"როგორ უხდებით ერთმანეთს" - გიორგი ქოჩორაშვილი რჩეულთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს - Marao

"როგორ უხდებით ერთმანეთს" - გიორგი ქოჩორაშვილი რჩეულთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

2024-07-22 10:22:10+04:00

სოციალურ ქსელში ბოლო დღეებია, ვირუსულად ვრცელდება ქართველი ფეხბურთელების ფოტოები, ვიდეოები თუ ამბები მათი ცხოვრების შესახებ. გამონაკლისი არც გიორგი ქოჩორაშვილია,

გიორგი ქოჩორაშვილი: "მე მო­ვი­თხო­ვე სა­ნი­ოლ­თან პირ­ვე­ლი დარ­ტყმა. მზად ვი­ყა­ვი იმის­თვი­საც, რომ შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი პი­რი­ქით ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ ვარ­ჯიშ­მა და ყვე­ლა­ფერ­მა, რაც მა­ნამ­დე გა­ვა­კე­თე, შე­დე­გი გა­მო­ი­ღო. პე­ნა­ლტის დარ­ტყმის დროს რომ ვი­დე­ქი, თით­ქოს იმ სიმ­ღე­რამ, რა­საც ტრიბუნებზე მღე­როდ­ნენ, მომ­ცა ის მუხ­ტი, რომ სწო­რად მი­მე­მარ­თა ჩემი ემო­ცი­ე­ბი და ფიქ­რე­ბი" - ამბობდა გიორგი საბერძნეთთან მატჩის შემდეგ. 

„ვეხვეწებოდი, ფეხბურთს დაანებე თავი და სწავლას მიხედე, ხომ შეგიძლია-მეთქი“ - რას ჰყვებიან ოჯახის წევრები და ახლობლები გიორგი მამარდაშვილზე.

გიორგი ქოჩორაშვილი 1999 წლის 29 ივნისს თბილისში დაიბადა. დღეს არის საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „ლევანტეს“ ცენტრალური ნახევარმცველი.

"არასოდეს არავისი შემშინებია. ადრე თუ გვიან შედეგი აუცილებლად მოაქვს შრომას, რომელსაც ყოველთვის გავაგრძელებ, იმის მიუხედავად, თუ რამდენ წუთს მათამაშებენ. ყოველთვის ვცდილობ, მინდორზე გასულმა ყველაფერი გავიღო და გავაკეთო ის, რაც გუნდს სჭირდება."

მისი დებიუტი „ლევანტეს“ ძირითად გუნდსა და ლა ლიგაში შედგა 2020 წლის 12 ივლისს. ბილბაოს „ატლეტიკთან“ შეხვედრაში ის შეცვლაზე შევიდა რუბენ როჩინას ნაცვლად. შეხვედრა „ლევანტემ“ 1:2 დათმო.

 „პანდემიის დროს გულშემატკივრების მხარდაჭერა ვერ ვიგრძენი, მაგრამ რაც შემდეგ მათი მხრიდან მოხდა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ეს მოულოდნელი იყო და სწორედ მაშინ ვიგრძენი თავი ფეხბურთელად."

  • VIDEO: "თვალები არასდროს ტყუიან" - გიორგი ქოჩორაშვილისა და სანდრა მენდოსას რომანტიკული კადრები დიდ მოწონებას იმსახურებს 
  • მეგობრობა ნანუკა ჟორჟოლიანთან და გურამ კაშიასთან, ხმაურიანი საქმე და ორი შვილი - ფეხბურთელ ვაკო ყაზაიშვილისა და გვანცა ნიშნიანიძის ოჯახი 

გიორგი ქოჩორაშვილის სანაკრებო კარიერა

გიორგი თამაშობდა საქართველოს 19 და 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებებში. 2023 წლიდან საქართველოს ეროვნულ ნაკრებშია. 2024 წლის 26 მარტს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში, საქართველომ საბერძნეთს მოუგო და ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ, 0:0 დასრულდა. მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში საქართველოს ნაკრებმა მეტოქე 4:2 დაამარცხა. პირველი პენალტი ქართველ ფეხბურთელთაგან გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.

გიორგი ქოჩორაშვილის ოჯახი

 გიორგი ქოჩორაშვილს ჰყავს მშობლები და ერთი და. ის წარმოშობით კახეთიდანაა და ბავშვობის დიდი ნაწილიც იქ აქვს გატარებული. 25 წლის ვარსკვლავი 2018 წელს წავიდა ესპანეთში და დღემდე იქ ცხოვრობს.

გიორგი შეყვარებულია, მისი რჩეული სანდრა მენდოსაა. სანდრა 2021 წელს კადრებს თვითმფრინავიდან აქვეყნებდა, სადაც ჩანდა, რომ ის ბორტის ერთ-ერთი თანამშრომელი იყო, უცნობია, რას საქმიანობს ის ახლა, თუმცა ძალიან უყვარს მოგზაურობა და, როგორც ჩანს, ის გასულ წელს საქართველოში, გიორგის საგულშემატკივროდ იმყოფებოდა. 

"სანდრა ვალენსიაში გავიცანი. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ცხოვრება გაძლევს იმას, რაც იმ მომენტში გჭირდება. მაშინ ვიპოვე ეს ადამიანი, როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა" - ამბობდა გიორგი ქოჩორაშვილი.