სოფო ნიჟარაძე და ელის-მარია სააკაშვილი
მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში აქტიურია და ხშირად აქვეყნებს როგორც საკუთარ, ისე შვილის, ელის-მარიას ფოტოებსა და ვიდეოებს. უსაყვარლესი ალისა საზოგადოებაში უკვე პოპულარულია და ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს.
ანუკი არეშიძე და ნიკოლასი
ცნობილ დიზაინერსა და ყოფილ ფეხბურთელს ოთხი ვაჟი ჰყავთ, მათგან ყველაზე უმცროსი ნიკოლასია. ანუკი ხშირად ამბობს, რომ გოგონას გაჩენა მისი ოცნება იყო, თუმცა არ აუხდა.
ანა ახვლედიანი და ევა
მოდელი ქუთაისიდან - ასე გაიცნო ულამაზესი ანა ახვლედიანი საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ. ანას წარმატებულ სამოდელო კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ და გოგონას ლივ ტაილერისა და ბიანკა ბალტის ნაზავს უწოდებდნენ. ანას მეუღლე მოდელი გიგი ბერაიაა. 2018 წელს ანას და გიგის ქალიშვილი ევა შეეძინათ.
ჯანეტ ქერდიყოშვილი და ანნა
ჯანეტ ქერდიყოშვილი ფართო საზოგადოებამ 2011 წელს გაიცნო, როცა "მის საქართველო 2011"-ის ტიტული მოიპოვა. ჯანეტს და მის მეუღლეს ერთი ქალიშვილი, ანნა ჰყავთ.
ნატა ბერეჟიანი და თინა
ჯანეტ ქერდიყოშვილი ფართო საზოგადოებამ 2011 წელს გაიცნო, როცა "მის საქართველო 2011"-ის ტიტული მოიპოვა.ცოტა ხნის წინ მსახიობი მეორე შვილის დედა გახდა - მას გოგონა შეეძინა.
ნანუკა გულია და ნინა
2021 წელს ნანუკა გულუამ მოულოდნელად იქორწინა. მისი რჩეული კახაბერ კაშია გახდა. ქორწინება სიურპრიზი აღმოჩნდა როგორც წყვილის მეგობრებისთვის, ისე საზოგადოებისთვის და, თავად ნანუკასთვისაც.ნანუკას და კახას ორი შვილი, ნინა და იკა ჰყავთ.
ნინი კვერნაძე და შაი
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძის შვილი, შაი, უსაყვარლესი გოგონაა. მას საზოგადოება კარგად იცნობს და ხალხის მხრიდან მუდამ დიდ სიყვარულს იმსახურებს.
ნინო სურგულაძე და ტყუპები
ნინო სურგულაძის რჩეული ცნობილი მეცნიერის, გივი ინწკირველის შვილიშვილი, იურისტი გიორგი ინწკირველია. წყვილს 2020 წლის ივნისში ტყუპი, ზაქარია და ნატალია შეეძინა:სიტყვები, განცდები, გრძნობები - მგონი, ვერაფერი გამოხატავს იმას, რაც ახლა ჩემს ცხოვრებაში ხდება. ბედნიერებაზე მეტია ეს ორი საოცრება, დღეს რომ მოევლინა სამყაროს ჩემგან და ჩემთვის, ჩვენთვის...“ - წერდა მომღერალი.
რუსკა მაყაშვილი და კატო
რუსკა მაყაშვილი დაქორწინებულია სპორტსმენ სანდრო ნიჟარაძეზე. წყვილმა ოფიციალურად 8 წლის წინ იქორწინა და მათ ორი შვილი, ილია და კატო ჰყავთ
ნანიკო კლდიაშვილი და ლეა
მაკა ასათიანის უფროსი ვაჟი კახი ჟორდანია და მისი რჩეული ნანიკო კლდიაშვილი 2017 წლის სექტემბერში დაქორწინდნენ. როგორც ცნობილია, ნანიკოს წარმატებული სამოდელო კარიერა აქვს და მას არაერთ მნიშვნელოვან ჩვენებაში მიუღია მონაწილეობა.
წყვილს პირველი შვილი 2020 წლის 14 თებერვალს შეეძინა. ნანიკომ შვეიცარიის ერთ-ერთ კლინიკაში იმშობიარა. ახალშობილს ლეა დაარქვეს. ლეა, ცნობილი ოჯახის მსგავსად, უკვე პოპულარული ბავშვია და მისი ფოტოები ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს. ამჯერად მშობლები სწორედ ლეას კადრებს გვიზიარებენ.