტი დროის ნაწილს საქართველოში, ნაწილს კი ავსტრიაში ატარებს და გულშემატკივრებს საკუთარი წარმატებით ხშირად ანებივრებს.