მეგობრობა ნანუკა ჟორჟოლიანთან და გურამ კაშიასთან, ხმაურიანი საქმე და ორი შვილი - ფეხბურთელ ვაკო ყაზაიშვილისა და გვანცა ნიშნიანიძის ოჯახი - Marao

მეგობრობა ნანუკა ჟორჟოლიანთან და გურამ კაშიასთან, ხმაურიანი საქმე და ორი შვილი - ფეხბურთელ ვაკო ყაზაიშვილისა და გვანცა ნიშნიანიძის ოჯახი

2024-07-16 15:25:20+04:00

1-ელ ივ­ლისს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რე­ბის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მუ­ქა­რის ფაქ­ტზე ნო­დარ ნიშ­ნი­ა­ნი­ძე დამ­ნა­შა­ვედ ცნო და და­უს­წრებ­ლად 1 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

ვაკო ყაზაიშვილი 

30 წლის ყა­ზა­იშ­ვილ­მა კა­რი­ე­რა სამ­შობ­ლო­ში და­ი­წყო, 2011 წელს კი ერე­დი­ვი­ზი­ის "ვი­ტეს­ში" გა­და­ვი­და. 2016-2017 წლე­ბის სე­ზო­ნი იჯა­რით გა­ა­ტა­რა ვარ­შა­ვის "ლე­გი­ა­ში", სა­დაც მო­ი­გო ექ­სტრაკ­ლა­სი და ითა­მა­შა უე­ფას ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა­ზე. შემ­დეგ ის შე­უ­ერ­თდა ფეხ­ბურ­თის მთა­ვა­რი ლი­გის San Jose Earthquakes-ს, სა­დაც ოთხი სე­ზო­ნი გა­ა­ტა­რა.

  • "ჭკვიანი, ძალიან წარმატებული და თავდაჯერებული" - გაიცანით გიორგი მამარდაშვილის უმშვენიერესი მეუღლე, ელენე ეპიტაშვილი უფრო ახლოს 

მისი დე­ბი­უ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში 2014 წელს შედ­გა. 2016-2017 წლე­ბის სე­ზო­ნის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ყა­ზა­იშ­ვი­ლი "ვი­ტეს­ში" დაბ­რუნ­და, მაგ­რამ ერთ წე­ლი­წა­დში ამე­რი­კულ გუნდს, "სან ხოსე ერ­კვე­იქსს" შე­უ­ერ­თდა, სა­დაც 2020 წლამ­დე დარ­ჩა. 2021 წლის 16 თე­ბერ­ვალს ყა­ზა­იშ­ვილ­მა კონ­ტრაქ­ტი გა­ა­ფორ­მა სამ­ხრეთკო­რე­ულ K League 1-ის "ულ­სან ჰი­უნ­და­ის­თან", თუმ­ცა გუნ­დი მა­ლე­ვე და­ტო­ვა და 2025 წლის ბო­ლომ­დე ჩი­ნე­თის სუ­პერ­ლი­გის ვიცე-ჩემ­პი­ონ "შან­დუნ ტა­ი­შან­ში" გა­და­ვი­და.

  • თამუნა, გიორგი, ელენე და შოთი - შოთი არველაძის ოჯახური ფოტოების არქივი და ამბები წარსულიდან 

გვანცა ნიშნიანიძე

ყა­ზა­იშ­ვი­ლი ოზურ­გეთ­ში და­ი­ბა­და, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლაქ­ში გა­ი­ზარ­და. დედა ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლია, მამა კი - ინ­ჟი­ნე­რი; ჰყავს უმ­ცრო­სი ძმა ბექა, რო­მე­ლიც მას­ზე თვრა­მე­ტი თვით უმ­ცრო­სია. 2011 წელს ყა­ზა­იშ­ვილ­მა იქორ­წი­ნა გვან­ცა ნიშ­ნი­ა­ნი­ძე­ზე. ოთხ წე­ლი­წად­ში ქა­ლიშ­ვი­ლი ემი­ლია შე­ე­ძი­ნათ, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი - ვაჟი. 2019 წლის იან­ვარ­ში ყა­ზა­იშ­ვილ­მა ამე­რი­კის "მწვა­ნე ბა­რა­თი" მი­ი­ღო. ვაკო ყა­ზა­იშ­ვი­ლი ახლო მე­გო­ბა­რია გუ­რამ კა­ში­ა­სი, რო­მელ­საც ის "ვი­ტეს­ში" თა­მა­ში­სას შეხ­ვდა.

  • VIDEO: "თვალები არასდროს ტყუიან" - გიორგი ქოჩორაშვილისა და სანდრა მენდოსას რომანტიკული კადრები დიდ მოწონებას იმსახურებს 

წლე­ბის წინ ყა­ზა­იშ­ვი­ლის მე­უღ­ლე გვან­ცა ფეხ­ბურ­თე­ლი ქმრის შე­სა­ხებ იხ­სე­ნებ­და, რომ მათი ოჯა­ხე­ბი მე­გობ­რობ­დნენ.

"მე და ვაკო ერ­თმა­ნეთს ბავ­შვო­ბი­დან ვიც­ნობთ. ჩვე­ნი მშობ­ლე­ბი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ და შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენც ვმე­გობ­რობ­დით. ფაქ­ტობ­რი­ვად, ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ. 17 წლის ასაკ­ში მივ­ხვდით, რომ ერ­თმა­ნე­თი ძა­ლი­ან მოგ­ვწონ­და, შემ­დეგ ეს ურ­თი­ერ­თო­ბა გაღ­რმავ­და და დავ­ქორ­წინ­დით. ვა­კოც და მეც - ორი­ვე 19 წლის ვი­ყა­ვით. შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის პე­რი­ო­დი დიდ­ხანს ვერ "გავ­ქა­ჩეთ". ბავ­შვო­ბი­დან მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი. ძა­ლი­ან მინ­დო­და, წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი გავმხდა­რი­ყა­ვი, მაგ­რამ ნა­ად­რე­ვად და­ო­ჯა­ხე­ბის გამო ეს ოც­ნე­ბა ვერ ავიხ­დი­ნე. სა­მო­მავ­ლოდ დიდი გეგ­მე­ბი მაქვს. იმე­დია, მათ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას შევ­ძლებ.

განაგრძეთ კითხვა